წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშზე პირველი კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომ საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიიღოს და "ჯვაროსნებში" ითამაშოს.

"ჯერ ამ თემაზე რაიმეს ლაპარაკის უფლება არ მაქვს. როდესაც კონკრეტიკა იქნება, მაშინ ყველაფერი ცხადი გახდება.

ახლა "ვორსკლას" შემადგენლობაში ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული. ამ გუნდში თავს შესანიშნავად ვგრძნობ. კოლექტივმა და მწვრთნელმა ჩინებულად მიმიღეს. მინდა სტაბილურობას მივაღწიო, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდეს და კიევის "დინამოში" დასაბრუნებლად თავი წარმოვაჩინო.

ვფიქრობ, ჩვენ "ვორსკლასთან" ერთად ევროტურნირებზე გასვლა ძალგვიძს. ახლა მთავარი პრობლემა მოედნები
და ამინდია. არ მეგონა, თუ მატჩებს არ გადადებდნენ და ისეთ მოედნებზე ვითამაშებთ, რომლებიც სეზონისთვის აშკარად არ არის მზად. ვფიქრობ, ეს ჩვენ, ფეხბურთელებს, ჩვენი ოსტატობის 100%-ით ჩვენებაში ხელს შეგვიშლის. ამას გარდა, ტრავმების მიღების რისკიც გაიზარდა, მით უმეტეს, ნაკრების წევრებისათვის", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football-ი.

მოკლედ, გიორგიმ არ დააკონკრეტა, თუმცა ქვეტექსტიდან იკითხება, რომ საქართველოს ნაკრებში მისი თამაში გადაწყვეტილი ამბავია.

მკითხველის კომენტარები / 27 /
ეტყობა აღარ სჭირდებათ უკრაინაში და მოდის აქით მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს მე გამიხარდა თან ინსტაგრამზე სულ საქართველოს ფოტოები აქვს რაც დადებითად განმაწყობს მის მიმართ
KA
23 თებერვალი 2021 01:51
14
არამგონია არ ჭირდებოდეთ. თუნდაც იმიტომ, რომ 20-წლიანთა ნაკრებში, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ცენტრალური ფიგურა იყო. უბრალოდ ზოგიერთ ფეხბურთელს გარკვეული ადაპტაცია სჭირდება პროფესიონალურ გუნდთან - ყველა მესი ვერ იქნება. გარდა ამისა, ვფიქრობ კიევის "დინამოში" მის პოზიციაზე უკვე აპრობირებული ფეხბურთელი თამაშობდა ეფექტურად, რამაც განაპირობა მისი განათხოვრება სხვა გუნდში, სათადარიგო სკამი რომ არ ეხეხა და განვითარებულიყო. ნებისმიერ შემთხვევაში სასიხარულოა ნიჭიერი ფეხბურთელის შემომატება ნაკრებში. ღმერთმა აცხონოს ბაბუამისი, კარგი ქართველი ყოფილა!
დავით
23 თებერვალი 2021 10:03
1
მარტში იქნება თამაშზე ,პასპორტს უმზადებენ . უბრალოდ ეგრეა საჭირო თქმა ,არაფერმა ,რომ არ შეუშალოს ხელი.
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 01:51
1
არ მგონია ძლიერი მოთამაშე იყოს. დღევანდრლ არცთუ ვარსკვლავურ კიევის დინამოში თუ ფეხი ვერ მოიკიდა ყაზაიშვილს მაშინ რაღათი ჯობია.
გენა
23 თებერვალი 2021 08:40
15
მივესალმები გიორგის გადაწყვეტილებას ეს კარგია მაგრამ მინდა ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვო იქნებ რაიმე პროგრამა ავამოქმედოთ ნაცნობობის გარეშე გაგზავნეთ თუნდაც 5 ბავშვი ყოველ 2-3 წელწადში ერთხელ მაინც ჩავატაროთ კონკურსი და ბავშვი პრემიერლიგის,ან ლალიგის ან რომელიმე საფეხბურთო სკოლაში ან იქ სადაც ბავშვებს მართლა კარგად ზდიან მსოფლიო დონის სკოლებზე მაქვს საუბარი და იცხოვრონ იქ და ისწავლონ.
ფედერაციამ აიღოს მის თავზე და ბიზნესმენებიც დააინტერესოს.
გიორგი
23 თებერვალი 2021 08:47
2
ძაან სასიხარულო ამბავია.ე.ი.მარცხნივ ხვიჩა,მარჯვნივ მაგი,შუაში კიტეიშვილი და კანკავა--ძაან .სგარი ნახევარდაცვა გვეყოლება.იქნებ რამენაირად მარადიშვილიც დავითანხმოთ და მართლა ანგარიშგასაწევი ძალა ვიქნებით.
კახა ქ.
23 თებერვალი 2021 02:52
8
და ჩაკვე ჩამოწერე?
grisha
23 თებერვალი 2021 10:08
0
ფეხბურთში ჩახედული და გარკვეული ხარ, იაშკას და კობის კორუმპირებულს ეძახი,მაგრამ მარადაშვილი ვინ არის არ იცი:-) ყველაზე ბინძური სპორტი რომ არის- პოლიტიკა მაგას მიაწექი,წითლებში გაქაჩავ
გიორგი-ს
23 თებერვალი 2021 05:12
5
ყველა გამოხმაურება
ძალიან ქედმაღალია ზოგადად, ჯერ რაიმე შექმენი და არც მერე უნდა იყო ეგეთი
kaxa
23 თებერვალი 2021 17:22
4
მარადაშვილი რუსეთშია გაზრდილი და ბუნებითა რუსი ტიპაჟია, ლოგიკური არის მისი გადაწყვეტილება. აი წიტაიშვილი სწორად მოიქცა, უკრაინამ არ გაიგიჟა თავი და ჩვენ კი არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელები. ვნახოთ რა გამოვა, ნაკრებს ყველა ვარიანტში წაადგება.
Zaza
23 თებერვალი 2021 19:37
1
კარგით მორჩით მთავარია რომმიხვდნენ თავის დროზე რამხელა შეცდომა დაუშვეს და დარემუნებულივარ არა ჩაუვრელად ეგრეთწოდებულმა კეთილისმსურველებმა ურჩიეს რა საქართველო აგერ უკრაინა დიდი შესაძლებლობები მეტი ანაზღაურება და პატარა ბიჭს რაც ჩასძახესის გაიმეორა მადლობა ხალხის რეაქციამ დააფქრათ მიხვდნენ და სწორი დასკვნა გამოიტანეს მთავარია თვითონ მოინდომოს ბევრი იშრომოს და ბურკინა ფასოდანაც შეიძლება წარმატების მიღწევა ხოლო გვარი სულ ნდა გახსოვდეს წინაპრებმა დაგვიბარეს გახსოვდეს ვისი გორისა ხარო ცოტა წიგნსაც თუ წაიკითხავთ უფრო გაიოლებთ ცხოვრებას.
კახა
25 თებერვალი 2021 03:20
0
ვულოცავ ყველას, ვისაც გულით უყვარს ქართული ფეხბურთი და იმით არ არის მოტივირებული, კობიაშვილის გამო ცუდი თქვას. პოლიტიკა და გულშემატკივარი შორსაა ერთმანეთისგან. თავის ასაკში წიტაიშვილი ერთ-ერთი ლიდერია წიტაიშვილი, კიევის დინამო ძალიან მაღალი დონის გუნდია ასეთი ასაკის ფეხბურთელისთვის ძირითადში ადგილის მოპოვება ძნელია, თუმცა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მეორეა, ეროვნულ ნაკრებში ჩვენთან ადვილად დაიმკვიდრებს თავს და საქართველოს ახალგაზრდულ გუნდშიც ძალიან დიდი წარმატების შანსი აქვს კვარაცხელიასთან, დავითასშვილთან და სხვა მაგარ ბიჭებთან ერთად, თან საქართველოში ტარდება ჩემპიონატი და ესეც მნიშვნელოვანია. ანუ პატრიოტულთან ერთად პრაგმატული გადაწყვეტილებაა და ეს არ ამცირებს გულშემატკივრის სიხარულს.
საინტერესოა - მარცხენა შემტევის პოზიციაზე გვყავს კვარაცხელია, წიტაიშვილი, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ჩაკვეტაძე. ხარაიშვილი და დავითაშვილიც. ერთი გუნდია თითქმის
არჩი
23 თებერვალი 2021 12:37
4
წიტაიშვილი დინამოში არ თამაშობს მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, ანუ გუნდის ეკონომიკური პოლიტიკიდან გამომდინარე,თუ არა და ყველას ჯობია რამოდენიმე პოზიციაზე.
დევკალიონი
23 თებერვალი 2021 13:31
0
უკრაინის მოქალაქეობის დაკარგვა არაფერს წარმოადგენს. ევროპის მაშტაბით სომხეთთან და მოლდოვასთან ერთად ყველაზე ღარიბი ქვეყანა არის 1 სულ მოსახლეზე ბიუჯეტით. საქართველოში უფრო დიდი დაფასება და სიყვარული ექნება ვიდრე უკრაინაში
თურმე
23 თებერვალი 2021 16:23
1
აბა კაცო. დაფასება ჩვენ რომ ვიცით ისეთი უნდა.
David
23 თებერვალი 2021 19:01
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული