
"ბილდის" ცნობით, "აინტრახტის" 33 წლის მეკარე კევინ ტრაპი ფორმაში არაა, ამიტომ არ შეიყვანეს გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2024-ის განაცხადში და მიზეზსაც განმარტავს.
"მიზეზი" კი მისი საცოლე, ბრაზილიელი სუპერმოდელი იზაბელ გულარია, რომელიც სექსუალურად შეპყრობილია და ტრაპს ფეხბურთზე კონცენტრირების საშუალებას არ აძლევს. კევინს უსაყვედურეს, რომ ვარჯიშებზე სათანადოდ არ ირჯება.
![Bild: სექსუალურად შეპყრობილმა მოდელმა გერმანელი მეკარის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/7537ce306a8a94f1d7b3ede66815369c.jpg)
ჟურნალისტების აზრით, 39 წლის გულარმა უარყოფითად იმოქმედა ტრაპის კარიერაზე. ის მას ასწავლის როგორ გადმოვიდეს მანქანიდან საჯარო ღონისძიებებზე მისვლისას, რათა კარგი სურათები გამოუვიდეთ.
![Bild: სექსუალურად შეპყრობილმა მოდელმა გერმანელი მეკარის კარიერაზე უარყოფითად იმოქმედა [PHOTO] Sportall.Ge](/pictures/artimages/original/d0e0619b3c1927eb94969955bf733986.jpg)
მათი ნიშნობა 2018 წელს შედგა, თუმცა ჯერაც არ დაქორწინებულან. "ჩვენ სექსით ხშირად ვართ დაკავებული", - გაამხილა Victoria’s Secret
-ის ყოფილმა მოდელმა.