ბუდუ ზივზივაძე საქართველოს ნაკრებში დაბრუნდა - რა ხდება მიქაუტაძესთან დაკავშირებით

AutoSharing Option
"პირველ არხზე" გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტი ზურა ხიზანიშვილი გახლდათ.

ხიზანიშვილმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მარტის თამაშებისთვის ბუდუ ზივზივაძე ნაკრების გამოძახებულ ფეხბურთელთა სიაში იქნება.

მისივე თქმით, განიხილება ასევე ბექა მიქელთაძისა და ვატო არველაძის კანდიდატურებიც. ხიზანიშვილი აღნიშნავს, რომ ეროვნულ გუნდს ბევრი კარგი ფორვარდი ჰყავს და გამოძახებული ის იქნება, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია.

ხიზანიშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი მიქაუტაძესთანაც ყველაფერი მოგვარებულია და თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, ის საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ვატო არველაძე მომესმა, მომეჩვენა, ჰალუცინაციებუ მაქვს თუ ავტორის შეცდომაა?
llcl
11 მარტი 2021 18:16
0
უკვე დაიწყო ჩალიჩი
მისივე თქმით, განიხილება ასევე ბექა მიქელთაძისა და ვატო არველაძის კანდიდატურებიც.
რა უნდათ ამათ ნაკრებში სად თამაშობენ???????????????????????????????
ელგუჯა
11 მარტი 2021 18:11
0
სანაიაც გამოადგება ნაკრებს...რომელსაც საფრანგეთის ლიგა2-ში მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს...მითუმეტეს ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელები გვყავს...
romandro
11 მარტი 2021 18:06
1
Რა მიქელთაძე და ვატო არველაძე კარგით რაა.სანამ ის არ ითამაშებს ვინც იმსახურებს და არა სახელი გვარი და ფული მანამდე შედეგს სანიოლი კი არა ვერავინ ვერ დადებს. (ეს მარტო ნაკრებს არ ეხება, კლუბებზეც მაქვს საუბარი. Ამ ბიჭების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ნაკრებისთვის ჯერ არ მგონია რომ მზად არიან.)
Ნიკა
11 მარტი 2021 17:57
0
რა კრიტერიუმით უნდა გამოიძახონ ვატო ან მიქელთაძე,სამწუხაროდ არც ერთს არა აქვს სათამაშო პრაქტიკა, შანსი უნდა მიეცეს ბერიძეს ასევე ნიკა სიჭინავას, საქართველოს ჩემპიონატშიც არიან ისეთი ფეხბურთელებიც რომელთა გამოყენებაც შეიძლება მაგ..გაბედავა,სიხარულიძე,ფანცულაია
gio gio
11 მარტი 2021 17:56
0
Რა მიქელთაძე და ვატო არველაძე კარგით რაა.სანამ ის არ ითამაშებს ვინც იმსახურებს და არა სახელი გვარი და ფული მანამდე შედეგს სანიოლი კი არა ვერავინ ვერ დადებს. (ეს მარტო ნაკრებს არ ეხება, კლუბებზეც მაქვს საუბარი. Ამ ბიჭების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ნაკრებისთვის ჯერ არ მგონია რომ მზად არიან.)
Ნიკა
11 მარტი 2021 17:56
0
ბუდუ არ წამოეგო ანკესზე, გამოძახებულთა და არარეალიზებულთა სიაში მოხვდები ისევ როგრო ვაისის დროს იყო.
გააგრძელე საკლუბო კარიერა.
სანიოლი ვერ მოახერხებს შენს გამოყენებას ნაკრებში და მერე დაიწყებენ დივანის ექსპერტები სტვენას და ლანძღვას - ამას რა უნდა ნაკრებშიო.
კაკო
11 მარტი 2021 17:51
12
ზივზივაძე, მიქაუტაძე - ოქრიაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია - კანკავა - კვირკველია, ხოჭოლავა, კაკაბაძე - მაკარიძე

ქვილითაია, ყაზაიშვილი - ხარაიშვილი, დავითაშვილი , ნინუა, ლობჟანიძე - გვილია - დვალი, კაშია, ტაბიძე - ლორია

ეს უნდა იყოს ძირითადადი ბირთვი და კარგი შედეგებიც იქნება
ვახო
11 მარტი 2021 17:09
23
ძირითადი ბირთვი დავწერე და არა აუცილებლად 22. შენგელია, აბურჯანია, კვეკვესკირი, ლოჩოშვილი და ა.შ. ასევე, გამოადგებიან ნაკრებს. მაგრამ, ვატო არველაძე, მიქელთაძე, კაჭარავა და ა.შ. თუ იქნება, გავალთ ბოლო ადგილზე
ვახო
12 მარტი 2021 10:42
0
ლევან შენგელია გამოგრჩა თუ გამოტოვე?
გიორგი კაჭკაჭიშვილი
11 მარტი 2021 23:33
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული