ლუის ენრიკე: თბილისთან კარგი მოგონებები მაკავშირებს - შვედეთთან ფრეს იმსახურებდით

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:

"საქართველოს შესახებ დიდი ინფორმაცია არ გვაქვს, ბოლო 1 მატჩი ვნახე. კარგად გამოყურებოდნენ, დაცვაში კარგად იდგნენ. ჩვენ თამაშს რაც შეეხება, ვეცდებით ხვალ უკეთესად ვითამაშოთ, ვიდრე საბერძნეთთან.

დაახლოებით, იგივე თამაშს ველით, რაც შვედეთთან, ბურთის ფლობა თითქმის თანაბარი იყო. მგონია, საქართველო იმ მატჩში ფრეს იმსახურებდა. ვფიქრობ, ადვილი თამაში არ გველის, გამარჯვება არ მოგვიპოვებია. რთულ შეხვედრას ველოდები.

მართალია, მაყურებელთან ერთად თამაშს ჩვეული არ ვართ, თუმცა ეს კარგი იქნება. უკრაინაში 7000 იყო.
თბილისში 16000 იქნება. კარგი მოგონებები მაკავშირებს "დინამო არენასთან", აქ სუპერთასი მოვიგე და ხვალაც გამარჯვების იმედი მაქვს.

საბერძნეთთან ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ კარიერაში მაინც ჩემი ერთერთი საუკეთესო მატჩი მქონდა. შეიცვლება ტაქტიკა, შეიცვლებიან ფეხბურთელები. ადვილი არ იქნება საქართველოს დამარცხება, ისინი თავს დაიცავენ და ჩვენ შეტევა უნდა გავაძლიეროთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ჩაკვეტაძე შემოუერთდება ნაკრებს ძველი ფორმით, ჩვენი პატივცემული ენრიკე დაუვიწყარ ,,რომანტიკულ" დროს გაატარებს ესპანეთში გასამართი მატჩის დროს
ზურა
02 აპრილი 2021 10:24
0
როს გვეღირსება ჩვენი ნაკრები თურქეთივით ათამაშდეს
ასა
28 მარტი 2021 10:10
6
მწვრთნელი როცა გვეღირსება მაშინ. სხვა პრობლემა არა აქვს საქართველოს ნაკრებს ერთადერთი - მწვრთნელი.
1
29 მარტი 2021 09:17
0
თქვენც ფრეს იმსახურებდით ბერძნებთან.
რატი
28 მარტი 2021 00:51
7
Bienvenidos. Hagamos un sorteo 1 -1. Somos gente hospitalaria :)
გადასარევი გიორგი
28 მარტი 2021 00:25
4
მთავარია დიდი ანგარიშით არ წააგონ და 1 გოლი გაუტანონ ესპანეთს,თუ მეტს გაუტანენ ვინ ოხერს ეწყინება?! ბერძნებს მსაჯმა პენალტი აჩუქა და ფრეც მისი დამსახურებაა.ვინც უყურა ამ თამაშს დამეთანხმება
ივანე მ-ბ
27 მარტი 2021 22:40
2
ხვალ სუპერ თამაშს მოგიგებთ და მაგას გაიხსენებ მომავალში, თქვენ აიტანთ ამას:))
აჩი
27 მარტი 2021 21:45
10
ზღაპრების მართლა გჯერა? :D
Ki
27 მარტი 2021 22:35
8
ეჰჰ ჩემო ლუის, აბა მე მკითხე თბილისთან რამდენი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ ჩაიქროლა ცხოვრებამ.
მეგრელი
27 მარტი 2021 21:42
1
ენრიკე! მართალია მაშინ სუპერთასის მოგებით, კარგი მოგონებები გაგყვათ, მაგრამ იმედია ხვალ, კარგ მოგონებებს ჩვენ დაგვიტოვებთ!
ზურა
27 მარტი 2021 20:31
4
ვინც დისლაიქი დაგიწერა ის არის ტუუუ
ვანჩოპე
28 მარტი 2021 03:15
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული