გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
როგორც მე არ ვარ თბილისელი ისე არ არის გიორგი კიეველი . ძაან სასიხარულო ინფორმაციაა . წარმატებები წიტაიშვილს და მიქაუტაძეს გამახარეს ამ ბიჭებმა
ტოტტი
23 თებერვალი 2021 10:22
0
... 2019 წელს უჯრაინის U20 ნაკრებში მსფლიო ჩემპიონი გახდა!!! კორეას მოუგეს ფინალი 3:1!!! მსამე გოლი წიტაიშვილმა გაიტანა!!! წარმატებები!!!
დათო
23 თებერვალი 2021 00:55
1
ძალიან გამიხარდება ეს ინფორმაცია თუ გამართლდება ძალიან მაგარ შემტევ ხაზს მივიღებთ
გელა
22 თებერვალი 2021 22:47
1
კარგი ამბავია.ზუსტად ასეთი მოძრავი ნახევარმცველები ჭირდება დღეს საქართველოს ნაკრებს.
ziko
23 თებერვალი 2021 00:44
0
Ძალიან კარგი ამბავიაა.კაი პერსპექტიული ბიჭია.მიქაუტაძეც ჩვენთან ითამაშეებს.ნაკრები რაღაცას დაემსგავსება.
buxrika
23 თებერვალი 2021 00:18
0
დიდებულია... ეს ბიჭი, ძალიან კრეატიულია და მაღალი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. ძალიან გახარებული ვარ. მარცხნივ ხვიჩა, მარჯვნივ გიორგი და შუაში ჩაკვეტაძე... ახალგაზრდული და ძალიან მზარდი პოტენცისს გუნდი გვყავს! მთავარია, სწორი და მიზანმიმართული განვითარება მიეცეს ნაკრებს. წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
ვახო...
22 თებერვალი 2021 23:19
2
მეგრელმა ბაბუამ შეუსრულა:) სულ ვამბობდი ამას უკრაინის ნაკრებში არ დაუძახებენთქო და უნაკრებოდ ხო არ დარჩებოდა არა? მთავარია ჩვენ ნაკრებს გამოადგეს. წარმატებებს ვუსურვებ
გოგა
22 თებერვალი 2021 23:57
0
თვითონაც მეგრელია,წიტასქუა,ამ გვარის დაბოლოებ ისევეა გადაკეთებული როგორც პაპასქუა,ბერსქუა და სხვა...
ბაჩი
23 თებერვალი 2021 01:06
1
აბა რაა, სადა ყავს საქართვლოს შვილები დასაკარგავი! ყველა პატრიოტ ქართველს დიდი წარმატება! გამყიდველს დიდი მარცხი!!!!! ჯიქია მოღალატეეეეე!!! $$$
ლადო
22 თებერვალი 2021 23:45
5
თორნიკე შენდელიაზე პატრიოტო ქართველებო - თქვენს საყურადღებოდ:
ყველა ქვეყანას ყავს სპორტში ნატურალიზებული მოთამაშეები და ამის გამო დაცინიან ამ ხალხს და არ უხარიათ გუნდის და ნაკრების წარმატება?
გიორგი წიტაიშვილი საქართველოში ნაცხოვრებიც არ არის და მაინც, თუნდაც პრაგმატული მოსაზრებით, მიიღო საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება.
თუ ქართული ფეხბურთი მართლა გიყვარს- უნდა გეწყინოს და გააქილიკო ეს ამბავი?
არჩი
23 თებერვალი 2021 15:04
1
რას ქვია დიდებულია ასე და ისე გუშინ არ უნდოდა დღეს უნდა ბაბუის სურვილის გამო თვითონ უნდა ქონდეს სურვილი და არა მოვალეობის მოხდით გამო როცა ერთხელ თქვა არა იქ უნდა დაუსვა წერტილი აიწონა-დაიწონა გვაქ ნაკრებში?
ნოდო
22 თებერვალი 2021 23:32
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული