სანიოლი: ფრე კარგი შედეგი არ არის - ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ

AutoSharing Option
შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ კოვიდ 19-ის გამო გართულებული გადაადგილებიდან გამომდინარე, მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფებით. საკვალიფიკაციო ეტაპს იმ ნაკრების წინააღმდეგ ვიწყებთ, რომელსაც ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვს და უკანასკნელ წლებში წარმატებით ასპარეზობს სხვადასხვა ტურნირზე. მიუხედავად ამისა, ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ამბიციით, რომ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ და საკვალიფიკაციო ეტაპი კარგი მატჩით დავიწყოთ.

ფრე არასდროს არის კარგი შედეგი, მე ყოველთვის მოგებას ვამჯობინებ. გერმანიაში თამაშისას ვისწავლე,
რომ როდესაც მოედანზე გადიხარ, გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ იქ მარტო არ ხარ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდები. ხვალ რთული მეტოქე გვეყოლება, დიდი გამოცდილებით და მაღალი დონის მოთამაშეებით. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს. მჯერა, ისინი თავს საუკეთესო კუთხით წარმოაჩენენ და ქართველები საკუთარი გუნდით იამაყებენ.

ყველამ იცის, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნაკრებში დაბრუნდა. ასეთი მოთამაშე სახლში არ უნდა იჯდეს, ის მოედანზე უნდა იყოს. ის ყოველთვის ბევრ გოლს იტანდა. მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მითამაშია, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა. თუმცა ჩვენი მიზანი არა ზლატანის, არამედ შვედეთის გაჩერებაა. მომწონს იბრა, წარმატებულ დაბრუნებას ვუსურვებ, მაგრამ ხვალ მას გაუჭირდება. გოლის გატანის შანსი ამ კვირის ბოლოს კიდევ ექნება".

მკითხველის კომენტარები / 20 /
მომწონს სანიოლის შემართება, სამწუხაროდ ამ შეხვედრას პრობლემებით ვხდებით განსაკუთრებით დაცვის ცენტრში(ხოჭოლავა,კვირკელია)იმედია ბიჭები თავს არ დაზოგავენ და სასურველ შედეგსაც მიაღწევენ.წარმატებები.
gio gio
25 მარტი 2021 10:45
2
მომწონს ვილის საუბარი. ვაისის მთავარი მინუსი იყო ის, რომ მას თვითონ არ სჯეროდა შედეგის და გუნდის პოტენციალის. ვილის, მსგავსი მიდგომით, შეუძლია მეტი მოტივაცია და თავდაჯერებულობა შემატოს ბიჭებს, მეტი თავისუფლება მისცეს. ვერ ვიტყვით, რომ ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, თუმცა მჯერა, რომ მეტ დადებით ემოციას მივიღებთ და თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ.

ეს შესარჩევი უნდა გამოვიყენოთ სათამაშო სტილის და ბირთვის ჩამოყალიბებისთვის, შედეგზე წნეხის არსებობის გარეშე, რომ შემდეგ რეალურად ვიბრძოლოთ ევრო 2024-ზე გასასვლელად.
Just Supporter
25 მარტი 2021 13:07
0
დაცვა კიარა შეტევა და კიდე შეტევა, თუნდაც 5-0 წავაგოთ. შეტევას უნდა მივეჩვიოთ და ვისწავლოთ.
123 321
25 მარტი 2021 11:48
1
მე შეტევით ნათამაშები ნაკრები არ მინახია, სულ დაცვას ვაწვებით და ისე ვაგებთ. თუ წაგებაა ლამაზად და ღირსეულად მაინც წავაგოთ.
123 321
25 მარტი 2021 13:20
0
კაი ბატონო. სულ რაღაც 7 საათში იქნება ან თქვენთვის ღირსეული ან ჩემთვის სასურველი შედეგი.
კამათის გარეშე, მაინტერესებს, ჩვენებმა რომ შეუტიონ თქვენ გგონიათ ისინი არაღირსეულად ან ულამაზოდ მოგვიგებენ? მე მგონი გაგვაპამპულებენ.
პ.ს. შეგახსენებთ, მაკედონიამ ბურთი დაგვითმო, შეტევის უფლება მოგვცა, მაგრამ ხეირიანი შეტევა ვერ გავაკეთეთ. პირიქით მეორე ტაიმში იმათი შეტევები ბევრად სახიფათო იყო. მოკლედ შეტევაზე ორიენტირება არ ნიშნავს, რომ შენ მართლა უტევ. კონტრშეტევაც შეტევაა.
Hoda
25 მარტი 2021 15:36
0
ყველა გამოხმაურება
თუ უკრაინამ ფრე გაუგორა პარიზში საფრანგეთს,ჩვენ რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ სტოქჰოლმში? წარმატებები საქართველოს ნაკრებს!
kaxa
25 მარტი 2021 12:57
1
სანიოლს ყოჩაღ მარა თქვენ რით ვერ ისწავლეთ - იტანდა არა - გაჰქონდა, გაჰქონდა
გადასარევი გიორგი
25 მარტი 2021 03:33
1
გადასარევ გიორგის!
როგორც ჩანს, ფილოლოგი ბრძანდებით და "სანიოლს ყოჩაღ მარა" არ გეკადრებათ. )))
Nino
25 მარტი 2021 12:02
1
მიდი ერთაოზ!
ამო
25 მარტი 2021 11:25
0
დაცვას მიხედე, დაცვას.
Haha
25 მარტი 2021 10:43
0
მე ამ ფრანგის გერმანული გამოცდილებით მჯერავს და კიდევ მაგრა მეიმედება ჩვენი ახალგაზრდების კვარაცხელიას,შენგელიას, მიქაუტაძეს, ისინი ჩვენი იმედები არიან.ამ თამაშს რა ვიზამთ მაგაზე მარჩიელობით თავს არ შევიწუხებ,უბრალოდ მინდა რომ ანგარიშის მიუხედავად ამ ბიჭებიდან რომელიმემ თავი გამოიჩინონ, გოლის გატანას ვგულისხმობ,აბა თქვენ იცით ბიჭებო!!!
gogia
25 მარტი 2021 13:16
0
წინასწარი ბაქი-ბუქი... ცუდად მაქვს დაცდილი.
tngh
25 მარტი 2021 15:58
0
რას ტიპობს ეს ბოლო-ბოლო, ამის დაბოლება გვინდა კიდე?
რატი
25 მარტი 2021 11:10
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული