გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
არც არის გასამტყუნებელი ის რო უკრაინელ ჟურნალისტებს რომ ვერ ეუბნებოდა მე აქ დავიბადე, აქ გავიზარდე, ფეხბურთელადაც ამქვეყანაში ჩამოვყალიბდი, მაგრეამ მე საქართველოს ნაკრებში თამაში მირჩევნიააა...
romandro
23 თებერვალი 2021 00:44
1
წიტაიშვილის თემა სრული სიმართლეა მეგობარო ,გადავამოწმე )) ,პირველი გოლის გასატანად ემზადება, მთელი სულით და გულით ,ის პირველი ბორის კვარაცხელიას ხსოვნას მიეძღვნება (ბაბუა იყო მისი) .
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:23
0
ჯერ ჯერობით დიდი არაფერი ფეხბურთელია, დიდებში არაფერი არ უქნია რატო ასე სასიხარულო ვერ ვხვდები
ზორბეგი
23 თებერვალი 2021 00:20
20
ალბათ ვერც ვერასდროს რომ მიხვდები ეს არის უბედურება,როცა ადამიანი მინიმუმ იმას მაინც ვერ გრბულობ რომ ფეხბურთელი იქნება თუ მეომარი თავის სამშობლოს ირჩევს....აი ასეთი წვრილმანების ვერ გაგებებაა ჩვენი ერივნული უბედურება...
ბაჩი
23 თებერვალი 2021 01:00
3
მარტში მიხვდებით მეგობარო ))
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:51
0
Ძალიან კარგი ამბავიაა.კაი პერსპექტიული ბიჭია.მიქაუტაძეც ჩვენთან ითამაშეებს.ნაკრები რაღაცას დაემსგავსება.
buxrika
23 თებერვალი 2021 00:18
0
ყველას გაუმარჯოს ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელით თამაში უნდა და ვისი გულიც ქართულად ძგერს! წარმატებები წიტაიშვილსაც და მიქაუტაძესაც !
Levan1
23 თებერვალი 2021 00:12
0
ოხ იმდენს იზამდეს ეგ სანიოლი, ესპანეთი რომ გაუშვათ მეორეზე )))
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 00:04
1
დამადლებული და ნაძალადევი საქმეს კაპიკი აქვს ფასი.პირადად მე მირჩევნია არ ითამაშოს ნაკრებში!!!კითხვის ნიშანს რომ დასვამს კაცი სამშობლო თუ სხვა ქვეყანა იმას მე პატივს არ ვცემ!!! ამიტომ იყო გიგსი ჩემთვის ყველაზე პატივსაცემი ფეხბურთელი უკეთეს კარიერას თავისი სამშობლო რომ არჩია
ვალერი
23 თებერვალი 2021 00:00
24
გიგზი არის, არაკაცი!
100%
23 თებერვალი 2021 07:32
1
კი გიგზი მაგარი კაცია , ეგ ის არაა თავის რძალი (ძმის ცოლი) რომ მოიყვანა ცოლად ? )))) და ეხლაც ერთად არიან .
ლშა
23 თებერვალი 2021 03:03
0
მეგრელმა ბაბუამ შეუსრულა:) სულ ვამბობდი ამას უკრაინის ნაკრებში არ დაუძახებენთქო და უნაკრებოდ ხო არ დარჩებოდა არა? მთავარია ჩვენ ნაკრებს გამოადგეს. წარმატებებს ვუსურვებ
გოგა
22 თებერვალი 2021 23:57
0
თვითონაც მეგრელია,წიტასქუა,ამ გვარის დაბოლოებ ისევეა გადაკეთებული როგორც პაპასქუა,ბერსქუა და სხვა...
ბაჩი
23 თებერვალი 2021 01:06
1
აბა რაა, სადა ყავს საქართვლოს შვილები დასაკარგავი! ყველა პატრიოტ ქართველს დიდი წარმატება! გამყიდველს დიდი მარცხი!!!!! ჯიქია მოღალატეეეეე!!! $$$
ლადო
22 თებერვალი 2021 23:45
5
მიქაუტაძე ჩამოვაო, წიტაიშვილი ჩამოვაო, მამარდაშვილი დიდი ალბათობით ჩამოვაო,მე ფედერაციის ადვოკატად არ გამოვდგები,მაგრამ ფაქტია რომ იაშკას და კობის დიდი დამსახურებაა ეს ამბები
საქართველო
22 თებერვალი 2021 23:44
12
მოეშვი გვარამიას ყურებას,გაგაგიჟებს :-)))
გიორგი-ს
23 თებერვალი 2021 05:05
2
დავაი რა! მაგათი გაკეთებული არ გაიშვას, საქმის ნაცვლად ფულის მკეთებლები არიან! უვიცები და კორუმპირებულები! ვერ ვიჯერებ, რომ ამათ სერიოზული საქმეების გაჩარხვა შეუძლიათ.
რაც პატივისცემა მოიპოვეს ფეხბურთელობის დროს, სამწუხაროდ ერთი ათად დაკარგეს ჩინოვნიკობისას!
გიორგი
23 თებერვალი 2021 00:29
24

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული