პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შვედეთთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან 0:1 წააგო.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ
დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძეს გასცდა და 1:0.

სოლნა.“ფრენდს არენა“

შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი, ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლასონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ქვილითაია


მკითხველის კომენტარები / 25 /
Aი მე ეხლა ვიკაიფებ.
ZONDERI.
26 მარტი 2021 03:54
1
აბურჯანია, კვეკვესკირი და ქვილითაია თუ დატოვა ესპანეთთან ძირითადში ესეიგი არც სანიოლი უქნია ღმერთს
მამუკა
26 მარტი 2021 02:20
0
აუ ეს კვეკესკირი,ქვილითაია და გვილია გაიტანეთ ნაკრებიდან,გიორბელიძე კარგი იყო,ჩაბრასაც არა უშავდა მთლიანობაში,კვარაცხელიას ცვლილება რა იყო ვერ გავიგე,ბერიძეც კაი მკვირცხლი ბიჭი ჩანს,მთლიანობაში ამ თამაშმა დატოვა ამხანაგურის შთაბეჭდილება,ყველას მისცა შანსი და ყველა გამოსცადა,აუხსენით ეს ოფიციალური თამაშებია
მარაზმი
26 მარტი 2021 01:51
0
არ შეუძლიათ მეტი და თუ გინდა .........
ოეეეეეე
26 მარტი 2021 01:50
0
ქვილითაია საერთოდ რატომ უნდა ათამაშო არ მესმის. კვარა ფიზიკურად ძალიან სუსტია, ეს აბურჯანია რა უბედურებაა, მოკლედ ბევრი ჭე კლასის ფეხბურთელი გვყავს, ხიზანას გუნდია ფაქტიურად და მეტს რას უნდა ელოდო.........
გიორგი
26 მარტი 2021 01:49
1
ძნელია სათქმელად, მაგრამ Ძალიან ცუდი გუნდი გვყავს.
kaxi
26 მარტი 2021 01:49
1
დაცვას მართლა ყოჩაღ კაშია ხო საერთოდ დონეა ძაან მაგრად ითამაშა ქვილითაია უნდა შეეცვალა პირველი ტაიმის შემდეგ კვარაცხელიას ნაცვლად და შეიძლებოდა მაშინ ფრეს წამოღება ქვილითაია იმათკენ იყო საერთოდ
შაკო
26 მარტი 2021 01:46
1
კვარაცხელიამ იქ ითამაშოს სადაც თამაშობს, სირბილი ან ეზარება ან არ შეუძლია, ფიზიკა ფაქტიურად ყველას სჭირდება
kaxa
26 მარტი 2021 01:45
5
გვილია არ გააკაროთ ნაკრებს! ძალიან სუსტია, აშკარად სხვაგანაა.
Ttt
26 მარტი 2021 01:45
1
სანამ ოცნებაში ვართ არაფერიც არ გამოვა, ერთხელ იქნება ფანტაზიორებიც გვეცადა იქნებ გაამართლონ, ააა???
ნაცები, კაცის კაცები. ეხლა ოცნება თავის ქოცნეებად ფა კიდევ რამის იმედი უნდა გვქონდეს?
ხიზანაა დასაბრედი! ხიზან-კლოსი და კობია თუ რობინზონ კრუზო კიდევ ...
კ ო მ ბ ლ ე
26 მარტი 2021 01:43
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული