პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები შვედეთთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურის მატჩის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან 0:1 წააგო.

მწვრთნელი ახალი, გადახალისებული გუნდი და განახლებული იმედი - ასე შეხვდა საქართველოს ნაკრები მორიგი ციკლის დაწყებას და მისმა ახალმა თავკაცმა სანიოლმა მოედანზე შემადგენლობა გაიყვანა, რომელიც უფრო დაცვითი იყო, ვიდრე შემტევი. „ჯვაროსანთა“ ზოგიერთ ფეხბურთელს ასეთ მაღალ დონეზე და ასეთი მეტოქის წინაშე არასოდეს უასპარეზია და თავის წარმოჩენის შესანიშნავი შესაძლებლობა მიეცათ.

ორივე გუნდმა თამაში ფრთხილად დაიწყო, ტემპი მაღალი არ იყო, მე-14 წუთზე კონტრშეტევაზე ქვილითაია ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ კარგად ვერ
დაარტყა და ბურთს მეკარე დაეუფლა. საპასუხო იერიშისას უკვე ლორიას მოუწია კულუსევსკის დარტყმულის მოგერიება. ჩვენმა გოლკიპერმა 25-ე წუთზეც გვიხსნა, როდესაც ისაკს არ დაანება გატანა. 35-ე წუთზე კი მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს - იბრაჰიმოვიჩის პასი კლასონმა მიიღო, ჩაბრაძეს გასცდა და 1:0.

სოლნა.“ფრენდს არენა“

შვედეთი - საქართველო 1:0
გოლი: კლასონი (35)

შვედეთი: ნორდფელდტი, ლუსტიგი, ლინდელეფი, ჰელანდერი, აუგუსტინსონი, კულუსევსკი, ლარსონი, ოლსონი, კლასონი, ისაკი, იბრაჰიმოვიჩი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია, ლობჟანიძე, კვარაცხელია, ქვილითაია


მკითხველის კომენტარები / 25 /
ძალიან ცუდი გუნდი გვყავს. ის რაც გამოგდის " უფასთან" ან "ტამბოვთა" აქ არ Ჭრის.
დომენტის
26 მარტი 2021 01:43
7
მიუჩვეველს ნუ მიაჩვევო და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო. იგივეს თამაშობენ რასაც ვაისთან თამაშობდნენ
გრიგოლი1408
26 მარტი 2021 01:41
7
აბურჯანია და ქვილითია სკამზე
tazo
26 მარტი 2021 01:38
0
არადა ისინი სუსტები არიან, ჩვენები მაგრები...
კ ო მ ბ ლ ე
26 მარტი 2021 01:33
3
კანკავა-გვილიათი? კვარაცხელია-კიტეიშვილით? კაკაბაძე -ჩინრაძით? აბურჯანიას რა უნდოდა?ან ქვილითაია რეებს მაზავს
ჰამლეტა
26 მარტი 2021 01:32
2
თამაშის ყურების ხალისი დამაკარგვინეს რა!!!! ქვილითაიას ჯერ ნაკრებში რაუნდა?! და მერე მთელი თამაში ნოლია და თამაშს ამთავრებინებთ? საღოლ თქვენ ამას მარტო სსფ და ძმანი მათნი თუ მოიფიქრებდნენ!!!! ამათ ხელში არაფერი გვეშველება
რომა
26 მარტი 2021 01:22
3
სსფ რა უბედურებაა?! :-) ფედერაცია რა შუაშია შემადგენლობის დაყენებასთან საერთოდ? ცოდვები და შეცდომები ბევრი აქვს,ცოტა ისეთი რამე დააბრალე რაც მათ კომპეტენციაში შედის
:-)
26 მარტი 2021 07:27
1
მიქაუტაᲫე რისᲗვის ᲩამოიყვანეᲗ?
ვენდი
26 მარტი 2021 01:20
1
აბურჯანიას რატომ არ ცვლის.ან კვეკვესკირი რას აკეთებს. ან მიქაუტაძე და ზივზივაძე რატომღა გამოიძახეს. თუ კვარაცხელიას ტრამვა არ აწუხებს და ისე შეცვლა ხომ საერთოდ გაუგებარია.კაკაბაძეც უფრო შედეგიანი იქნებოდა.
ჯონი
26 მარტი 2021 01:18
1
სანოლი მეორადებᲨი ნახე კობიაᲨვილო?
ზურა
26 მარტი 2021 01:13
2
არ ყოფილან აბა ადანა როტორის და ტამბოვის მცველები შვედეთის ნაკრებში თურმე!
Domenti
26 მარტი 2021 00:44
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული