გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაშის გადაწყვეტილება მიიღო

AutoSharing Option
ua-football-ი ჟურნალისტ იგორ ციგანიკის ინფორმაციას ავრცელებს, რომ კიევის "დინამოდან" "ვორსკლაში" იჯარით გაშვებულმა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა.

"არცთუ კარგი სიახლე უკრაინული ფეხბურთისთვის. გიორგი წიტაიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მომავალში საქართველოს სპორტული მოქალაქეობა მიიღოს და საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. აი, ასეთი პოზიცია აქვს ფეხბურთელს.

რამდენიმე თვის წინ წიტაიშვილს ბაბუა გარდაეცვალა, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ფეხბურთელი ბაბუის დაკრძალვაზე მივიდა, ნათესავებმა უთხრეს, რომ ბაბუის სურვილი იყო, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. ახლა წიტაიშვილი საქართველოს ნაკრებში საასპარეზოდ ემზადება".

გიორგი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონია და აქამდე ორჭოფობდა,
თუ რომელ ნაკრებში ეთამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეობა "სერენის" თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ უნდა მიიღოს და მალე ახალი მწვრთნელის, ვილი სანიოლის განკარგულებაში გადახალისებული შეტევის ხაზი იქნება.

მკითხველის კომენტარები / 83 /
მადლობა ცხონებულ ბაბუას, მარა არ უნდა დაჭირვებოდა ამდენი ფიქრი, მიუხედავათ იმისა რომ ნეხვში ვართ მაინც ჩვენი სამშობლოა და არავისზე უნდა გავცვალოთ.
2
... ისე წერს ზოგიერთი, ვითომ ამ ბიჭის აღზრდაში მიუძღვის წვლილი და ბოლო მომენტში გიორგიმ უღალატა!!! არც ამ ბიჭის ისტორია იციან და არაფერი საერთოდ!!! ზოგი კითხულობს ვინ არისო, ამავე დროს მეტრიან კომენტარს აქვეყნებს!!! კარგი იქნება თუ ჯერ წაიკითხავთ მისი და მისი ოჯახის შესახებ და მერე დაწერთ კომენტარებს!!! რასაც აქამდე მიაღწია მხოლოდ მისი შრომით და ოჯახის დახმარებით!!! ბაბუის მაგალითზე უკვე ვხედავთ თუ როგორ ქართულ ოჯახში და ქართულ ატმოსფეროში გაიზარდა!!! მამა ქართველი ფეხბურთელი, კლემენტი წიტაიშვილია!!! მაგარი ჯიგრიანი ფეხბურთელია გიორგი, ძალიან ტექნიკური და მიზაბდასახული!!! პატარაა ასაკით, მაგრამ კიევის დინამოში ზედმეტს ვერავინ აკადრებს, იმიტომ რომ ღირსეული ადამიანია!!! გიორგი თავის სიტყვას იტყვის ნაკრებში!!! წარმატებები!!!
დათო
16:17 23-02-2021
0

სიახლეები პოპულარული