ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
ჩემი აზრით მაკედონიასთან მარცხისთვის განწირულები ვიყავით იმდენი წამყვანი ფეხბურთელი დაგვაკლდა მაკედონიის დონის გუნდთან უიმატოდ გაგვიჭირდებოდა მაგრამ მაინც შეიძლებოდა უკეთესი შემადგენლობის და ტაქტიიკის შერჩევა. სომხეთთან წაგება კი მთლად ვაისის კისერზეა ვერც შემადგენლობა შეარჩია ვერც ტაქტიკა. კაცი უკვე გადამდგარი იყო და დაიკიდებდა ამ თამაშს აბა რას იზამდა?! მაკედონიასთან ტამაშის მერე უნდა გაეშვათ აუცილებლად!
იაგო
18 ნოემბერი 2020 18:37
20
მეორე ტური ახლოვდება და რაღაც ხომ უნდა ეთქვა.ერთი კვირის თავზე აჯმკეთებს განცხადებას,მანამდე არ ეცალა-საქმეები,საქმეები.....
კახა ქ.
18 ნოემბერი 2020 18:37
4
ფუიი ეშმაკს.!!!!!!!!!!!!!!
Fu
18 ნოემბერი 2020 18:31
2
მშვენიერი და რაც მთავარია, დროული განცხადებაა (სულ რაღაც 6 დღეა გასული, პადუმაეშ). ანუ ახლა იმაზე ვნევრიულობ, მელიამ რომ უარი თქვა მეორე ტურზე. ანუ კი გაიმარჯვებს ლევალიკო მეორე ტურში, მაგრამ ტრუხა პარლამენტარაად დარჩება ბოლომდე. არადა, ანუ ვერაფერს დაუწუნებდი თავის დროზე ანუ როგორც ფერხბურთელას. გოლი რომ შეაგდო ხორვატიასთან, იმ გოლის გახსენებაც არ მოგინდება ამის შემყურე. ანუ ერთი ბოდიში რომ მოგეხადა რა იქნებოდა ლევან? ანუ, ანუ, ანუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ
სიმონა ანუ სიკო დოლიძე
18 ნოემბერი 2020 18:29
2
15 წელი გერმანიაში ნაცხოვრები კაცი ხარ.ნუთუ ვერ ისწავლე პროფესიონალიზმი და საქმისადმი სწორი მიდგომა?საძმოდ გადააქციე ფედეარაცია,იქეთ პარლამენტში შეძრომა გინდა კიდევ უნამუსოდ.შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვს კობი?ნუთუ ვერ ხვდები რომ რაც გულშემატკივრებში დამსახურებული პატივისცემა გაქვს მოპოვებული,სრულიად კარგავ და ზიზღში გადადის უკვე?15წელი გერმანული წესით ცზოვრება პატარა საქმე არაა,როგორც ფეხბურთელი უმაღლესი დონის პროფესიონალი იყავი და აქ რა დაგემართა?ქართული მენტალიტეტი ამუშავდა?ძალიან გაუცრუე ხალხს იმედი და შენს იმიჯს დიდი ზიანი მიაყენე,რასაც ვეღარ გამოისყიდი ვერაფრით,სულ ვერ იქნები მაგ პარლამენტში და კარგად ვერ დაასრულებ იცოდე.ხალხის პატივისცემას ვეღარ დაიბრუნებ.შენი დრო წასულია კობი...
Master
18 ნოემბერი 2020 18:24
4
კარგი ფეხბურთელი იყო არ ნიშნავს ავტომატურად კარგი მენეჯერი იყო, როგორც ჩანს ეს უკანასკნელი არ გამოგდის. ხალხი წლები უნდება და ბოლომდე მაინც ვერ სწავლობს როგორ უნდა მართოს ესა თუ ის ორგანიზაცია. ჩვენს ფედერაციაში ვინ არიან დანიშნულები, სულ ყველა ყოფილი ფეხბურთელები რომლებსაც კარიერაც კი არ ქონდათ უმეტესობას ნორმალური, საუბარი მაქვს მუნჯირზე, იაშვილზე, ცქიტიშვილზე და დანარჩენებზე კიდევ. მუნჯირს მოედანზე ეზარებოდა ხოლმე სირბილი და ეგ საქმეს გააკეთებს ?? გონებრივ და ინტელექტუალურ სამუშაოს გასწევს?? ეს ბანდა ჯერ ნაკრებში რომ თამაშობდა მაშინ დაგვმართეს ნერვოზი და ეხლა ფედერაციიდან გვიწამლავენ ცხოვრებას და იმდენს იზავენ ფეხბურთი საერთოდ საქართველოში ჰოკეის დონეზე დავა.
givi
18 ნოემბერი 2020 18:20
2
"არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი"
...
18 ნოემბერი 2020 18:19
0
საიტის რედაქციას!!! ქვემოთ დაწერილი კომენტარები ნათლად ასახავს გულშემატკივრის განწყობას გთხოვთ ჩვენი სახელით დააკოპიროთ ან დაბეჭდოთ და გადაუგზავნოთ ფედერაციას...თუ ამის შემდეგაც არ აიღებენ პასუხისმგებლობას არ გადადგებიან და ბოდიშს არ მოიხდიან ჩვენ უბრალოდ გვეცოდინება რომ შუბლის ძარღვი საბოლოოდ გაიწყვიტეს...
Talo
18 ნოემბერი 2020 18:12
2
წადი ძმაო შენს თანასწორ მელიას ეპაექრე, ფეხბურთს შეეშვით ეს კალაძის ბანდა, ზუსტად ნაცები ხართ რა, დორბლიან-მფორთხავი გამახსენდა და მისი გამოსვლები სამაჩაბლოს დაკარგვის შემდეგ, უბრალოდ თქვენ წაგება არ გიზეიმიათ, თორემ დამარცხება ყველას და ყველაფერს დააბრალეთ საკუთარი თავის გარდა, ბიუჯეტის ფული სად წავიდა, რას მოხმარდა 300 მილიონი, არ გინდათ თითოეული თეთრის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგინოთ? ჩვენი ფულია ეგ ძმა და არა შალკეს თუ ფრაიბურგის, მუმუ თუ გერასიმესი მით უმეტეს არა
llcl
18 ნოემბერი 2020 18:05
8
აუუ რა უყურებს ამას და ამის ფედერაციას კიდე რამდენიმე წელი... და მერე ამათ მოყვანილ მწვრთნელს და ამ ბევრ ინვალიდ ფეხბურთელს((
შექმენით ახალი გუნდი, 19-21 წლიანებში ბევრი ტალანტებია... ჩამოიყვანეთ BIELსA ლიდსიდან, გიჟია კარგ კონტეკსტში და ნახავთ ორ წელში გუნდს დიდ დონეზე და ბევრს დაანგრევენ ევროპის მომავალ ჩემპიონატზე და არა მარტო იქ!!

Geo
18 ნოემბერი 2020 17:47
2
სად არის ფეხბურთელები მითხარით.
gia
18 ნოემბერი 2020 18:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული