დააფიქსირეთ თქვენი აზრი - რა უნდა შეიცვალოს ნაკრებში?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 12 და 15 ნოემბერს, მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) მნიშვნელოვანი და პრინციპული მატჩები დათმო.

აშკარაა, რომ ნაკრებში ცვლილებებია საჭირო, მაგალითად, ზოგ ფეხბურთელს მეტი, ზოგს ნაკლები შანსი უნდა მიეცეს და ა.შ.

ასევე დაასახელეთ მწვრთნელი, რომელსაც ნაკრებში ისურვებდით.

მკითხველის კომენტარები / 229 /
თუ შევადარებთ ნაკრების მიერ ჩატარებულ ორ გასვლით თამაშს(სომხეთთი,მაკედონია)შინ ჩატარებულ სამ თამაშთან(ბელარუსი,მაკედონია,სომხეთი),ვფიქრობ ნაკრებში არც ისე ცუდადაა საქმე.გასვლითი თამაშები,რომ ვერ მოვიგეთ უფრო მწვრთნელის შეცდომები იყო ვიდრე ფეხბურთელების.არ შეიძლება ყოველ მომდევნო თამაშში შემადგენლობა ძირეულად ცვალო.როტაციას მივესალმები და კარგია,მაგრამ იმ რაოდენობით რაც ვაისმა აკეთა წარმოუდგენელია.ის ვერ ჩამოყალიბდა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებში,რომლის ირგვლივაც გუნდი შეიკვრებოდა.მაგის ბრალია,რომ ნაკრებს შეთამაშებულობა აკლია.ფეხბურთელები უმარტივეს სიტუაციებში სწორ პასებს ვერ აკეთებენ,ერთმანეთს ვერ უგებენ.ანთუ აკეთებენ პასს,მათი 90 % უკან კეთდება.გამამწვავებელ პასებს ვერავინ აკეთებდა.მხოლოდ ინდივიდუალურად ცდილობდნენ ხიფათის შექმნას,რაც თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია და ის მხოლოდ მესის შეუძლია.
და ბოლოს სირბილი,ფეხბურთელების აბსოლუტური უმრავლესობა კი არ დარბის,არამედ დაძუნძულებს.მოუმზადებლები არიან ფიზიკურად.
მე მაინც მჯერა,რომ კარგი მწვრთნელის(სომხეთის მწვრთნელი კაპაროსიკარგი მაგალითია)ხელში ყველაფერი კარგად იქნება.
ლერი
20 ნოემბერი 2020 16:08
1
მწვრთნელად ვის ვისურვებდით ეს ჟურნალისტის პოზიციიდან მეტად არაკვალიფიციური ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული თემააა!!!...ნაკრების მწვრთნელი ფედერაციამ უნდა შეარჩიოს და არა ხალხმა !!! მაშინ ფედერაცია რა საჭიროა ჟურნალისტო ?!? ნაკრებში პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს თითოეული თამაშის მიმართ ფეხბურთელებისგან!!! თუ არადა გუნდიდან გაუშვან!!! უპირველესად ბავშვთა ფეხბურთში ბავშვების მწვრთნელების თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო!!! რომ ბავშვი საფეხბურთო თვალსაზრისით სწორად გაიზარდოს!!! თორემ ნაკრები იმ შედეგს მოიტანს რა დონის ფეხბურთელებიც ეყოლება!!!
Simartle
18 ნოემბერი 2020 09:09
0
მწვრთნელად ვის ვისურვებდით ეს ჟურნალისტის პოზიციიდან მეტად არაკვალიფიციური ჟურნალისტის მიერ შემოთავაზებული თემააა!!!...ნაკრების მწვრთნელი ფედერაციამ უნდა შეარჩიოს და არა ხალხმა !!! მაშინ ფედერაცია რა საჭიროა ჟურნალისტო ?!? ნაკრებში პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს თითოეული თამაშის მიმართ ფეხბურთელებისგან!!! თუ არადა გუნდიდან გაუშვან!!! უპირველესად ბავშვთა ფეხბურთში ბავშვების მწვრთნელების თანამედროვე საფეხბურთო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიკაციის ამაღლებაა საჭირო!!! რომ ბავშვი საფეხბურთო თვალსაზრისით სწორად გაიზარდოს!!! თორემ ნაკრები იმ შედეგს მოიტანს რა დონის ფეხბურთელებიც ეყოლება!!!
Simartle
18 ნოემბერი 2020 09:08
0
გუნდის ნახევარზე მეტი უნდა იყოს ნატურალიზებული უცხოელი, კლუბში კი ლეგიონერები თუნდაც იგივე დონის. როგორც ჩანს ქართველ ფეხბურთელს არ აქვს არც საკმარისი ფსიქიკა, არც პროფესიონალიზმი, რომ მსგავს (უფრო მაღალ დონეზე აღარც კი ღირს საუბარი) ამოცანებს თავი გაართვას. მთელი ცხოვრება გულისდაწყვეტის მეტი არაფერი არ მახსოვს, მხოლოდ მტკივნეული და დამამცირებელი წაგებები სომხეთთან, არარატ არმენიასთან, ფარერელებთან. მაკედონიელების სახე ნახეთ გოლის შემდეგ? აი ეგ გამოხატავდა ევროპულ ძლიერ და მებრძოლ ხასიათს. ჩვენები კიდევ დასაწყისიდანვე წამხდრები იყვნენ… ათიდან ათს წააგებენ ასე
levani
17 ნოემბერი 2020 18:52
0
არაფრის შეცვლა შედეგს არ მოიტანს, რადგან ჩვენი ფეხბურთელების მენტალიტეტია შესაცვლელი, მათ კი შეცვლა არაფრის უნდათ. ვამბობთ უნდა მივხედოთ ბავშვთა ფეხბურთსო, კი ბატონო სწორია და ბავშვი, უფასოდ უნდა ვარჯიშობდეს ყველა სპორტსექციაში, მაგრამ ფეხბურთელი რომ გაიზარდა 17-19 წლამდე და არაფრით არ ჩამოუვარდება საზღვარგარეთელ თანატოლს, რატომაა, რომ რაც წლები ემატება მით უფრო იზრდება მისი ჩამორჩენა დასავლელ თანატოლებთან? აი ამაზე დაფიქრებაა საჭირო. რატომაა, რომ საქართველოში კალაძისა და არველაძის შემდეგ საერთაშორისო დონის ფეხბურთელი აღარ გაიზარდა? სხვათაშორის ათამდე ფეხბურთელი გვყავდა ამ ხნის განმავლობაში, რომლებიც ახალგაზრდა კალაძეს და არველაძეებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ, მაგრამ მათგან საშუალოზე დაბალი კლასის ფეხბურთელი მივიღეთ. შახტარშია ერთი საშუალო დონის ქართველი ფეხბურთელი, რომელიც იმის მაგიერ ბურთზე იყოს გადაკლული, ხან ერთ ლამაზმანთან უღებენ სურათს და ხან მეორესთან, ანუ ჩვენ ბიჭებს დროსტარება და ფეხბურთის თამაში ერთდროულად უნდათ, ასეთი რამ კი დღემდე არავის მოუხერხებია, ანუ ორი ბატონის კარგი მსახური არ არასებობს, როგორებიც არსებობენ კი ხედავთ ჩვენი ფეხბურთელების მაგალითზე.
ჟორა
17 ნოემბერი 2020 18:40
0
ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მარტივია. გუნდი საერთოდ უნდა დაიშალოს და არა რამე შეიცვალოს.
დავით 67
17 ნოემბერი 2020 18:27
0
თვითონ კითხვის აზრს ვერ ვხვდები...როგორი ჭეშმარიტებაც არ უნდა დაიწეროს აქ,ნამცეცის ოდენაზეცკი ვერაფერს შევცვლით და აზრი??? თუ ესეც შოუა,ჩვენ ხომ შოუების ქვეყანაში ვცხოვრობთ?! შოუ შოუსსთვის! მეცოდება ყველა ვინც ზემოთაა მომჯდარი და ცხოველურ განცხრომაშია ხალხის და ქვეყნის ხარჯზე.რა ელით ამ საცოდავებს,რომ არ უკვირდებიან.რაც შეეხება ცვლილებას,ნათქვამია მდინარე სათავიდან იმღვრევაო.აი როცა ქვეყნოს პირველი კაცი დაოკაპიწებს ხელებს და სიყვარულით და თავდაუზოგავი მართალი შრომით ეცდება,ჩვენი ფეხბურთის განვითარებას მაშინ გვეშველება.რისი შანსიც სამწუხაროდ ძალიან მცირეა.
ოთარი
17 ნოემბერი 2020 17:04
0
ნაკრების მწვრთნელად -- გია ცეცაძე, რატომ? გაიხსენეთ რა ფეხბურთს თამაშობდა სამტრედია, რა კომბინაციურ ფეხბურთს ათამაშებდა დინამოში დაწუნებულ არაბულსა და ზივზივაძეს, ლობჟანიძეც მისი გაზრდილია, გაიხსენეთ მისი ხელმძღვანელობით ახალგაზრდული გუნდების თამაშები, კი ბატონო, ემოციური კაცი იყო და არავის ჭკუაზე სიარული არ უნდოდა, ცდილობდა ფეხბურთელებისთვის დახმარება გაეწია, არ დაეკარგა ქართულ ფეხბურთს არაბიძე, ჭანტურია, შეიძლება ამისთვისაც გაუშვეს საბურთალოდან ერთ თვეში, განა რამეს თამაშობს ახლა საბურთალო, ის რომ ყოფილიყო, შეიძლება --- მრავალი არგუმენტის დასახელება შეიძლება, რატომ უნდა დაინიშნოს გია ცეცაძე
თეიმურაზ
17 ნოემბერი 2020 15:47
0
არც არაფერი,რაცა ვართ ესა ვართ,ჯერ ჩაკვეტაძემ ათრია გუნდი,მერე კვარაცხელიამ.მწვრთნელი ქართველი გვინდა მაგ.ცხადაძე!
ლუკა
17 ნოემბერი 2020 15:06
1
კარგი ფეხბურთელები ციდან არ ცვივა, ფეხბურთი მასობრივი უნდა გახდეს. საქართველოში ფეხბურთისადმი ინტერესი განელდა, ამის მიზეზებია ფასიანი წრეები, კომპიუტერი, ქართული ფეხბურთის საქმოსნების ხელში ჩავარდნა, რომლებსაც დღესვე აინტერესებთ ფული და პერსპექტივაზე არ მუშაობენ, ქართული ფეღბურთის აღორძინებაზე იმედგაცრუება და სხვა. გარდა ამისა, გვაქვს სუსტი ინფრასტრუქტურის, მენეჯმენტის, ფეხბურთელთა ფიზიკური და ინტელექტუალური მუდმივად მოუმზადებლობის პრობლემები, არაკვალიფიციური მწვრთნელები და კიდევ ბევრი სხვა. ყველაფერ ამაზე ადრეც ბევრი დაწერილა მაგრამ რა იცვლება? ვწერთ და ვკითხულობთ, მხოლოდ ესაა.
თომა
17 ნოემბერი 2020 14:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული