ავტოგოლი, ხვიჩას მაგარი გოლი და პირველი მოპოვებული ქულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მესამე ტურში საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ
გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.

თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.

სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)

საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)

მკითხველის კომენტარები / 146 /
როგორც ვიცი სევილიას სპორტული დირექტორი ესწრებოდა ამ თამაშს და იმედი მაქვს დაფიქსირა რომ კვარაცხელიამ გარდა იმისა რომ ულამაზესი გოლი გაიტანა ასევე მთელი საბერძნეთის დაცვაა ათრიაა და მიქაცევს ამას ყურადღებას :))
ჯონი
01 აპრილი 2021 01:24
0
ერთი თამაში მგონი ხციჩა ცენტრში უნდა მოისინჯოს
???????????????
01 აპრილი 2021 04:15
4
ჯაბას გოლი დაგვხატავდა, შვედეთმა უნდა დაკარგოს ბევრი ქულები, შემოდგომაში ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი, მიქაუტაძე დაგვემატება, უძლიერესი შემტევი გუნდი გვეყოლება!!!
მინდია
01 აპრილი 2021 00:56
2
გიორბელიძემ უნდა შეიცვალოს გუნდი და აგენტი.
თამაშობს ვოლფსბერგერში, ავსტრიის ძალიან, ძალიან საშუალო გუნდში და სეზონში სულ 7-ჯერ ათამაშეს, ძირითადათ შეცვლებზე. როგორ დავიჯერო, რომ ვოლფსბერგერს ამ პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელი ყავს?
გიორბელიძე სამ ძლიერ გუნდთან-ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთან ფლანგზე არც ერთ ამ ნაკრების ფეხბურთელს არ ჩამოუვარდებოდა და ზოგჯერ უკეთესი იყო.
ეს პოზიცია ყველგან დეფიციტურია, იმედი მაქვს, ამ თამაშების შემდეგ რაღაცა შეიცვლება უკეთესობისკენ
zaz197
01 აპრილი 2021 14:22
1
კაკაბაძემ საკუთარ კარში გოლი რომ შეაგდო ეს არის ხიზანიშვილის და სანიოლის ბრალი. მთელი პირველი ტაიმი კაცი ვერ იყო "მის მატორზე", თავის თამაშს ვერ თამაშობდა... მე შევატყვე ეს მდგომარეობა ტელევიზორის ეკრანიდან და მიკვირს ამ მწვრთნელებმა როგორ ვერ შეატყვეს გასხდელში რომ არაფერ თავში კაკაბაძე არ იყო! შემცვლელიც ყავდათ, უკვე ნაცადი. უნდა გამოეცვალათ! ან ამ მამაცხონებულს თითონ ეთქვა, გამოფიტული ვარ გამომცვალეთო!!! ???
aburjga
01 აპრილი 2021 15:53
14
მადლობა კვარაცხელიას ძალიან ტექნიკურია უნიჭიერესი. მაგრამ რატომღაც მგონია რომ ჩაკვეტაძეს უფრო მაღალი საფეხბურთო ინტელექტი აქვს, ამას იმიტომ ვწერ რომ აქ ახსენეს ხვიჩიას ცენტრში დაყენება. დიდი ტვირთია ყოველშემთხვევაში ჯერ. შეეშვით იფრინოს ფლანგზე და ფლანგიდან გაგვახარა. ცენტრში პლეიმეიკერად ჩაკვეს ველოდები. კიდევ და კიდევ მადლობა ხვიჩას.
ზურა
01 აპრილი 2021 08:41
5
ავტოგოლიცაა და ავტოგოლიც. Черт его знает.....
თედო
01 აპრილი 2021 02:10
5
ფაქტია რომ ტანმაღალი ცენტრალური თავმდასხმელები ვერამართლებენ ნაკრებში, ვერც ბუდუ ვერც ქვილითა და ვერც სხვა. მე მგონი ჯობია სხვა სტილზე გააკეთოს ნაკრებმა აქცენტი ან 4-4-2 და სადაც გამოკვეთილი ფორვარდი არ იქნება ან სხვა გამოიძაღოს ვინმე არვიცი როგორც ჩაბრაძე აღმოაჩინა ვილიმ და ჩემთვისაც სიურპრიზი იყო ქრვიცოდი ეგეთი კაიბიჭი თუ გვყავდა.
რავი
01 აპრილი 2021 01:28
1
მომწონს ეს ნაკრები და მიდგომა,ტაქტიკა მაგრამ,არის ორი რამ.ქვილითაიას და ზივზივაძის მსგავსი ცენტრალური თავდამსხმელი არაფერში გვადგება ჩანს.გვჭირდება სხვა სტილის.მებრძოლი და უფრო ბურთის ტარებია უნარის მქონე.ორივეს კაჭარავა ჯობს ამ სტილის თავდამსხმელი თუ გვეყოლება.და მეორე.კვარაცხელია მომწონს მაგრამ ძალიან ბევრს ათრევს ბურთს და ეს ჩანს აშკარად.ამას იმედია მწვრთნელი მიუთითებს და გამოასწორებს.ველოდები ჩაკვეტაძეს მოუთმნელად.მადლობა სანიოლს და მთელს ნაკრებს
Georgian
01 აპრილი 2021 01:01
28
ბურთსაც ათრევს და ნაკრებსაც! მარტომ მიიტანა კარამდე მოატყუა ორი კაცი და გაიტანა!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
01 აპრილი 2021 01:13
1
დღეს გამოკითხვა იყო ვის დააყენებდითო და დავწერე ლორია ჩაბრაძე კაშია დვალი გიორბელიძე კანკავა აბურჯანია კვარაცხელია კიტეიშვილი ლობჟანიძე და ქვილითაია (სამწუხაროდ). მხოლოდ ორ პოზიციაზე არ დაემთხვა ჩემი და სანიოლის გემოვნება და უნდა აღინიშნოს ზუსტად ეს ორი პოზიცია იყო დღეს არადამაჯერებელი და სანიოლის ადგილას ზივზივაძეს აღარ გამოვიძახებდი ნაკრებში. ასეთი ზარმაცი ფეხბურთელი ჩემს დღეში არ მინახია. ქვილითაია უფრო კარგი იქნებოდა კალათბურთში მძიმე ფორვარდად, ფეხბურთში კიდე მცველად იქნებოდა საშუალო დონის. სასწრაფოდ უნდა გამოჯამრთელდეს მიქაუტაძე და ჩაკვეტაძე. ჩაბრაძემ კიდე ფიზიკაში უნდა მოუმატოს.
roma bejanidze
01 აპრილი 2021 00:58
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული