საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება განაახლა. 4 ივნისს ვილი სანიოლის გუნდმა ქალაქ ენსხედეში საფეხბურთო კლუბ დე ტუბანტერსის მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი იყო ჩართული. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ირაკლი აზაროვს. გუნდთან ერთადაა საბა კვირკველია, თუმცა ფეხბურთელი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შეკრებაზე მყოფი სხვა მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და 6 ივნისს გასამართი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 5 ივნისს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.
ნახეთ ვარჯიშზე ლევან შენგელიას არიენ რობენის სტილში გატანილი გოლი.
მომზადებულია nakrebi.ge-ს მიხედვით