ჯაბა კანკავამ მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საკუთარ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის. ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერმოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა.

12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის.
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა.

მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან. ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე, ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით.

ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა, ეს მძიმე პერიოდი, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენს ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა. განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის," - დაწერა ჯაბა კანკავამ.



მკითხველის კომენტარები / 33 /
ოქრიაშვილი არასდროს არ უნდა ათამაშო ნაკრებში
kaxa
20 ნოემბერი 2020 16:03
4
Erts vityvi da nagds-yvelaze chasvrili vaisi iyo..bichebi vabshe ver daqoqa,golamdec da merec
Levani
20 ნოემბერი 2020 15:49
2
რათუნდოდა ძმაო ამათ ვინმეს დაქოქვა პროფესიონალი ფეხბურთელებივართო რო გაიძახიან განა არ იცოდენ რა თამაში იყო ან სომხეთან რა აკეათეს..... ჩემი აზრით ამათ მოტივაცია არ აკლდათ პირიქით ძაან გადამწვარები გამოვიდნენ მარა ყველაზე დიდი პრობლემა ისაა რო მეტი არ შეუძლიათ ძმაო ამათ ამათი მაქსიმუმი ეგ იყო მორჩა და გათავდა
qutaiseli
20 ნოემბერი 2020 17:13
1
ჯაბაა კანკავაა არი პირველ რიგში ადამიანი მისაბაძი ყველასთვის თუ როგორი უნდა იყოს შვილი მეგობარი ადამიანი სპორცმენი თავის საქმის ერთგული სისხლის ბოლო წვეთამდე მე არ მახსოვს 95 ჩატარებული მატჩიდან ნაკრებში ჯაბას უჯიგრო თამაში ან თავდადებით არ ეთამაშა ან სულაც თამაში რომ არ წაავლოდა ბოლომდე იბრძვის მისი ქვეყნის მისი გუნდისთვის ეს არი ადამიანი რომელიც ძალიაან დასაფასებელია ჯაბააა ძალიაან გთხოვ სადამდეც შეხლებ ესე ვაჟკაცურად ბოლომდე დახარჯვას მინდორზე იქამდე ითამაშე რო ბავშვებმა ნახონ რა არი ერთგულება და დავდადება მინდორზე მადლობა ამდენი წელი ესე თავდაუზოგავად რომ იბრძვი შენი ქვეყნის წარმატებისთვის
11
20 ნოემბერი 2020 15:33
6
ნეტა მომდევნო შესარჩევშიც 12 ნოემბერს არ დააბრალოთ,ფსიქოლოგიური დარტყმები და რამე..
მამუკა
20 ნოემბერი 2020 15:15
5
საქართველოს ნაკრებში ჯაბა ბევრი კარგი თამაში ჩაგიტარებია. მიუხედავად ამისა, არის ეგეთი გამოთქმა "პარაჟენეცის მენტალიტეტი". სამუწუხაროდ ჩვენს ნაკრებს ჭირს ზუსტათ ეგ. მენტალიტეტში გვაქვს უკვე გამჯდარი რომ თამაშის მსვლელობაში თუ რამი ისე არ წავიდა როგორც ჩვენს მონახაზში იჯდა, ის თამაში უნდა წავაგოთ, არააქვს მნიშვნელობა გერმანიას ვეთამაშებით თუ მაკედონიას. ზუსტად ამ დროს უნდა აიღოს თავის თავზე გუნდის კაპიტანმა გუნდის მოტივირება.
ალეკო
20 ნოემბერი 2020 14:54
1
"პარაჟენეცი" რომ დაწერე, უფრო "პრადვინუტი" ხარ? :) დამარცხებულის მენტალიტეტი ჰქვიას.
r7
20 ნოემბერი 2020 18:49
1
ნაკებიდან სასწრაფოდ უნდა წავიდნენ კანკავა ლორია ცისარტყელა კაშია ოქრიაშვილი და ყაზაიშვილი,ესენი ცუდი მაგალითები არიან ახსლგაზრდებისთვის და ხელისშემშლელები..არ შეიძლება ამათი ყოფნა ნაკრებში
jako
20 ნოემბერი 2020 14:25
34
მე არავის ადვოკატი არ ვარ მარა, ლორიაზე უკეთესს ვის აყენებ კარებში? მაკარიძეს? მაკარიძე ცუდი მეკარე არარის მაგრამ ლორიას დონის მართლა არარის!
დავითი
20 ნოემბერი 2020 17:04
4
გუნდის სრული შემადგენლობა (მწვრთნელებიან-მოთამაშებიანებად) ხართ არაპროფესიონალები...მსოფლიოში უამრავი ფაქტია,როცა წაგების შემდეგ გუნდები გამოსულან და დაუგლეჯიათ შემდეგ მატჩებში...თქვენ კი ორივე თამაშში მაგრად "ჩაისვარეთ"...მჯერა ქართული ფეხბურთი როდისღაც გაიხარებს,მაგრამ არა თქვენთან ერთად...
ზურა
20 ნოემბერი 2020 14:21
4
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელზეც ცუდი არავინ არ უნდა თქვას რომელიც მოედანზე გადის და რაც შეუძლია აკეთებს ჩანს რომ ბოლომდე იხარჯება მადლობა მას ამისთვის მამდვილი კაპიტანია
Tazo
20 ნოემბერი 2020 14:19
4
ძალიან დაგვწყიტა გული ყველა გულშემატკივარს მაკედონიასთან მარცხმა, ეს ოცნების ახთენის თამაში იყო, რომელსაც დიდი ხანია ველით, სამი დღე არ შევსულვარ არცერთ მედიაში. ვიცოდი რომ უამრავი კრიტიკა დაიწერებოდა ნაკრების მიმართ. დამსახურებულიც და დაუმსახურებულიც. რამდენად დამძიმებული მქონდა მე და არა მარტო მე გული, ათმაგათ უფრო მეტს განიცდიდენ ჩვენი ბიჭები ამ მარცხს. ამ ბიჭებმა უამრავი დადებითი ემოცია გვაჩუქეს, და დარწმუნებული ვარ ჩვენზე უფრო მეტად უნდოდათ გამარჯვება, და ამით ისტორიაში შესვლა. მადლობა მინდა უთხრა ყველას ყოველი გამარჯვებისთვის. მჯერა რომ არაერთხელ გაგვახარებთ კიდევ. უამრავი მიზეზიც არსებობს წაგების, უბრალოდ ფორტუნამაც გვაქცია ზურგი. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ თა ყველა თქვენი წარმატება იქნება ჩვენი სიხარული. შეუძლებელი არაფერია. ამ ციკლმა გვანახა რომ შეიძლება ნებისმიერ ნაკრებთან თამაში და წარმატების მიღწევა. თავდადება, მონდომებაა ძალისხმევა პლუს ფარტუნა და ველით თქვენს თამაშებს ყატარში
მერაბ1970
20 ნოემბერი 2020 14:15
9
ჯაბუნა ჯიგარი ხარ
qutaiseli
20 ნოემბერი 2020 14:00
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული