საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
Saniolis bralia Es cageba, arascori formacia.... Zustad exla schirdeba chakvetadzes da mikautadzes nakrebshi tamashi.... Aseve mamardashvili....
Martali
03 სექტემბერი 2021 03:26
3
ტვინი აკლია გუნდს და კიდევ ჩვენ რატომ არ ვთამაშობთ პრესინგს? კოსოვო მაკედონიაზე და საბერძნეთზე ძლიერი ყოფილა, 0: 4 უნდა ყოფილიყო
თამაზი
03 სექტემბერი 2021 03:19
1
ფეხბურთის ფედერაციიდან, ყოფილი ფეხბურთელები სანამ არ წავლენ და მათ ადგილს სანამ პროფესიონალები არ დაიკავებენ, იქამდე ფსკერზე იქნება ქართული ფეხბურთი.
ფეხბურთი
03 სექტემბერი 2021 02:28
2
კოსოვო კი არის ფიფას წევრი, მარა საქართველო როგორც სახელმწიფოს მას არ აღიარებს, საინტერესოა როგორ შემოუშვა სასაზღვრო დეპარტამენტმა, სრულიად უთავმოყვარეო და უპრინციპო ერი გავხდით, იმის გათვალისწინებით რო კოვიდპანდემი არის იმაზე მაინც ეზრუნა ფედერაციას ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებულოყო მატჩი. ერთი სირცხვილი რო წავაგეთ და მეორე სირცხვილი რო სახემწიფო არ არსებობს არანარ დონეზე. ფეხბურთელებს კიდე, ე ბიჭო გაინძერით, ჭადრაკის დაფაზე ხართ გეგონება განლაგებულები, სანიოლმა რა განლაგებაც მოგიხაზათ ზემოთ ქვემოთ რო მოძრაობდით მარტო, გაეხსენით ერთმანეთს მარჯვნივ მარცხნივ, ცოტა იმპროვიზაცია, დამაწყდა ნერვები, თამაშით უნდა ისიამოვნო რაც თქვენს შემთხვევაში არ გამოდის არანაირად.
გიორგი
03 სექტემბერი 2021 02:23
5
ყველაზე ზუსტი კომენტარი ჟორიკამ დაწერა.
არასწორად გაზრდილი რამდენიმე თაობა გვყავს.
ბავშვების ფეხბურთიდან უნდა დავიწყოთ ყველაფერი.
20 მდე ახალგაზრდა მწვრთნელი უნდა მივავლინოთ წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში მინიმუმ 1 წლით სტაჟირებაზე.
ლაშა
03 სექტემბერი 2021 02:05
3
როგორი უწიგნური და გაუმართავი კომენტარები იწერება,ასეთივე გაუმართავი და უცოდინარი ნაკრები გვყავს.
რაც შეეხება საბავშვო და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას- ისლამდიამ როცა გადაწყვიტა ფეხბურთს მიხედოს,ოცამდე მწვრთნელი მიავლინა ევროპის საუკეთესო მწვრთნელთა სკოლებში.იქიდან დაბრუნებულმა მწვრთნელებმა გაზარდეს ამ პატარა სახელმწიფოში ის ფეხბურთელები,რომლებმაც შემდგომში სასწაული მოახდინეს( სასწაული ისლანდიის მოსახლეობის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით).
რატომ მიგაჩნიათ,რომ დღეს უწიგნური და გაუნათლებელ( თანაც უსაქმურ) ერს, შესწევს რაიმე სასწაულის შექმნა? რა ხდება ჩვენს გარშემო? უვიცი, უწიგნური და ფლიდი ადამიანის გარშემო შემოიკრიბა ასევე უწიგნური და თანაც უსინდისო ხალხი, ხოლო დანარჩენი ქვეყანა ელოდება რაღაც სასწაულს.საიდან? როგორ?

ჟორიკა
03 სექტემბერი 2021 01:39
9
დღეს კარებში მამარდაშვილს უნდა ეთამაშა! სულ სხვა მუხტი იქნებოდა, სძინავთ ზოგიერთებს!
წაგებამ საშინლად დამწყვიტა გული!
მერამდეი?!
ქართულ ფეხბურთს ნეტავ ვინ ან/და რა საწყისიდან უშველის?!
Beso
03 სექტემბერი 2021 01:29
10
სხვისი არ ვიცი,მაგრამ გამიხარდა! ისიც გამიხარდება თუ თუ სტადიონები სოფლის მეურნეობას გადაცემა!არაფრის გარჩევა ამ თამაშშში არ ღირს,
დავით 67
03 სექტემბერი 2021 01:26
9
კობიაშვილი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად!!! (პახოდუ რაა...)
ავოიე!!!! კლაქსვიკი, არარატი, კოსოვო!!!
03 სექტემბერი 2021 01:02
1
ორი რამ არის საინტერესო, ჩვენი ფეხბურთის ფსკერი სად არის და დიდი ამბიციები რომ გვაქვს, დიდგორის ბრძოლა რამდენმა იცის როდის იყო?!
???
03 სექტემბერი 2021 00:59
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული