Daily Mercato: მზადაა სანიოლი, საქართველოს ნაკრები დატოვოს? - ის მშობლიური "სენტ-ეტიენის" მწვრთნელობის კანდიდატანად განიხილება

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მეხუთე ტურში „სენტ-ეტიენი“, რომლის ღირსებასაც ზურიკო დავითაშვილი იცავს, „ნიცასთან“ 0:8 განადგურდა, 3 ქულით მე-16 ადგილზეა და თუ 29 სექტემბერს გასვლაზე „ნანტთან" დამარცხდა, შეიძლება მისი მწვრთნელი ოლივიე დალ'ოლიო გადააყენონ.

Daily Mercato-ს ცნობით, დალ'ოლიოს შემცვლელად სამი კანდიდატი - ვილი სანიოლი, პატრიკ ვიეირა და ჟან-ლუი გასე განიხილება.

"საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი ვილი სანიოლი ამ თანამდებობაზე სერიოზულ კანდიდატად განიხილება. რაც 2021 წელს "ჯვაროსნები" ჩაიბარა, ძალიან კონკურენტუნარიან გუნდად ჩამოაყალიბა. ფეხბურთელები მის მუშაობას მაღალ შეფასებას აძლევენ, განსაკუთრებით ეფექტურად ურთიერთობას და ფსიქოლოგიურად მომზადებას. სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს
ნაკრები ევრო 2024-ზე პლეი-ოფში გავიდა, რაც ისტორიული მიღწევა გახდა. თუმცა, ისმის კითხვა: მზადაა თუ არა ის, დატოვოს პოსტი იმისათვის, რათა "სენტ-ეტიენის" გამოწვევა მიიღოს?", - წერს გამოცემა.

Sportall.Ge

სანიოლი სენტ-ეტიენშია დაბადებული და ამ გუნდში 1995-1997 წლებში თამაშობდა.

ვიეირა 2024 წლის აგვისტოში "სტრასბურგის" დატოვების შემდეგ უმუშევარია, ხოლო გასეს "სენტ-ეტიენში" დაბრუნება უნდა, რომელსაც 2017-2019 წლებში ედგა სათავეში, ასაკოვანია (70 წლის), სამწვრთნელო კარიერა დაასრულა, მაგრამ არ არის გამორიცხული, ცდუნებას ვერ გაუძლოს და დაბრუნდეს.

მკითხველის კომენტარები / 24 /
როგორ უნდა ვიყო ჩასაფრებული, როცა ძლივს ვეღირსე იმ დროს, როცა ქართული ნაკრები თავის კუთვნილ, ღირსეულ ადგილს უახლოვდება საფეხბურთო ქვეყნების მარაქაში. მიუხედავად ამისა, მაინც მგონია რომ მიღწევებიდან ლომის წილი ამ დიდებულ თაობას მიუძღვის, რომელიც შეიძლება ნაგვიანებად, მაგრამ მაინც წამოგვეზარდა.ვისაც ახსოვს საბჭოთა ფეხბურთი, საერთო ჯამში ფლაგმანებად უკრაინასა და რუსებთან ერთად, უდაოდ საქართველო განიხილებოდა. ამ ქვეყნებმა ასე თუ ისე წარმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობები. სამეულიდან მხოლოდ ჩვენ დავიგვიანეთ. შესაბამისად სრულიად ლოგიკურია ის, რაც ჩვენს თავს ხდება ამ ბოლო პერიოდში. რაც შეეხება სანიოლს, რათქმაუნდა დასაფასებელია ის შედეგი, რაც მისი თაოსნობით ნაკრებმა დადო. მიუხედავად ამისა იყო აშკარად ჩავარდნის მომენტები,რაც თავიდან ბოლომდე მის კისერზე იყო. შესარჩევის ჯგუფში მეტის გაკეთება უდაოდ შეიძლებოდა. გადასარევია რომ ამის კომპენსირება ერთა ლიგაზე და შემდგომ ევროპაზე განხორციელდა. თავიდან ნამდვილად იყო კითხვები მის მიმართ, მაგრამ ეხლა საქმით დაამტკიცა, რომ ნაღდი მწვრთნელია. ამ საქმეში ისიც მადლიერი უნდა იყოს ჩვენი ნაკრების, რომლის მეშვეობით მშვენივრად დაარესტარტა საკმაოდ უხეიროდ დაწყებული სამწვრთნელო კარიერა, ფეხბურთელი რომ უმაღლესი დონის იყო,ფეხბურთთან ახლოს ჩავლილი კაცისთვისაც კი ნათელია. ყოველივე აქედან გამომდინარე, ყველაფრის გათვალისწინებით რთული ამბავია იმის თქმა, რა სჯობია ამ მომენტისათვის ჩვენი ნაკრებისა თუ თავად სანიოლისათვის? იქნებ სწორი დროა, რომ ამ დიდებული მიღწევების ფონზე დაგვემშვიდობოს სანიოლი და თავად ახალ გამოწვევებს შეეჭიდოს. ჩვენ კი მის მიმართ მუდამ მადლიერნი, გადავშლით ახალ ქათქათა ფურცელს და ახალი ისტორიის წერას შევუდგებით. ღვთის შეწევნით გამოჩნდება ვინმე, უცხოელი თუ ქართველი მესაჭე, ვინც ჩვენი ფეხბურთისათვის ზედმიწევნით მისაღები გზებით წაგვიყვანს. ბოლოსდაბოლოს არა მგონია ერთსა ან თუგინდ რამოდენიმე კაცზე წყდებოდეს ქართული ფეხბურთი, რა დონესაც არ უნდა წარმოადგენდნენ ეს პატივცემული ხალხი!
ამატაკი
22:35 05-10-2024
0
რა ვიცი, აქ ზოგიერთი ჩასაფრებულთა კასტიდან, ყოველ სიტყვაში სანიოლს მოუწოდებდა "წადი ვილიიი, მოგშორდიო" და ეხლა გაგიხდათ სანიოლი "მაგარი მწვრთნელი"? როცა ნაკრები კარგ მდგომარეობაშია? ასეა, როცა უჭირს გუნდს, მწვრთნელს მოუწოდებთ წადიიი და როცა კარგადააა არ წახვიდე ვილიიი... ორმაგი სტანდარტი დამღუპველია!
ჩასაფრებულებს!
13:50 25-09-2024
0

სიახლეები პოპულარული