სერხიო ბატისტა: მზად ვარ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და მოგვიანებით, მწვრთნელმა სერხიო ბატისტამ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მზად არის საქართველოს ნაკრების ჩასაბარებლად.

"ჯგუფში, რომელიშიც საქართველოს ნაკრები მოხვდა, ყველაზე ძლიერი მეტოქე, რა თქმა უნდა, ესპანეთია, ხოლო დანარჩენები ერთი დონის გუნდები არიან.

საქართველო რთულ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.

მზად ვარ ჩამოვიდე საქართველოში და ეროვნული ნაკრები მაღალი დონის შემტევ, სანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარ და ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვაყალიბო,"- განაცხადა ბატისტამ.

58 წლის ბატისტამ სამწვრთნელო კარიერა 2000 წელს ურუგვაულ კლუბ "ბელა ვისტაში" დაიწყო.
შემდეგ იყო "არგენტინოს ხუნიორსი", "გოდოი კრუსი", არგენტინის ოლიმპიური ნაკრები, რომელთან ერთადაც 2008 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა(ერთადერთი ტიტული სამწვრთნელო დონეზე), არგენტინის ნაკრები, "შანხაი შენხუა" და ბოლოს საფეხბურთო კლუბი "ყატარი".






მკითხველის კომენტარები / 82 /
მწვრთნელი უნდა იყოს იაპონელი, ვინმე კამიკაძის შთამომავალი.. ;)
ქუთაისელი
17 იანვარი 2021 16:13
2
ბატისტას ფოლკერ ფინკე ჯობია
gogia
17 იანვარი 2021 16:06
1
მთავარ მწვრთნელს უნდა ქონდეს მაქსიმუმ 10 ათასი ხელფასი (სხვანაირად ისედაც არ გამოვა). თუ მიაღწევს შედეგს მაშინ უნდა იყოს ძალიან დიდი ბონუსები. აძლევენ მილიონებს და შედეგი იგივეა რასაც საერთოდ უმწვრთნელო გუნდი იზამდა
ზვიადი
17 იანვარი 2021 15:54
1
40 წლის გულშემატკივარი ვარ და თუ ბატისტა ლეგენდარული იყო ან მწვრთნელი და ან ფეხბურთელი არ მეგონა.. მიუხედავად ამისა შეიძლება ზუსტად ჩვენ გამოგვადგენს, წინასწარ ვერავინ იტყვის... რა უკვე იყო შეთავაზება?.. რატოა ყველაფერი ასე გასაიდუმლებული, მწვრთნელის საკითხზე უშიშროება მუსაობს?? :)
კახაკ
17 იანვარი 2021 15:45
6
კალაძემ თუ 2-ჯერ ლიგა მოიგო და ლეგენდაა, ეს კაცი მსოფლიოს ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია და რატო არაა ლეგენდა? არგენტინული წონა ჩამოუვარდება ქართულს?
Irakli Apkhaidze
18 იანვარი 2021 14:45
0
დანიშვნამდე, გარიგების პირობები, რომ არ გაიგოს ხალხმა.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
17 იანვარი 2021 23:51
0
ეს ვინ ჯანდაბა? არგენტინაში ნორმალური მწვრთნელი ვერ იპოვეს რომ მესის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონი გახადონ და ჩვენ რათ გვინდა?
dat
17 იანვარი 2021 15:28
6
რის ბატისტა, რა ბატისტა.როდის ეგ " ქართულს" ისწავლის. არგენტინიდან იფრენს ყოველდღე.საქართველოს ჩემპიონატს დაესწრება თუ არგენტინაში სავსეა ქართველები და იქ დააკვირდება და ა.შ. არაპროფესიონალების და უცოდინარობის დოღია. ერთი ვაისი გაერკვა ქართულ მენტალიტეტში და მეორე ეგ გაერკვევა
გრიგოლი1408
17 იანვარი 2021 15:24
4
მენტალიტეტში გასარკვევად კი არ ჩამოდის, ფულის გასაკეთებლად ჩამოდის.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
17 იანვარი 2021 23:49
0
უცხოელი თუ ჩამოგყავს უნდა ჩამოიყვანო სერიოზული მწვრთნელი, ასეთებს კი ისევ ქართველი მწვრთნელი ჯობია
gio
17 იანვარი 2021 15:15
6
ქართველები მოდაში არ არის.
ფეხბურთის გულშემატკივარი.
17 იანვარი 2021 23:47
0
სერხიო ბრატ ჩევენ ფული ბევრი არ გვაქ და რას ითხოვ ? რა მიზანი გაქ საქართველოში ? ფულის მოჭრა ? აბა მეტი შანსი არაფრისაა.
dato
17 იანვარი 2021 15:09
3
არაფრის გამკეთებელი არ არის!!!!!!
buba
17 იანვარი 2021 14:55
3
კაი ვარიანტია თუ არ მოითხოვა ,,იოთუს ბირ" :))
Irakli Apkhaidze
17 იანვარი 2021 14:45
25

სიახლეები პოპულარული