საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
ბურთს საჯარიმოდან, რომ ვერ ამოიტან რაზეა პრეტენზია?
ძალიან საწყენია მგრამ, კლასმა გაიმარჯვა.
ოზუზი
28 მარტი 2021 22:13
6
ეეერთხელ ხო შეიძლება რო ჩვენც გაგვიმართლოს ერთხეელლლლ
ოკ
28 მარტი 2021 22:08
5
Es komentatoreebi sitarsis gansaxierebebei arian agar waayvaninot sxva naxet ra
Gko
28 მარტი 2021 22:04
3
პირველი არხი ხო საზმაუწყებელია? და გავაგზავნოთ პეტიცია მე სამეგობროში ადამიანი არ მყავს ვისაც ეს კომენტატორები მოწონს!!!
ბოკინიო
28 მარტი 2021 22:06
3
ხო რა ,როგორც კი ახსენა ერთ-ერთმა 2012-ში რო 1-0 მოგვიგეს ის თამაში და მეორემ გააწყვეტინა ლაპარაკი არ ახსენო ეგ თამაშიო ე მად გავიფიქრე რო დავითარსეთ...შეიძლება არასერიოზულია მარა ფაქტია...გამაღიზიანებლები არიან...
ზესტაფდონი
28 მარტი 2021 22:11
2
loriaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa amas kvia gundis dagalateba, dadeki chen adgilas sad midixar bolo cutebia, rodis unda viscavlot discipkina.
x
28 მარტი 2021 22:02
2
როგორც ყოველთვის, ისევ კარგი წაგება და პროგრესი აშკარაა შეგვრჩა ხელში
givii
28 მარტი 2021 22:16
5
მოვითხოვოთ ყველამ მოვითხოვოთ: სიმსივე ნაკრების კომენტატორად,რომელ არხზეც არ უნდა იყოს რეპორტაჟი!
დიმო
28 მარტი 2021 22:08
11
ეგ რაღა შუაშია?
jjj
28 მარტი 2021 22:19
6
სუსტი გუნდი ვართ არ გადიოდა ბურთი და მეკარემ ივაჟკაცა
Imeda
28 მარტი 2021 22:02
8
ფიზიკურად ვერ გავუქაჩეთ....
შოთა
28 მარტი 2021 22:13
4
რა შუაშია ფიზიკა და გეომეტრია დაგდებულიყო ლორია თავის ადგილას და აღებული იყო ბურთი,
jjj
28 მარტი 2021 22:41
0
აქ ლაიქებს და პოსტებს ფედერაციადან წერდნენ და ალაიქებდნენ! ან საბავშვო ბაღიდან! ის ქვეყნის გულშემატკივარი პოზიცია რომლისთვისაც ფრე მოგების ტოლ-ფასია, იმ ქვეყნის ნაკრებს არავითარი მომოვალი არ გააჩნია!!!!!!!!!!
გურამი
28 მარტი 2021 22:16
46
მეორე ტაიმის მომგონს გავარტყი
Ika
28 მარტი 2021 22:06
6

სიახლეები პოპულარული