გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
არაა სწორი ასეთ დროს აკრიტიკო ახალგაზრდა კაცი. მიიღო პატრიოტული
გადაწყვეტილება და მორჩა. აღარ უნდა ეხლა ამას ბოდიალი - უკრაინაში არ ათამაშებდნენ და ამიტომო. მოდის და მორჩა ! შენი შვილია
და მოეფერე საქართველო. მკვდარია მანდ სხვა ბაზარი.
ჯეკო
23 თებერვალი 2021 02:59
0
ერთი მხრივ მართალი ხარ ჯეკო
მაგრამ მაინც მიკვირს
ბაბუა მაინცადამაინც უნდა გარდაცვლილიყო შვილიშვილს რაღაც გადაწყვეტილება, რომ მიეღო, რა სანამ ცოცხალი იყო არ იცოდა ბაბუას აზრი?
რატომ გვიყვარს ქართველებს უკიდურესობამდე სიტუაციის მიყვანა და მერე გამოსავალის ძიება.

ახლა ორმაგად და სამმაგად მოუწევს ბრძოლა, თორემ ხომ იცი პირველივე ფეხის დაცდენაზე წამოაძახებენ, სანამ უკრაინელებმა არ დაგახვევინეს არ გინდოდაო.

სხვა აზრი
23 თებერვალი 2021 09:59
3
ხოოო, კარგია, სწორეა, ყველა ქართველი საქართველოსთვის უნდა იხარჯებოდეს, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცოტა სკეპტიკურად (უფრო სწორედ გაბრაზებულად) ვარ განწყობილი, სანამ კიევის დინამოში იყო და უკრაინელები მის პერსპექტიულობაზე ლაპარაკობდნენ, საქართველოს ნაკრებში თამაშზე უარს ამბობდა და უკრაინისკენ იხრებოდა, ეხლა როდესაც ვერ გამოიჩინა თავი და დინამოდან ვორსლაში გაუშვეს საქართველოს ნაკრებშიც მოუნდა, თან ცოტა არ იყოს სასაცილო მიზეზით, ბაბუას უნდოდა თურმე :) მთავარია შენ გინდოდეს მეგობარო!
გისურვებ დაიმსახურო საქართველოს ნაკრებში თამაში, როგორც სათამაშო ფორმით, ისე პიროვნულად!
წარმატებები და კეთილი სურვილები
გიორგი
22 თებერვალი 2021 22:52
8
... კარგი გენი და ჯიში ჰქონია ნამდვილად!!! დიდი ქართველი ყოფილა ბაბუამისი, აღსრულების დროს ეს რომ დაიბარა!!! უფალმა განუსვენოს მისი სული!!! ფილმი ,, ფესვები” გამახსენდა და მთელ ტანშო მაჟრიალებს, თუ როგორი დიდი პასუხისმგებლობაა დაიბადო ქართველად!!!
დათო
22 თებერვალი 2021 23:24
2
... მადლობა მეგობარო!!! წიტაიშვილი იყო , თუ დედის მხრიდან ბაბუაა???!!! სახელი და გვარი ამ დიდი ქართველის თუ შეიძლება დაწეროთ!!! მადლობა!!!
დათო
23 თებერვალი 2021 00:23
0
კვარაცხელია იყო ,დედა ყავს კვარაცხელია.
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:39
0
ყველა გამოხმაურება
აბა რა.. მიდით ლომებო...საქართველოსთვის!!!..მისი დიდებისთვის!... ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო!!!!!
ჯიმა
22 თებერვალი 2021 22:52
0
ბევრი და ბევრზე აქვს დასამტკიცებელი გიორგის, როგორც აქ, ისე უკრაინაში. მგონია თავს არ დაზოგავს და ეს კარგია საერთო საქმისთვის. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს, პაპის გარდაცვალების გამო.
100%
23 თებერვალი 2021 07:42
0
აი ბაბუამისი ყოფილა კაცი ღმერთმა გაანათლოს მისი სული ძალიანნდიდი პატივისცემა ორივეს
KA
23 თებერვალი 2021 01:54
0
ყველას გაუმარჯოს ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში უნდა და ვისი გულიც ქართულად ძგერს! წარმატებები წიტაიშვილსაც და მიქაუტაძესაც !
Levan1
23 თებერვალი 2021 00:12
0
წიტაიშვილის თემა სრული სიმართლეა მეგობარო ,გადავამოწმე )) ,პირველი გოლის გასატანად ემზადება, მთელი სულით და გულით ,ის პირველი ბორის კვარაცხელიას ხსოვნას მიეძღვნება (ბაბუა იყო მისი) .
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:23
0
მიქაუტაძე ჩამოვაო, წიტაიშვილი ჩამოვაო, მამარდაშვილი დიდი ალბათობით ჩამოვაო,მე ფედერაციის ადვოკატად არ გამოვდგები,მაგრამ ფაქტია რომ იაშკას და კობის დიდი დამსახურებაა ეს ამბები
საქართველო
22 თებერვალი 2021 23:44
12
დავაი რა! მაგათი გაკეთებული არ გაიშვას, საქმის ნაცვლად ფულის მკეთებლები არიან! უვიცები და კორუმპირებულები! ვერ ვიჯერებ, რომ ამათ სერიოზული საქმეების გაჩარხვა შეუძლიათ.
რაც პატივისცემა მოიპოვეს ფეხბურთელობის დროს, სამწუხაროდ ერთი ათად დაკარგეს ჩინოვნიკობისას!
გიორგი
23 თებერვალი 2021 00:29
24
მოეშვი გვარამიას ყურებას,გაგაგიჟებს :-)))
გიორგი-ს
23 თებერვალი 2021 05:05
2
მადლობა ბაბუას
გიორგი გორგაძე
23 თებერვალი 2021 06:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული