ცნობილი გახდა, ვინ იქნებიან ვილი სანიოლის ასისტენტები საქართველოს ნაკრებში

AutoSharing Option
Postv-ზე გეგი კიკაბიძის სპორტული გადაცემის სტუმარი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი გახლდათ, რომელმაც ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი ვილი სანიოლის ასისტენტების შესახებ ისაუბრა.

"სანიოლს მხოლოდ ერთი ასისტენტი ჩამოჰყავს, ტუნისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ადელ შედლი. მის შტაბში იქნება ზურაბ ხიზანიშვილი. ნაკრებში დიდი ხანია არიან და მუშაობას განაგრძობენ მეკარეების მწვრთნელი დავით გვარამაძე და ანალიტიკოსი ირაკლი ჩიტაური. გასარკვევი არის მხოლოდ ფიზმომზადების მწვრთნელის საკითხი და ის სანიოლის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გადაწყდება. ჩვენ უკვე შერჩეული გვყავს რამოდენიმე კანდიდატი, მწვრთნელთან ერთად განვიხილავთ ამ საკითხს და გადავწყვეტთ", - თქვა
იაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
წარმატებები საქრთველოს ეროვნულ ნაკრებს და შესაბამისად ვილი სანიოლს!!!მე ძალიან დიდი იმედი მაქვს,რომ სწორედ მისი მწვრთნელობისას ფორმის პიკში ვიქნებით და ნებისმიერი ნაკრებისთვის საშიში და უხერხული მეტოქე.ვილი გონიერი ადამიანია და მჯერა გონებით და პროფესიანალიზმით მიუდგება ჩვენ გასაჭირს და გვათამაშებს ღირსეულ ფეხბურთს!!!!!!!
ჯემალ გაგნიძე
20 თებერვალი 2021 23:37
0
მე აქმდეც დიდი ოპტიმიზმით არ ვუყურებდი შესარჩევის დაწყებას მარა ახლა უკვე მეშინია ისეთი სამწვრთნელო შტაბი გვყავს.DD
hhh
21 თებერვალი 2021 11:28
0
დავაი წავიდა მაყუთის მოღუნვა,რავა ყველა საქართველოს ხედავს ფულის მჭრელ დაზგად,თუმცა სხვასთან რაგინდა აქაურები უარესებია
დემეტრე
21 თებერვალი 2021 03:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული