ლევან კობიაშვილმა მაკედონიასთან მარცხის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სპეციალური განცხადება გაავრცელა.

ჩვენ ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა
შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.

დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ."
მკითხველის კომენტარები / 83 /
უნამუსო ყოფილხარ კობიაშვილო
იკა
18 ნოემბერი 2020 13:57
3
ცოტა სინდის-ნამუსი რომ აწუხებდეს განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით უნდა გაეკეთებინა.
Me
18 ნოემბერი 2020 13:47
3
გადადექი
ლაშა
18 ნოემბერი 2020 13:41
2
გადადექი კი არა პასუხი აგოს. გაიგულავებენ, მილიონობით ხალხს ნერვებს დააწყვეტენ, თითონ ჯიბეებს და ყბებს კარგად დაისიებენ და მერე გადადექი არა? რა კარგია? თქვენი პატრონებიანად მოშორდით ამ ქვეყანას და პასუხი აგეთ ყველაფერზე. აი ეს არის პატიოსანი ხალხის ძახილი.
გვეყოფა ხალხს!
18 ნოემბერი 2020 20:57
0
ვაიმე რა ამომწურავი კომენტარი იყო კაცო.დავწყნარდი უკვე.ესტონეთს მოვიგებთ და გადაიჭრება კველაფერი
Ika 2301
18 ნოემბერი 2020 13:38
0
დაუჯერეთ!!!!
მენტალური მომზადების ცენტრი
18 ნოემბერი 2020 13:38
29
დიდება მის გამოჩენას!!! პომპეოს ელოდებოდა ეს დალოცვილი??? მოიცალა ფეხბურთისთვის როგორც იქნა... ეგრეა ორი კურდღლის მადევარ კაცს არაფერი რომ არ გამოსდისო არაა ახალი ამბავი სამწუხაროდ...
კობა
18 ნოემბერი 2020 13:38
2
მართალი ხარ!!! რა ჯანდაბად უნდა ეს პოლიტიკური თამაშაბი, ალბათ კალაძეს უარს ვერ ეუბნება, საკუთარიბანდა ჭირდება იმას პარლამენტში. მოდი შეეშვას ფეხბურთს და მიხედოს ამ პარლამენტს და პოლიტიკანობას
ზურა
18 ნოემბერი 2020 15:14
1
რა უნამუსო ხარ, მაგრად მიყვარდი როგორც ფეხბურთელი, მაგრამ შენ დანახვაზე გული მერევა უკვე. ნამუსი რო გქონოდა გადადგებოდი. ვის რათ უნდა შენი მადლობა როცა ფანევის 99% აზრი ფეხებზე გკიდიათ ფედერაციაში. სიტყვების რახუნში მაგარი ხარ საქმეში კი ჩასვრილი ხარ ბოლომდე. გაასაჯაროვეთ ვინ არიან ფედერაციის თანამშრომლები და რამდენი აქვთ ხელფასები
Tb
18 ნოემბერი 2020 13:31
3
"მადლობა ვლადიმირ ვაისს" - იმიტომ, რომ ვერ მოიგო ვერცერთი თამაში, ოფიციალურ ორ შესარჩევ ტურნირში, გარდა გიბრალტარისა.,პრინციპულად არ აკეთებდა შეცვლებს ოთხმოცდამეათე წუთამდე, იძახებდა მხოლოდ იმ ფეხბურთელებს რომელსაც უწერდნენ...
ბასა
18 ნოემბერი 2020 13:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული