საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ფრანგი სპეციალისტი - ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. 43 წლის ვილი სანიოლი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე 15 თებერვალს დაამტკიცა. ვილი სანიოლის დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2021 წლის 25 მარტს შედგება.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი საფეხბურთო კარიერის დროს საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006) და კონფედერაციის თასის ორგზის გამარჯვებული გახდა (2001, 2003).

ვილი სანიოლმა მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში უეფას ჩემპიონთა
ლიგა (2001) და გერმანიის ჩემპიონის ტიტული ხუთჯერ (2001, 2003, 2005, 2006, 2008) მოიგო. ფრანგი სპეციალისტი 2011-13 წლებში საფრანგეთის ნაკრების ტექნიკური დირექტორის პოსტს იკავებდა. 2013-14 წლებში საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. ვილი სანიოლმა მწვრთნელის რანგში საკლუბო კარიერა დაიწყო და 2014-16 წლებში ფრანგულ "ბორდოს" ხელმძღვანელობდა.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "საქართველოს ნაკრებს ვილი სანიოლი უხელმძღვანელებს. ისეთი მთავარი მწვრთნელის მოძიება, რომელიც ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ ეს პროცესი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდა.

ვილი სანიოლს ძალიან წარმატებული საფეხბურთო კარიერა ჰქონდა, რაც ვფიქრობ, რომ ნაკრების მოთამაშეებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩვენი გუნდის მომავალ მთავარ მწვრთნელს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში არაერთხელ დაუმტკიცებია.

აქტიური საფეხბურთო კარიერის შემდეგ სანიოლი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორის პოსტზე მუშაობდა. ასევე მწვრთნელის რანგში წარმატებულად უმუშავია საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში და საფეხბურთო კლუბ "ბორდოში". მიუნხენის "ბაიერნში" კი იგი კარლო ანჩელოტის თანაშემწე გახლდათ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ მისი საფეხბურთო ფილოსოფია და თამაშის სტილი ძალიან ახლოს დგას ჩვენს ფეხბურთთან. გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ვილი სანიოლი ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელია, რომელსაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მოლაპარაკების პროცესში მომავალი მთავარი მწვრთნელი სრულად გაეცნო ინფორმაციას ჩვენი გუნდის შესახებ. მან ნახა საქართველოს ეროვნული ნაკრების მონაწილეობით მატჩები და ამ ყველაფრის საფუძველზე ვილი სანიოლს სჯერა ამ გუნდის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოს ნაკრების პოტენციალის გაცნობის შემდეგ მიიღო მან თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ბევრი მიმართულებით ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს დაემთხვა.

ფეხბურთის ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთავარ მწვრთნელთან შედეგზე ორიენტირებული ხელშეკრულება გაფორმდა. ნაკრებში ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით კონკრეტული მიზნების მიღწევის შემთხვევაში, უკვე არსებულ ორწლიან კონტრაქტს კიდევ ორწლიანი თანამშრომლობა დაემატება".

ვილი სანიოლის სამწვრთნელო კარიერა

2011-13 | საფრანგეთის ნაკრები (ტექნიკური დირექტორი)
2013-14 | საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრები (მთავარი მწვრთნელი)
2014-16 | "ბორდო" (მთავარი მწვრთნელი)
2017 | მიუნხენის "ბაიერნი" (მწვრთნელის ასისტენტი)

ვილი სანიოლის საფეხბურთო კარიერა


2000-08 | საფრანგეთის ნაკრები (58)

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2006), კონფედერაციის თასის ჩემპიონი (2001, 2003).

1995-97 | "სენტ ეტიენი"
1997-2000 | "მონაკო"

საფრანგეთის სუპერთასი (1997), საფრანგეთის ჩემპიონი (2000)

2000-09 | მიუნხენის "ბაიერნი"

უეფას ჩემპიონთა ლიგის მფლობელი (2001), საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი (2001), გერმანიის ბუნდესლიგის ჩემპიონი (2001, 2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის თასის მფლობელი (2003, 2005, 2006, 2008), გერმანიის ლიგის თასი (2001).

GFF.GE

მკითხველის კომენტარები / 90 /
Ეჰ ვილი, რო იცოდე რა გამოცდილება გელის.
Ლუკა
16 თებერვალი 2021 12:25
0
ლანძღვა გინება არაა საჭირო, ოპტიმისტურად განვეწყოთ, რატომღაც მგონია, რომ ნორმალურ ფეხბურთს ათამაშებს ნაკრებს, მომთხოვნიც ჩანს, გამოცდილებაც აქვს, ჩვენც გვერდით დავუდგეთ. ბევრი არ დათანხმდებოდა საქართველოს ნაკრებს უხემძღვანელოს.
x.x
16 თებერვალი 2021 11:45
1
პრო ლიცენზიის მქონე,ტექნიკურ დირექტორად ნამუშევარი საფრანგეთის ეროვნულში.საფრანგეთის ახალგაზრდულში და ბორდოში მწვრთნელი.ბაიერნის მეორე მწვრთნელი ვერანაირად ვერ იქნება დაბალი დონის სპეციალისტი.დაწყნარდით ხალხნო და წარმატებები უსურვეთ.ასეთი ახალგაზრდა,შედარებით გამოუცდელი და მოტივაციით სავსე მწვრთნელი ჯერ არ გვყოლია.იქნებ ასეთმა გაამართლოს,რას ქილიკობთ.დარწმუნებული ვარ ვაისზე გაცილებით მონდომებული,მკაცრი და მოტივაციით სავსე იქნება.
Master
16 თებერვალი 2021 11:39
1
საფრანგეთი 21 2013-2014. 21 თამაში, 15 მოგება 2 ფრე 2 წაგება. ამის მერე ბორდო 88 თამაში მთავრი მწვრთნელი, 40 მოგება. შემდეგ ანჩელოტის ასისტეტნი 2 წლის განმავლობაში. ჩემი აზრით ძალიან კაგი გამოცდილება უმაგრებს ამ ადამიანს ზურგს. მშვენიერი კანდიდატია და ძალიან დიდი იმედი მაქვს ნაკრებშიც და ასაკობრივ ნაკრებებშიც გაატარებს თავის ხაზს და სულ სხვა თამაშის სტილს შემოიტანს. მთავარია ბიჭებს ქონდეთ გუნდებში სათამაშო პრაქტიკა და ნელნელა გადავიდნენ ევროპულ ჩემპიონატებში. წარმატებები საქართველოს, წარმატებები ვილის
DAVE
16 თებერვალი 2021 11:01
2
97 თამაში: 41 მოგება, 28 ფრე, 26 წაგება
მოგების % - 42.27.ესაა მისი სტატისტიკა როგორც მწვრთნელის.ორი წელი კიდე არ ყოფილა ანჩელოტის თანაშემწე სულ რამდენიმე თვე იმუშავა.
თემო
16 თებერვალი 2021 13:06
1
თუ ესეთი კარფგი სპეციალისტია 5 წელი რატო არავინ იწვევდა?სახელი მითუმეტეს როგორც ფეხბურთელს განთქმული აქვს მთელ მსოფლიოში.
bako
16 თებერვალი 2021 12:11
4
ამას ისევ ვაისი ჯობდა, აგერ ნახავთ თუ ასე არ ვიტყვით მალე.
jjj
16 თებერვალი 2021 10:47
17
ვერ გავიგე რა საჭიროა ამ ეტაპზე უცხოელი მწვრთნელი, ტოპმიოლერი და კუპერი ამას ჯიბეში ჩაისვამდნენ, მაგრამ რა შედეგიც დადეს ყველამ ვნახეთ. ეგეც მათსავით ჩაიჯიბავს ფულს და "მერსი"-საც არ გვეტყვის პირდაპირ "ორევუარ"-ით დაგვემშვიდობა.
დათო
16 თებერვალი 2021 10:33
5
წარმატებებს ვუსურვებ რა თქმა უნდა, თუმცა ძნელია მის შესაძლებლობებზე საუბარი, როგორც ვხვდები მილტონ ჰეიგივით ესეც აქ უნდა გაიზარსოს მწვრთნელად, შეიძლება გაამართლოს არ ვიცი ნამდვილად, თუმცა მე დევდარიანს დავნიშნავდი, ჯერ ერთი ცუდი მწვრთნელი ნამდვილად არაა, მეორეც გულიანი და კარგი ადამიანია, მესამეც თავზე ვერავინ დააჯდება, მომთხოვნია, ბოლოს ამ ყველაფრის გათვალისწინებით ის ხელფასი რაც სანიოლმა უნდა აიღოს აეღო ქართველს, 2-3 ოჯახი გაიმართებოდა წელში ამ ქვეყანაში (თუ ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს საერთოდ)
zviads
16 თებერვალი 2021 10:27
3
Vaisze chemi azri maqvs-vaisi iyo zarmaci kaci,romelsac gundshi schirdeboda wynari garemo..amitom misma gamocdilma tvalma kargad hsenishna ro oqristan unda hqonoda kai urtiertoba da kashiastan(gasaxdelis liderebtan)
Sastavs kide federacia ki ara 3 asistenti ro yavda imattan atanxmebda da mowinaagmdegis sheswavlazec imat apaxavebda-ase rom dziritadi shemadgenloba ase tu ise normaluri iyo sul(makedoniis garda-xocho skamze,kashia dziritadshi)
Ai roca shecvlebze midgeboda saqme-sadac gamocdilma mwvrtnelma uceb unda tavshi daalagos-rogor shecvalos tamashi-amis gonze ar iyo.. Tipma 5 weli erti kai shecvla ver gaaketa.imizezebda skamze ara myavs uketesio..uketesze ki ar aris shecvla-skamze uketesi grandebsac ara hyavs(uketesi vincaaa dziritadshia) shecvlit gunds emateba dasvenebuli-sxva stilis fexburteli,icvleba taqtika da a.sh.
Shecvlebit midzinebul tamashshi mwvrtnelebi cecxls anteben..es kide gaiyvanda qvilitaias shemoiyvanda igive centrforvard kacharavas.. An gaiyvanda shengelias,shemoiyvanda saba lobjanidzes..
Chinelebi mainc viyot vifiqrebdi saxeze ver gvarchevs da amistvis yvela ertiatqo
Levani
16 თებერვალი 2021 10:16
0
ჩემი ნება, რომ იყოს ჩავაბარებდი ამ ღვაწლმოსილ, ამაგდარ და ჭირნახულ კაცს ფეხბურთსაც, რაგსაც, მმკლავჭიდსაც, შიდაობასაც, ძიუდოსაც და ყველაფერს, სადაც კი პრობლემა გვაქვს და ერთმანეთს ვესვრით თუ ვურტყამთ. ჰო, არ დამავიწყდეს - ჩავაბარებდი პარლამენტსაც, მიმისტრთა კაბინეტსაც, უზენაეს სასამართლოს და შეიძლება პრეზიდენტადაც ამერჩია.

ვეტყოდი, აი ძია კაცო მაქედან გვიხელმძღვანელე, დისტანციურ-ონლაინ რეჟიმში (მუდმივად არა, სმარტ მართვებიც ეყოფა), სდა თუ ჩამოხვალ თამადაც იყავი ქართულ სუფრებზე.

სხვა ფუნქციებსაც მოგიძებნით, აი ხალხს დავეკითხეოთ და ეროვნული საქმეების მეტი რა იქნება გასაკეთებელი.
alibaba
16 თებერვალი 2021 09:36
10
მარტო სანიოლი რას გვიშველის ერთი 5 ფეხბურთელიც რო მოაყვანინათ საფრანგეთიდან იქნებ ვირბინოთ მაინც.
777
16 თებერვალი 2021 09:32
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული