საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ესპანეთთან მატჩის სასტარტო შემადგენლობასთან შედარებით მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა - ძირითადში გვილიას ნაცვლად აბურჯანია დააყენა და იგივე ტაქტიკური სქემა (4-2-3-1) აირჩია.
თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტი კი მასპინძლებს ჰქონდათ, მაგრამ ციოლისმა ახლო მანძილიდან ვერ უწია მიზანს. თანდათან ინიციატივას ბერძნები დაეუფლნენ და ჩვენს კარზე იერიში-იერიშზე მიჰქონდათ. შუა პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ბურთს დაეუფლა და სახიფათოდაც შეუტია. 22-ე წუთზე კიტეიშვილმა ლობჟანიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ საბამ ბურთი ვერ დაიმორჩილა. შემდეგ კვარაცხელიამ განივი რეიდი განახორციელა, დაარტყა კიდეც, თუმცა მცველმა ცაველასმა მოახერხა ბურთის მოგერიება და თანაბარი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. აშკარად ჩვენი გუნდი უფრო მარცხენა ფლანგიდან უტევდა, სადაც გიორბელიძე და კვარაცხელია აქტიურობდნენ.
თამაშის სურათი მეორე ტაიმის დასაწყისში არ შეიცვალა, ტემპი საშუალო გახლდათ, უპირატესობას ვერცერთი გუნდი ვერ ფლობდა, ხოლო შემდეგ საქართველოს ნაკრები გააქტიურდა: 68-ე წუთზე საჯარიმოსთან კიტეიშვილი პაპადოპულოსმა წააქცია, აბურჯანიას დარტყმული ბურთი კი მეკარემ მოიგერია და 75-ე წუთზე ალოგიკური გოლი, უფრო სწორად, ავტოგოლი მივიღეთ, როდესაც კაკაბაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. მერე კი კვარაცხელიამ მავრიასი გააბითურა და ანგარიში გაათანაბრა. 86-ე წუთზე კანკავას შორიდან გასროლილი მეკარემ მოიგერია. ბოლოს "ჯვაროსნები" იერიშზე გადავიდა, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო და ფრეს დავჯერდით.
საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და უნდა აღინიშნოს, რომ გოლის გატანა ძალიან უჭირს - ბოლო 6 მატჩში თამაშიდან გოლებს მხოლოდ ხვიჩა იტანს და ეს სერიოზული პრობლემაა.
სალონიკი. „ტუმბა არენა“
საბერძნეთი - საქართველო 1:1
გოლები: 0:1 კაკაბაძე (75, საკ. კარში), 1:1 კვარაცხელია (78)
საბერძნეთი: ვლახოდიმოსი, ბაკაკისი (მავრიასი 42), პაპადოპულოსი, ცაველასი, იანულისი, ზეკა, ბაკასეტასი (იაკუმაკისი 70), ბუხალაკისი (სიოპისი 87), ციოლისი (ლიმნიოსი 46), პავლიდისი (მასურასი 70), ფორტუნისი
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, დვალი, გიორბელიძე, კანკავა, აბურჯანია (გვილია 74) , ლობჟანიძე (ჯიღაური 84), კიტეიშვილი (კვეკვესკირი 84), კვარაცხელია, ზივზივაძე (ქვილითაია 63)
ძალიან არ მომწონს ჩვენი ფორვარდების თამაში, მაგრამ არც ის მომწონს რაც ქვილითაიას მისამართით სოც ქსელებში გინების კორიანტელი ისმის. წარმომიდგენია რა დღეში ჩავაგდებდით ტიბო ვერნერივით (გუშინ მაკედონიასთან) ბურთი რომ ვერ გაეტანა ან წინა ტურში რონალდომ რომ ააცილა მეკარესთან ერთი-ერთზე ზედიზედ ორჯერ. პირველ რიგში ფსიქოლოგიურად არის ძნელი ამ ყველაფრის მოსმენა და თუ თამაშის ღირსი არ არაის ნურც ნაკრების მწრთვნელი გამოიძახებს. ვნახოთ მიქაუტაძე როგორ განვითარდება და შეეწყობა გუნდს, მანამდე კი ესეთ გამოსავალას ვფიქროფ, ოქრი დავაყენოთ ცრუ ცხრიანზე დაახლოებით რასაც დეპაი თამაშობს ნიდერლანდების ნაკრებში. კაცის მოტყუებაც შეუძლია და დარტყმაც კარგი აქვს, ერთი ეგ არის სისწრაფეში აქვს მოსამატებელი თუ კიდე შერჩა რესურსი.
თამაშობს ვოლფსბერგერში, ავსტრიის ძალიან, ძალიან საშუალო გუნდში და სეზონში სულ 7-ჯერ ათამაშეს, ძირითადათ შეცვლებზე. როგორ დავიჯერო, რომ ვოლფსბერგერს ამ პოზიციაზე უკეთესი ფეხბურთელი ყავს?
გიორბელიძე სამ ძლიერ გუნდთან-ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთან ფლანგზე არც ერთ ამ ნაკრების ფეხბურთელს არ ჩამოუვარდებოდა და ზოგჯერ უკეთესი იყო.
ეს პოზიცია ყველგან დეფიციტურია, იმედი მაქვს, ამ თამაშების შემდეგ რაღაცა შეიცვლება უკეთესობისკენ