საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა და განცდილი წარუმატებლობის გამო ბოდიში მოიხადა:
"მოგესალმებით ყველას. დასრულდა სანაკრებო შეხვედრები. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თითოეული თქვენგანის, ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობელი ადამიანების ოცნებების ასრულება, რის გამოც ბოდიშს გიხდით.
ასე ახლოს ამ მიზანთან არასდროს ვყოფილვართ, თუმცა არ გამოვიდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ჩვენი სჯეროდათ და ამ პერიოდში მიუხედავად ბევრი აკრძალვისა და შეზღუდვისა, მაინც ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ და უდიდესი მხარდაჭერა გვაჩვენეს".