ესტონეთთან სვანაძის ხელმძღვანელობით - 17 ნოემბრის განრიგი

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება. სომხეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების მთვარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. წლის ბოლო შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით, ეროვნულმა ნაკრებმა ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე დღეს აღდგენითი ვარჯიში გამართა. ესტონეთთან მატჩამდე ბოლო ვარჯიშს საქართველოს ნაკრები კვლავ თბილისის ზღვის ბაზაზე ჩაატარებს.

17 ნოემბრის განრიგი

14:00 - რამაზ სვანაძის პრესკონფერენცია - სასტუმრო "ჰუალინგი"
17:15 - კარელ ვულაიდის პრესკონფერენცია -
"დინამო არენა"
18:00 - ესტონეთის ნაკრების ვარჯიში - "დინამო არენა"
19:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში - ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზა

17 ნოემბერს დაგეგმილ ორივე ნაკრების სავარჯიშო პროცესს, საწყისი 15 წუთის განმავლობაში დაესწრებიან მხოლოდ აკრედიტებული მედიის წარმომადგენლები. უეფას რეგულაციების თანახმად, მათი რაოდენობა შეზღუდულია.

17 ნოემბერს მატჩზე აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქში გადაადგილების უფლება საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით ეძლევათ. მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვირკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი)

საქართველოსა და ესტონეთის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 18 ნოემბერს, 21 საათზე, "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 25 /
ყველა თამაშს ვუყურებ და ნაკრების დასაბამიდან ვქომაგობ გუნდს ბოლომდე. ერთ რამეს ვაკვირდები ეს ბოლო ხანები, იმას რომ როდესაც გუნდში გამოჩნდებიან მართლა ტალანტები და აღზევებისკენ წავა გუნდი, შემდეგ ისე ხდება რომ ქრებიან ის ფეხბურთელები გუნდიდან, მერე მოდის მიზეზები აი იმას ტრავმა აქვს, იმას კორონა შეხვდა. სირცხვილია მართლა.
პაატა
01:36 18-11-2020
0
თუ არ ვცდები ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კაპელომ აღნიშნა - ვინც თანამედროვე ფეხბურთში ვერ ერკვევით, ტაქტიკაზე ნუ მეკამათებითო.
ზოგი აქ აპელირებას აკეთებს ნაკრების მოთამაშეთა დაბალ კლასზე და ერთმანეთს ადარებს რუსეთის ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელებსა და ევროპის დონეს შორის. ჯერ ერთი, რუსული კლუბების, აგრეთვე კიევის და დონეცკის შახტარის დონე, სულაც არ ჩამორჩება საშუალო ევროპულ დონეს და მეორე, ჩვენც ვიცით, რომ თითო-ოროლას გარდა ვარსკვლავებს არ წყვეტენ, მაგრამ სხვა რამეზეა აქ საუბარი, ვაისის სათამაშო სტილზე, კონცეფციაზეა საუბარი. როცა მეტოქე გადმოსულია შენს ნახევარზე და 7-8 ფეხბურთელით პრესინგს გეთამაშება ამ დროს მეტოქის მოედანზე უზარმაზარი თავისუფალი სივრცეებია. მწვრთნელმა უნდა შეარჩიოს 2-3 ფეხბურთელი, რომლებიც ბურთის ხელში ჩაგდების შემთხვევაში მომენტალურად გადაადგილდებიან ამ თავისუფალი სივრცეებისაკენ და სწრაფი მანევრით შეუტევენ მეტოქის კარს. ამ დროს საჭიროა დროული და ზუსტი პასი და იქმნება საგოლე სიტუაცია მეტოქის კართან. ამაზეა საუბარი, როცა ვაისს ტაქტიკას ვუწუნებთ. ვინმეს მესის, მარადონას ან რონალდოს დონეს კი არ ვთხოვთ, არამედ ელემენტარულ გაქცევას, საჭირო მიმართულებით გადაადგილებას ვითხოვთ, რომელიც საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელსაც შეუძლია და როდის და რა დროს, ეს მწვრთნელმა უნდა ასწავლო ფეხბურთელს. ამას ქვია სათამაშო ტაქტიკა და მისი ერთ-ერთი მიმართულება კონტრშეტევის სტილი. სხვას რომ თავი დავანებოთ, საჭირო დროს გაქცევა ხომ შეიძლება ასწავლოს მწვრთნელმა ფეხბურთელს?
ამისთანა ელემენტარულ რამეს თუ ვერ ანსხვავებთ, ჩვენი ფეხბურთელების დაბალ დონეზე და ვაისის ვარგისიანობაზე ნუ ვისაუბრებთ. ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ გქონდეს ძრავზე, სავალ ნაწილებზე, ჰიდრავლიკაზე და მანქანის ავკარგიანობაზე საუბრობდე, თან მტკიცებით ფორმაში.
თენგაბი
15:18 17-11-2020
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული