ნაკრები ენსხედეში ემზადება - შენგელიას გოლის რობენსაც შეშურდებოდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადება განაახლა. 4 ივნისს ვილი სანიოლის გუნდმა ქალაქ ენსხედეში საფეხბურთო კლუბ დე ტუბანტერსის მოედანზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 24 ფეხბურთელი იყო ჩართული. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია ირაკლი აზაროვს. გუნდთან ერთადაა საბა კვირკველია, თუმცა ფეხბურთელი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. შეკრებაზე მყოფი სხვა მოთამაშეები ჯანმრთელად არიან და 6 ივნისს გასამართი მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 5 ივნისს ადგილობრივი დროით 18:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის
დაწყებამდე კი, ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

ნახეთ ვარჯიშზე ლევან შენგელიას არიენ რობენის სტილში გატანილი გოლი.

მომზადებულია nakrebi.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
თქვენ უნდა ნახოთ ცარიელ კარში რა გოლებს იტანს :)))
irakli81
05 ივნისი 2021 20:39
1
ვარჯიშზე მსინც რომ შეუძლია ეგეც კარგია, ვერ ამართლებს ეგ ბიჭი ავანსებს, იმიტომაც ვერ თამაშობს ძირითადში, ფიზიკასთან ერთად , ალღოც აკლია და შემართებაც, აბურჯანიასავით შენელებული კადრივით მოძრაობს და აზროვნებს, პასი არ უვარგა და თუ ხანდახან ყარაულის თოფივით გაუვარდება, როგორც უმეტესობას, ეგ კლასი არ არის და იმიტომაც ვერ ხვდებიან სამწუხაროდ -კარგ გუნდებში.
გუსანი
05 ივნისი 2021 14:03
3
კარგი გოლი იყო მარა მგონი კუპატაძეს უნდა აეღო.
hhh
05 ივნისი 2021 12:04
0
1972 წელს,თბილისის დინამომ პირველად მიიღო მონაწილეობა,უეფას თასზე, 1/32ფინალში.ენსხედეს "ტვენტეს" წინააღმდეგ საშინაო 3-2 გამარჯვების შემდეგ,აქ წააგო 0-2 და გათამაშებას გამოეთიშა.მას შემდეგ ქართულ გუნდს,მგონია აქ აღარ უთამაშია(ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება).იმედია მომავალი მატჩი, უფრო იღბლიანი გახდება.
სოსო
05 ივნისი 2021 11:35
1
ეხ,,, ნეტა არიან მორწმუნენი" --კი იმათ მე 2 ნაკრებს თუ ვეთამაშებით მაშინ შანსი გვექნება,
გუსანი
05 ივნისი 2021 13:59
1
არა შეჯდა მწყერი ხესა...
ავჭალიდან
05 ივნისი 2021 09:25
6
თამაშის დროს გაიტანოს ან დაარტყას მსგავსი -ბედნიერი ვიქნებოდით....
სოსო
05 ივნისი 2021 08:26
1
არა შეჯდა მწყერი ხესა...
ავჭალიდან
05 ივნისი 2021 06:31
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული