ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა და განცდილი წარუმატებლობის გამო ბოდიში მოიხადა:

"მოგესალმებით ყველას. დასრულდა სანაკრებო შეხვედრები. სამწუხაროდ, ვერ შევძელით თითოეული თქვენგანის, ჩვენი, ჩვენი ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობელი ადამიანების ოცნებების ასრულება, რის გამოც ბოდიშს გიხდით.

ასე ახლოს ამ მიზანთან არასდროს ვყოფილვართ, თუმცა არ გამოვიდა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ გულშემატკივარს, რომელთაც ჩვენი სჯეროდათ და ამ პერიოდში მიუხედავად ბევრი აკრძალვისა და შეზღუდვისა, მაინც ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ და უდიდესი მხარდაჭერა გვაჩვენეს".

მკითხველის კომენტარები / 11 /
ბოდიში თქვენთან გაუფერულდა და აღარა აქ მაგ სიტყვას იმხელა ემოცია და დატვირთვა! 30 წელი ბოდიში მე არ გამიგია! სამოყვარულო დონეა უკვე კაი ხანია! ნავალოვსკი ყველაზე ბევრს დარბოდა და ცდილობდა , შეცდომებს უშვებს მაგრამ , არ აქტიურობს და ძინავსო ნამდვილად ვერ იტყვი, სულ იბრძვის!!!/ კანკავაზე ადრე დავწერე კაი ფეხბურთელია მაგრამ მაგნაირო სიტუვაძუნწი ადამიანი კაპიტნის სამკლავურს არ იმსახურებსთქო და დისლაიქებით ამომტენეს! კაცი ერთ ინტერვიუს არ ჩაწერს , ერთ გადაცემაშიც კი არ მყავს ნანახი, ან გულშემატკივარს მიმართოს ან პრესკოფერანციაზე მივიდეს და თქვას რა ხდება გუნდში , ნუ რავიცი კაპიტანი რიღასი კაპიტანია მაშინ ვეღარ გავიგე.
Vasili
12:32 20-11-2020
2
ნავალოვსკი ბევრისგან განსხვავებით მართლა შუაზე იხეოდა და აქტიურობდა
giorgi
11:04 20-11-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული