გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
ვენაცვალე ბაბუს, მაგარი კაცი
მეგრელი
22 თებერვალი 2021 22:51
0
ჭირში დაგიდგები, ბევრს არ დაგპირდები,
ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო!
გიო
22 თებერვალი 2021 22:41
0
თუ მართლა ესაა მიზეზი კარგია... თუმცა მახსოვს ეს ბიჭი იძახდა უკრაინაა ნაკრები სადაც ვოცნებობ ვითამაშოო და მაშინ მართლაც პერსპექტიულად ითვლებოდა. ახლა კი როცა იქ აღარავინ აღარ დებს ფსონებს ამაზე და გადაისროლეს დინამოდან სადღაც მეხუთე კატეგორიის გუნდში - მიხვდა, რომ არავინ აპირებს უკრაინის ნაკრებში დაძახებას და... უფრო ეს ხომ არაა, რომ რეალობას თვალი გაუსწორა? თუ ვცდები, ბოდიში
ლევანი
22 თებერვალი 2021 22:45
6
ოხ იმდენს იზამდეს ეგ სანიოლი, ესპანეთი რომ გაუშვათ მეორეზე )))
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:04
1
ყოჩაღ, კაცურად მოიქცა, კარგია რომ ჯიქიას არ დაემსგავსა
ალეკო
23 თებერვალი 2021 10:36
0
საქართველო უპირველეს ყოვლისა!!!
გიო
22 თებერვალი 2021 22:38
0
ღმერთმა გაგახაროს, გიორგი, როგორც ახლა შენ მე გამახარე.
Lasha
23 თებერვალი 2021 11:33
0
... ისე წერს ზოგიერთი, ვითომ ამ ბიჭის აღზრდაში მიუძღვის წვლილი და ბოლო მომენტში გიორგიმ უღალატა!!! არც ამ ბიჭის ისტორია იციან და არაფერი საერთოდ!!! ზოგი კითხულობს ვინ არისო, ამავე დროს მეტრიან კომენტარს აქვეყნებს!!! კარგი იქნება თუ ჯერ წაიკითხავთ მისი და მისი ოჯახის შესახებ და მერე დაწერთ კომენტარებს!!! რასაც აქამდე მიაღწია მხოლოდ მისი შრომით და ოჯახის დახმარებით!!! ბაბუის მაგალითზე უკვე ვხედავთ თუ როგორ ქართულ ოჯახში და ქართულ ატმოსფეროში გაიზარდა!!! მამა ქართველი ფეხბურთელი, კლემენტი წიტაიშვილია!!! მაგარი ჯიგრიანი ფეხბურთელია გიორგი, ძალიან ტექნიკური და მიზაბდასახული!!! პატარაა ასაკით, მაგრამ კიევის დინამოში ზედმეტს ვერავინ აკადრებს, იმიტომ რომ ღირსეული ადამიანია!!! გიორგი თავის სიტყვას იტყვის ნაკრებში!!! წარმატებები!!!
დათო
23 თებერვალი 2021 16:17
0
არც არის გასამტყუნებელი ის რო უკრაინელ ჟურნალისტებს რომ ვერ ეუბნებოდა მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ფეხბურთელადაც ამქვეყანაში ჩამოვყალიბდი, მაგრეამ მე საქართველოს ნაკრებში თამაში მირჩევნიააა...
romandro
23 თებერვალი 2021 00:44
1
2 ახალი მაგარი ამბავი გავიგე დღეს: წიტაიშვილი და მიაქუტაძე ! წარმატებები ჩვენს ნაკრებს და ყველას ვინც საქართველოსთვის გაირჯება!
შაკო
23 თებერვალი 2021 12:55
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული