ვინ როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ? [PHOTO]

AutoSharing Option
30 აგვისტოს საქართველოს ნაკრები უახლოესი შეხვედრებისთვის მზადებას იწყებს. დრო, როგორც ყოველთვის, ცოტაა - პირველი მატჩი 2 სექტემბერსაა.

ხვიჩა კვარაცხელიას დანაკლისმა გულშემატკივრები საკმაოდ აანერვიულა, თუმცა ლიდერების გარეშე თამაში ნებისმიერ გუნდს შეიძლება მოუწიოს და ასეთ დროს წინასწარი ნეგატიური ფიქრები სწორი ნამდვილად არაა. ვილი სანიოლს სხვა საკადრო დეფიციტიც, თუნდაც ცენტრალური მცველების, აქვს. მსგავს საკითხებზე ფრანგი სპეციალისტი თავიდანვე რომ ფიქრობდა, ამას მისი როტაციითა და დებიუტანტებზე დაყრდნობით ვხვდებოდით.

მთავარია, არსებული კონტინგენტი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოვიყენოთ. წინ სამი შეხვედრაა და ცვლილებები აუცილებლად იქნება.

მეკარეები

საქართველოს ნაკრების ამ რგოლში
ყველა მოთამაშე კარგ ფორმაშია.

ძირითადი მეკარის ცნება თითქმის ყველა გუნდში არსებობს და ამ სტატუსს ჩვენს ნაკრებში გიორგი ლორია ატარებს. "ანორთოსისის" კიპერს კორონავირუსის გამო გარკვეული პერიოდი გაუცდა, ამის შემდეგ კი მშვენივრად დაბრუნდა - მეკარის გაძევების გამო თამაშში მოულოდნელად (როგორც თავად განაცხადა) ჩართულმა თერთმეტმეტრიანის მოგერიება შეძლო. გიორგი კონფერენს ლიგის მატჩებში ძალიან დამაჯერებელი იყო და თემურ ქეცბაიას გუნდის ჯგუფში მოხვედრას ხელიც შეუწყო.

Sportall.Ge

როცა ნაკრებში "ვალენსიას" ძირითადი კიპერი გყავს, რომელსაც მშვენიერი პრესა აქვს, მისი სათადარიგოთა შორის ყოფნა შესაძლოა, უცნაურად ჩანდეს. განვლილ თამაშებში სანიოლის როტაციისადმი დამოკიდებულებით თუ ვიმსჯელებთ, ოფიციალური მატჩებიდან ერთ-ერთში "ჯვაროსნების" კარი მამარდაშვილს რომ ანდოს. ამაში გასაკვირი არაფერი იქნება. საინტერესოა, ეს ესპანეთში გასამართ შეხვედრაში ხომ არ მოხდება?!

ცენტრალური მცველები

საქართველოს ნაკრების დაცვას რამდენიმე ისეთ ფეხბურთელი აკლია, სასტარტო შემადგენლობაში თამაშის პრეტენზიას რომ აცხადებენ (კვირკველია, დვალი, ტაბიძე). თუმცა აქ მაინც ნაკლები პრობლემაა.

შესაძლოა, ბევრი მოთამაშე ისე კარგად ნამდვილად ვერ მოერგოს ახალ კლუბს, როგორც დავით ხოჭოლავა. "კოპენჰაგენის" მცველი აბსოლუტურად ყველა კომპონენტში გამორჩეულია და გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეც გახდა. მას წინა პერიოდში თუ რამე დააკლდა, სწორედ "შახტარში" მცირე სათამაშო პრაქტიკისას. ახლა ეს პრობლემა აღარ არსებობს, დათა მოედანზე, უბრალოდ, ბრწყინავს.

Sportall.Ge

გურამ კაშია უკვე ვეტერანია. ამიტომ ვლადიმირ ვაისი "სლოვანში" დასვენების საშუალებასაც აძლევს. გურამი საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი ფეხბურთელია - კომუნიკაცია და დაცვის "დალაგება", რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ გამოდის.

სავარაუდოდ, სანიოლი ამხანაგურ შეხვედრებში ახალ ფეხბურთელებს დაეყრდნობა, რაც ლუკა ლოჩოშვილის სადებიუტო შანსებს ზრდის. 23 წლის მოთამაშე "ვოლფსბერგერის" ძირითადი შემადგენლობის წევრია. ავსტრიაში ბევრი გოლი გადის და ლუკას გუნდს 6 მატჩში საკუთარ კარში 11 გოლი აქვს მიღებული (ერთ-ერთი ოთარ კიტეიშვილისგან). ამიტომ, მხოლოდ ამ მაჩვენებლით მასზე ვერ ვიმსჯელებთ, სხვადასხვა ასპექტზე დაკვირვებაა საჭირო.

ფლანგები

საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის დანიშვნამდე "ჯვაროსნებში" მარცხენა მცველის პოზიციაზე უამრავი მოთამაშე, ძირითადად, სხვადასხვა ამპლუის, გამოიცადა. ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა ამ რგოლში კონკურენციაც კი ჩამოაყალიბა.

გურამ გიორბელიძეს გერმანიაში გადასვლის შემდეგ განაცხადში შეყვანასთან დაკავშირებულ გარკვეულ პროცედურებში საკმაოდ დიდი დრო გავიდა, რის გამოც მას სათამაშო პრაქტიკა აკლია, თუმცა გურამის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება.

Sportall.Ge

ნაკრებში ამ პოზიციაზე ირაკლი აზაროვიცაა - ის ჯერ გამოცდილი არაა, თუმცა ძალიან დამაჯერებელი, სწრაფი და შეტევაზე ორიენტირებული ფლანგელია, რომელმაც თავისი ძალა ბათუმის "დინამოს" ევროტურნირების შეხვედრების მიმდინარეობისასაც დაამტკიცა...

ოთარ კაკაბაძეს, მარტის შეხვედრების მსგავსად, სათამაშო დროის პრობლემა ამჯერად "კრაკოვიაში" აქვს, თუმცა მისი გამოცდილებისა და ფლანგზე გამუდმებული შეტევების შესაძლებლობებზე კარგად ვიცით და ეს "ფურია როხასთან" თბილისურ მატჩშიც (1:2) გამოჩნდა.

Sportall.Ge

გრიგოლ ჩაბრაძემ ვილი სანიოლის დავალებებს ალღო მაქსიმალურად სწრაფად აუღო. ის უფრო დაცვით ფაზაშია გამორჩეული. იმავე კაკაბაძისგან განსხვავებით, შეტევაში იმდენად ეფექტური არაა, თუმცა შეცდომები მინიმუმამდე დაჰყავს. ვინ როგორ შეხვდება კონკრეტულ მატჩს, ამას სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება...

ნახევარდაცვა

სანიოლის გუნდის ნახევარდაცვას გამორჩეული შემოქმედებითი ფეხბურთელი - ოთარ კიტეიშვილი ჰყავს. როგორც ავსტრიის ჩემპიონატში, ასევე ევროპა ლიგაზე "ათიანის" თამაში ძალიან ეფექტური იყო. ოთარზე დაყრდნობა შუა ხაზის არაერთ პოზიციაზე შეიძლება, თუმცა ყველაზე შედეგიანი მაინც გამთამაშებლად ჩანს.

Sportall.Ge

კაპიტანი ჯაბა კანკავა ყოველთვის შემართულია. მის ბრძოლისუნარიანობაზე "სლოვანის" გულშემატკივრები ბევრს, თუმცა ჩვენთვის ნაცნობს წერენ: "არ გვჯერა, რომ 35 წლისაა" - ამ ფრაზით ბევრი რამაა ნათქვამი.

გიორგი აბურჯანიას ტრავმის შემდეგ "ჟილ ვისენტეში" ეტაპობრივად ტვირთავენ. ამიტომ ის 90 წუთის სათამაშოდ ჯერ მზად არაა. მურთაზ დაუშვილისც საკმაოდ ბევრი გაუცდა, დაბრუნების შემდეგ კი მხოლოდ 1 ოფიციალური მატჩი გამართა, სადაც მისი "აპოელი" მწარედ (0:4) დამარცხდა.

ნაკრებში ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველები არიან, რომელთაც ევროტურნირებმა გარკვეული გამოცდილება შესძინა - სანდრო ალთუნაშვილსა და ვლადიმერ მამუჩაშვილს შანსები უნდა მიეცეთ და ვნახოთ, ამას ისინი რამდენად კარგად გამოიყენებენ.

შეტევა

საქართველოს ნაკრებში კვარაცხელიას არყოფნაში სანიოლს ჩვენი მოთამაშეების შეტევაში გადანაწილების სხვადასხვა ვარიანტი აქვს.

Sportall.Ge

საბა ლობჟანიძე წარმოუდგენლად მაგარ ფორმაშია და მარჯვენა ფლანგიდან კოსოვოს ნაკრებს დიდი პრობლემები უნდა შეუქმნას. გვახსოვს, როგორ ეხმარებოდა ის მცველებს, რათა ხორდი ალბას ფლანგური ჩართვები შეეჩერებინა. ამით წინა ხაზზე საბას პროდუქტიულობა მოაკლდა, თუმცა სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა.  "ჰათაისპორის" მოთამაშე ფანტასტიკურად გამოიყურება. ასეთივეა მისი გოლებიც! ახლა მისი შემოქმედებითი რესურსების მაქსიმალურად გამოყენებაა საჭირო.

ვაკო ყაზაიშვილი - მას სამხრეთ კორეის ჩემპიონატსა და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი რამ ლამაზად და ამავდროულად, შედეგიანად გამოსდის. ვაკოს ტიპის ფეხბურთელს ნებისმიერ წამს აფეთქება და რაღაც განსაკუთრებულის შექმნა შეუძლია. მისთვის სწორი პოზიციის შერჩევა სანიოლისთვის კიდევ ერთი გამოწვევა იქნება. 

ხვიჩას არყოფნაში მარცხენა შეტევის პოზიცია ვაკანტური ჩანს და იქნებ ის სწორედ "ულსანის" ფეხბურთელმა შეავსოს, მაგრამ ოთარ კიტეიშვილის მსგავსად, ყაზაიშვილი უფრო ეფექტური მაინც მინდვრის სიღრმიდან თამაშისასაა.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძის საქართველოს ნაკრებში ნათამაშებ შეხვედრებს რომ ვიხსენებთ, სულ ისეთ ფორმაში გვინდა ვიხილოთ. მას ახლა მაქსიმალურად მეტი სათამაშო დრო სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, "გენტის" მთავარი მწვრთნელისგან ვერ იღებს. იქნებ "ჯვაროსნების" უახლოესი შეხვედრები იყოს ის, რაც გიორგის ახალ ენერგიას მისცემს და კლუბსაც დაანახებს, რომ მისთვის მეტი ნდობაა საჭირო.

გიორგი წიტაიშვილის განაცხადში დამატებამ  გულშემატკივრებს გუნდის ლიდერის არყოფნა ცოტათი მაინც შეუმსუბუქა. გიორგის ახლა შანსი ეძლევა, რათა საქართველოს ნაკრების სტაბილურ წევრად ჩამოყალიბდეს. წიტაიშვილი მსოფლიოს ჩემპიონია და ამით ბევრი რამაა ნათქვამი.

საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ფლანგელი და ბოლო პერიოდში კარგად ათამაშებული ზურიკო დავითაშვილია, რომელმაც რუსეთის პრემიერლიგაში დიდხნიანი პაუზის შემდეგ გაიტანა.

მიქაუტაძე და ქვილითაია

ვილი სანიოლის განკარგულებაში ახლა მხოლოდ 2 ფორვარდია. გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში თავისი შესაძლებლობები სრულად გამოავლინა, რისი დაგვირგვინებაც ეროვნული ნაკრების სადებიუტო მატჩში გოლის გატანა იყო. ახლა გიორგის ერთადერთი პრობლემა აქვს - ნაკლები სათამაშო დრო, რაც მისი ძველ კლუბში დაბრუნებით მალე უნდა მოგვარდეს.

Sportall.Ge

მიქაუტაძის ახლანდელ ფორმაზე საუბარი რთული იქნება, მაგრამ მასში მოტივაცია და გატანისკენ სწრაფვა სულ იგრძნობა, თუნდაც რამდენიმე წუთით ითამაშოს. ის ყველაფერს გააკეთებს, ჯვაროსნებში" გოლების რაოდენობა რომ გაზარდოს.

გიორგი ქვილითაიაზე დაახლოებით იმის თქმა შეიძლება, რაც მის თანაგუნდელ მურთაზ დაუშვილზე - როცა ფეხბურთელს სეზონი ჯერ სათანადოდ არ დაუწყია, რადიკალური დასკვნების გაკეთება რთულია.

სანიოლმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე არაერთი მოთამაშე გამოსცადა, ამ ეტაპზე კი ის ისევ ქვილითაიას ენდობა, რომელიც ზაფხულის ამხანაგურ მატჩებში არ გამოუძახებია. მან მთავარ მწვრთნელს არჩევანი უნდა გაუმართლოს!

altსაქართველოს ნაკრები - კონკურენცია და პრობლემური პოზიციები

altსაქართველოს ნაკრების განაცხადში კიდევ ერთი ცვლილებაა

მკითხველის კომენტარები / 14 /
ან 1:0-ს მოვიგებთ ან 3:0-ს.დარწმუნებული ვარ იმაში,რომ კარს მშრალად შევინახავთ!კი ბატონო,მეტოქის ფეხბურთელები,გაცილებით უკეთეს კლუბებში ირიცხებიან,ირივხებიან იმიტომ,რომ რაშიცას გარდა,ძირითადად სათადარიგოები არიან(სამწუხაროდ ისევე,როგორც ჩვენი ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა),შესაბამისად,ჩვენი სიკეთისა არ იყოს,არც მათ ჰყოფნით კლასი და სერიოზული ჩავარდნები აქვთ ხოლმე მატჩის მიმდინარეობისას და როგორც ზემოთ აღვნიშნე,დარწმუნებული ვარ ამას აუცილებლად გამოვიყენებთ!წარმატებები!
!!!
30 აგვისტო 2021 20:11
0
ლობჟანიძე ვერასოდეს ვერ გაამართლებს განსაკუთრებით გამოჩნდა ჰოლანდიასთან მატჩში და ერთ მომენტს ნუ იყრუებთ ხოლმე.
sddd
30 აგვისტო 2021 18:44
30
ძალიან მაინტერესებს წიტეიშვილის თამაში ნაკრებში და იმედი მაქვს მწვრთნელი ათამაშებს ერთ შეხვედრაში მაინც ძირითადში როგორც ვიცი ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ბიჭია და ბევრი შეუძლია და საინტერესო იქნება მისი საქმეში ნახვა.
ზაზა
30 აგვისტო 2021 17:02
1
მარჯვენა ფლანგზე საბა უნდა დადგეს ის შესანიშნავ ფორმაშა და ჩემი აზრით იდეალური ვარიანტია კარში მამარდაშვილი აუცილებლად ის იმსახურებს ამას ხოლო რაც შეეხება მარცხენა ფლანგს ვისურვებდი ჩაკვეტაძეს მაგრამ გენტში არ აქვს სათამაშო პრაქტიკა და როგორც ჩანს არც არის მზად 90 წუთი სათამაშოთ ეს არც არის გასაკვირი რადგან ორწელიწად ნახევარი ფაქტობრივად ფეხბურთი არ უთამაშა და მუდმივად ტრამვებს ებრძოდა და ახლა ნელ ნელა იღდგენს ფორმას ეჩვევა და შედის ტონუსში და ვფიქრობ ამ პროცესში ზედმეტი დატვირთვის მიღება არ იქნება სწორი ამიტომ ჯობია მარცხენა ფლანგზე როტაცია მოხდეს დავითაშვილ ჩაკვეტაძე ყაზაიშვილს შორის და გადანაწილდეს სათამაშო დრო ხოლო არ ვიცი წიტეიშვილი რომელ ფლანგზეა მარჯვნივ თუ მარცხნივ მაგრამ ვფიქრობ რაღაც დრო წიტეიშვილმაც უნდა მიიღოს ნაკრებში და გამოიცადოს ის ბიჭიც საქმეში.
ზურა
30 აგვისტო 2021 16:51
1
_______მამარდაშვილი
ჩაბრაძე კაშია ხოჭოლავა ახაროვი
_____კანკავა ალთუნაშვილი_____
________კიტეიშვილი____________
საბა ლ. ვაკო(60წ.ჟორჟი) ზურიკო(60წ.ჩაკვე)


დიდგორელი
30 აგვისტო 2021 16:15
7
რაიყო ეხლა შენ 7 ძირითადი მეგრელის ყიფნას რომ გადაუსვი ხაზი ტოო?
ბაჩი
30 აგვისტო 2021 20:29
4
რაღადროს დაუშვილი და ქვილითაიაა? როგორც ჩანს, მაჯლაჯუნები სანიოლსაც შეუჩნდნენ...
ფეოლა
30 აგვისტო 2021 16:12
11
მე ვფიქრობ რომ ჩაკვეტაძემ მხოლოდ ერთი ტაიმი(მეორე ტაიმი უკეთესია) უნდა ითამაშოს
georgia
30 აგვისტო 2021 15:43
2
არცერთი რუსეთში მოთამაშე ფეხბურთელი არ უნდა იყოს ნაკრების ღირსი, ეს მათი მუდმივი შრაი, სრამი, სახადი და სირცხვილი უნდა იყოს.
უკრაინაში თუ ასე თვლიან , ჩვენ რა,უკრაინაზე ნაკლები ვიზარალეთ რუსეთისაგან?
jango
30 აგვისტო 2021 14:40
39
მერე შე კაცო ორი კაცი ყავდა რუსეთიდან (კვარაცხელია და დავითაშვილი)! ერთი უკვე დაგვაკლდა მეორეს ან ათამაშებს ან არა და რაღას ჩივი! არავისაც არ იძახებს სხვას! ვაისისავით ხომ არა არის, ნახევარ გუნდს უთამაშებელს და ტრამვირებულს იძახებდა! ვინც არ თამაშობს და ვერ ხვდება კლუბის "სასტავში" არ იძახებს ნაკრებში მორჩა და გათავდა!
მწვრთნელი
31 აგვისტო 2021 10:43
0
დიდგორელი
მეგობარო, თუკი შენ ვერ განასხვავებ შრომას რუსი ოკუპანტების მასობრივ-კოლექტიური გართობისათვის იქ ჩასვლას დიდი ხელფასის იმედით და ამაში ფულსი ჭრას, მაშინ პრობლემები გქონია აღქმის, რაა შრომა და რაა გამართობლად და მათი ეიფორიის მსახურად ყოფნა.
სპორტი კი გართობაა , ჰოდა ნუ გაართობ იმ ხალხს ვინაც მხოლოდ იმით საზრდოობს და ხარობს რომ მათი იმპერია მკვლელი და დამპყრობელია. ვინც გუშინ ტრიბუნაზე ტასს უკრავდა ქართველ ფეხბრუთელ -გამ,ართოპბელს, ის ხვალ ავტომატით მოადგება შენს ოჯახს და მოგიკლავს ახლობელს, არ დაფიქრდება რომ სტადიონზე მისი სიამოვნების მომნიჭებელი ქართველი იყო.
ისე კი კოლექტივი ქართველი ფეხბრუთელებსი რუსეთის პირველ სამ ლიგაში სულ იქნება 20 კაცი, ასე რომ, ამ ციფრებით მითუფრო სჩანს რომ ამათთვის არ იყო კრიტიკული და ერთადერთი გზა თავსიო და ოჯახის სარჩენად რუსეთში აღმოჩენილიყო.
ამიტომაც მე სპორტისა და გართობის ქართველი პროფესიონალების თუ დამწყებების რუსეთში მოღვაწეობის წინააღმდეგი ვარ.
jango
30 აგვისტო 2021 16:38
17
ყველა გამოხმაურება
ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვცემ პატივს სანიოლისას, შემადგენლობას რომ დააყენებს, როგორიც არ უნდა იყოს, ნდობით ვიქნები განწყობილი, მხოლოდ ერთი გამონაკლისით - მიქაუტაძე ძირითადში უნდა იყოს თუ რამე მესმის ფეხბურთის და ფსიქოლოგიის. ეს არის პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო ამ მატჩებში! რადგან ეხლა არის შანსი, რომ ახალი ბომბარდირი ჩამოყალიბდეს. ჩაკვეს წარმატებას ვუსურვებ და მოუთმენლად ველი მის თამაშს ასევე! და მთელ გუნდს და სანიოლს წარმატებები.
გადასარევი გიორგი
30 აგვისტო 2021 14:23
2
მალადეც ძმაო ინწკირველი. კაი ხანია ასეთი სტატია არ წამიკითხავს
ზახარიჩი
30 აგვისტო 2021 14:15
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული