ჯაბა კანკავამ მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ საკუთარ "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ქართველ გულშემატკივარს მიმართა.

"ყველას გააზრებული ჰქონდა, რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან. პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები, როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის. ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული. ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერმოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა.

12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა. ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის.
ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცხმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა.

მესმის იმ ადამიანებისაც, ვინც საუბრობს, რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან. ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე, ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით.

ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა, ეს მძიმე პერიოდი, როგორც ჩვენთვის, ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი, რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენს ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა. განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის," - დაწერა ჯაბა კანკავამ.



მკითხველის კომენტარები / 33 /
კაპიტანო დიდი პატივისცემით გიწოდებ ამას. მაგრამ მეორე საკითხია თუ როგირ შეხვდით ამ უმნიშვნელოვანეს დღეს მოუმზადებელი საეტთიდ წაშლილები იყავით ზოგი წონას უჩივოდით ზოგმა კი პრაკტიკას მითხარი თთთ. ეგრე შორს წახვალთ არავის მოეწონათ თქვენი თამაში იძახი ანდენიხანი ველოდით ამ დღეს მერე რა. კაპიტანიხარ და იქნები მუდამ მაგრამ უნდა მოთხოვო ყველას საზიზღრულად ითამაშეს სომხების სალაპარაკო გაგვხადეთ სირცხვილია.
ლაშა
20 ნოემბერი 2020 13:45
1
გეტყობათ, თქვენი უმაღლესი წერტილი თუ ეგ არის მაშინ ნუ მოდიხართ ნაკრებში, რადგან ეგ სომხეთის დასამარცხებლად საკმარისი არ არის, აღარაფერს ვამბობ მაკედონიაზე, არ შემდგარი ფეხბურთელები ხართ
გიორგი დაშნიანი
20 ნოემბერი 2020 13:39
4
ნეტა ყველა შენ და თორნიკესნაირინიყოს
ზიზ
20 ნოემბერი 2020 13:39
10
ჩემი გადასაწყვეტი,რომ იყოს ამ ნაკრებიდან, ვინც ბოლო თამაშები ითამაშა მარტო ლობჟანიძეს კვეკვესკირს კანკავას გრიგალავას და ზურიკოს დავტოვებდი, ამათ პლუს ჩაკვე კვარა კიტე შენგელია ნინუა დაემატებიან და კიდევ გამოჩნდებიან ახალგაზრდები.
გოგა
20 ნოემბერი 2020 13:32
14
ხო, გრიგალავა დატოვე თავის 10 კილო ზედმატი წონით. რო დარბის ღიპი რომ ცალკე უთანთალებს და საჯდომი ცალკე.
დავითი
20 ნოემბერი 2020 17:08
1
ჩემი გადასაწყვეტი,რომ იყოს ამ ნაკრებიდან, ვინც ბოლო თამაშები ითამაშა მარტო ლობჟანიძეს კვეკვესკირს კანკავას გრიგალავას და ზურიკოს დავტოვებდი, ამათ პლუს ჩაკვე კვარა კიტე შენგელია ნინუა დაემატებიან და კიდევ გამოჩნდებიან ახალგაზრდები.
გოგა
20 ნოემბერი 2020 13:32
10
რესურსი არის და მისი გამოყენების მცოდნე მწვრთნელი გჭირდებათ და კიდევ - ყველაზე მეტად თქვენი წაგება ფსიქოლოგიურად არასაკმარისად მომზადების ბრალი იყო!
Guja Kakhadze
20 ნოემბერი 2020 13:18
3
ეს ბიჭები ძალიან მიყვარს. მე არ მახსენდება ფაქტი რომ რომელიმეს ნაკრებში ჩამოსვლა დაზარებოდა ან კონფლიქტი მოეწყო, რასაც წინა ნაკრებზე ვერ ვიტყვი, იგივე ოქრი ჯაბა ვაკო ყოველთვის გულით თამაშობენ იგივე ჯანო ჩაკვე მჭედლიძე, ბევრჯერ ჩამოსულან ტრამვირებულები ან ნაკრებში მიუღიათ ტრამვა და არასდროს დაუწუწუნიათ. მე ამის გამოც გაფასებთ, და ყოველთვის გვერდში დავუდგები, არასდროს საგინებელი სიყტვა არ წამომცდენია. რა ქნან რა შესაძლებლობებიც აქვთ იმას თამაშობენ, იმიტო თამაშობს 37 წლის პანდევი ჯენოაში რომ 28 წლის კაჭარავაზე უკეთესი თავდამსხმელია. ჩვენ ჯანოს კიტეს კვარას და ჩაკვეს გარეშე ვითამაშეთ აბა აიღეთ რეალი ბენზემას რონალდოს რამოსის და კროოსის და მოდრიჩის გარეშე შეძლებდა 3 ჯერ ლიგის მოგებას ? ვერა ხო და რაღა ჩვენ უნდა შევძლოთ შეუძლებელი.
Semi
20 ნოემბერი 2020 13:12
5
Jabastan kitxvebi ar maqvs..ubralod codvaa tobolistvis..karieris bolo 2-3weli sadme ro gadasuliyo uketes ligashi-axali garemo da motivacia mistvisac da nakrebistvisac kai iqneboda.
Levani
20 ნოემბერი 2020 13:12
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული