გიორგი მიქაუტაძე: იძულებული ვარ აპრილის თვის მატჩები შევწყვიტო

AutoSharing Option
20 წლის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა და განმარტა, თუ რატომ ვერ დაეხმარება ორ უახლოეს მატჩში საქართველოს ნაკრებს:

"ყველას მოგესალმებით. სამწუხაროდ, ჩემი ერთგული გულშემატკივრებისთვის ცუდი ამბავი მაქვს. ჩემი გეგმები შვედეთთან თამაშის დროს მიღებული ტრავმის გამო შეიცვალა, რის გამოც იძულებული ვარ აპრილის თვის მატჩები შევწყვიტო.

თუმცა, ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, ჩემი დებიუტით საქართველოს ნაკრებში. მადლობა ჩემს გულშემატკივრებს, მთელ ჩემს გუნდს და ფედერაციას.

მაგრამ ეს არ დასრულებულა. კიდევ ბევრი ლამაზი სანახაობა გველის ერთად. ასე რომ, მომავალ შეხვედრამდე".

მკითხველის კომენტარები / 26 /
ღმერთი იყოს შენი შემწე გიორგი. მალე გამოჯანმრთელდი და დააგვიბრუნდი, შენი იმედი გვაქვს.
emigranti
27 მარტი 2021 05:25
0
იცოცხლე და ყველაფერი კარგი
საბურთალო
27 მარტი 2021 03:02
0
ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო , ყველგან წარმატებები საქართველოს სადიდებლად..................
gori
27 მარტი 2021 02:13
0
გაიხარე , უფლის მადლით გევლოს, წარმატებები გიორგის
გიო
27 მარტი 2021 02:15
0

ჯანმრთელობას გისურვებ მალე გამოჯანმრთელდი

gela
27 მარტი 2021 01:43
0
წარმატებები ყოველთვის ყველგან ყველაფერში
გიოს
27 მარტი 2021 13:29
0
შენ კაი კაცი ხარ გიორგი
Ttt
27 მარტი 2021 07:39
0
მალე გამოჯანმრთელება გიორგის.
ქობულეთიდან
27 მარტი 2021 11:26
0
ჯინიანობას რა აზრი აქვს... ოფიციალურ შეხვედრაში ითამაშა ეროვნულში, ვსო სხვა ნაკრებში ვეღარ ითამაშებს... გიჟია საფრანგეთის პერსპექტივაზე უარი თქვა და საქართველოზეც პირველივე თამაშში უარი ეთქვა ეგრევე? DDD
რა მაფიაა?
27 მარტი 2021 14:00
3
ჰე სად ხართ პროფესორონათელმხილველებო რომ ამტკიცებდით ეს ბიჭი მხოლოდ 6 წუთის დათმობის გამო გაიქცაო?DDDDDDDDDDDDDDDDD
hhh
27 მარტი 2021 12:27
3

სიახლეები პოპულარული