გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
მადლობა ცხონებულ ბაბუას, მარა არ უნდა დაჭირვებოდა ამდენი ფიქრი, მიუხედავათ იმისა რომ ნეხვში ვართ მაინც ჩვენი სამშობლოა და არავისზე უნდა გავცვალოთ.
jjj
23 თებერვალი 2021 18:31
2
...მეგობარო იქნებ ადრე არავინ აქტიურობდა, ფედერაციას ვგულისხმობ და ამან შეუშალა ამ ამბავს ხელი???!!! გიორგის რა ექნა, თუ ქართული მხარედან მყარი პასუხი არ ქონდა???!!! რომ დაეწტო ტყუილი ლაპარაკი უკრაინაშიც გააღიზიანებდა ბევრს!!! ალბათ მაშინ ფედერაცია ნაკლებად იყო დაინტერესებული ამ ამბით !!! ჟურნალისტები კიდევ ისეთებს წერენ, ტყუილს და მართალს ვერ გაიგებ!!! დღეს უკვე ფედერაცია, რომელსაც მაკედონიამ სილა გააწნა უფრო დაფაცურდა და შედეგიც სახეზეა!!! მთავარია, რომ გიორგის შეძლებს ნაკრებში თამაშს!!!
დათო
23 თებერვალი 2021 19:35
1
კოჩახ გიო მიაცექი მიდი გმერტი შენსკენ მაკედონიას შემდეგ შენ ერტერტი იმედი ხარ როგორც ხვიჩა როგორც ჩანკვე მიდიდ ბიჩებო მიაცეკიდ გმერტი იკოს ტკვენი მპარველი
რეზი
23 თებერვალი 2021 11:57
0
დაიკიდეს უკრაინაში გაუშვეს კიევის დინამოდან ვორსკლაში და ეხლა მოუნდა ძმას ნაკრები აბა ერთი 18 წლის რო იყო მაშინ გეკითხათ
ირაკლი
23 თებერვალი 2021 03:39
22
ძაან მშვენიერია თუ სიმართლეა! მამარდაშვილიც რომ დათანხვდეს უკვე კარგი გუნდი შეიკრიბება. მარჯვენა მარცხენა მცველების ნატურალიზება და გუნდი იქნება ))
beqa
22 თებერვალი 2021 22:50
3
მარადაშვილი
ბაჩი
23 თებერვალი 2021 01:15
1
ეგ ვინაა? :))
გიორგი
23 თებერვალი 2021 00:14
4
... ყოჩაღ!!! გამოდის , რომ ტალანტები უნდა ვეძებოთ კვარაცხელიებში!!! ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი წიტაიშვილი-კვარაცხელია.... !!! მაგარია!!! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
დათო
23 თებერვალი 2021 13:00
1
ნუ განიკითხავთ იმის გამო ბევრს ფიქრობდაო... დასაფასებელია მისი არჩევანი. ჩვენი უპერსპექტივო ნაკრების ფონზე ჰქონდა შესაძლებლობა სიმპათიურ უკრაინის ნაკრებში თამაშის, ფეხბურთელისთვის კი ეს ცოტა არაა... მითუმეტეს რომ ეს ბიჭი არაა საქართველოში გაზრდილი...
მინდია
23 თებერვალი 2021 01:28
7
კაცი რომელიც საქართველოს ნაკრებს მეორე ადგილზე აყენებს მე პატრიოტად არ მიმაჩნია. მირჩევნია ჯანომ ვაკომ და კაშომ ითამაშონ და ჯგუფში ჩავრჩეთ ვიდრე ამათი თამაშით მსოფლიო ჩემპიონები გავხდეთ. ლიჟბი გავიმარჯვოთ და მიზანი ამართლებს საშუალებას არაა სწორი მიდგომა. მე ისინი მინდა ვისაც მე ვუნდივარ.
semi
22 თებერვალი 2021 23:07
44
... პატარა ბიჭია, შეცდომა ყველას მოდის, მთავარია დროზე გააცნობიერო და გამოასწორო!!! აბა ბაბუა როგორ ნერვიულობდა ხვდები???!!! ყოჩაღ, რომ ბაბუის თხოვნას შეასრულებს!!! წარმატებები!!!
დათო
22 თებერვალი 2021 23:30
1
მიტო არი ჯანო დასაფასებელი იმას რუსები ეხვეწებოდენ და საქართველო აირჩია ეს კიდე უცდიდა უკრაინელებს რო არ დაუძახეს ახლა მოინდომა საქართველო
დიმა
23 თებერვალი 2021 01:35
6
ყველა გამოხმაურება
ბოლო ბოლო ჩამოყალიბდა :))
გიო
22 თებერვალი 2021 22:45
0
Ღმერთმა გაანათლოს ბაბუა... Ფესვებმა თავისი გაიტანა და მშობლიურ მიწას დაუბრუნდა ნორჩი ნარგავი...
Segestrya
23 თებერვალი 2021 08:11
0
რაო-რაო? ბაბუის სურვილის გამო გადაწყვიტაო?! ამაზე ის მომაგონდა, ბებერი იუპ ჰაინკესი რომ დაბრუნდა "ბავარიაში" და თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა: "ჩემმა ძაღლმა მირჩიაო". მოკლედ - "მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო ..."
fani
23 თებერვალი 2021 01:42
29
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული