საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
ცნობილი ფეხბურთელები ...პოლიტიკაში (პარლამენტშიც კანონშემოქმედებით საქმიანობასაც)თამაშობენ თავიანთან ,,პელესთან,, ერთად 100 -ული მილიონობით ლარზე, სად ცალიათ ფეხბურთისათვის?!
გლახუნა
03 სექტემბერი 2021 18:39
3
სფფ-ს და ჩვენი სპორტის მესვეურებს როგორც ჩანს ჯერ ის უნდა ავუხსნათ თუ რა არის წარმატების წინაპირობა და როგორ მიიღწევა ის.

წარმატებას ფეხბურთში (ამ შემთხვევაში) განსპირობებს მიზეზთა კომპლექსი. აქ შეცდომები და გადაცდომები საბოლოო მარცხის წინაპირობაა. კონკრეტული თამაშის გარშემო ყველა და ყველაფერი საათივით უნდა იყოს აწყობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ იღბალის იმედად რჩები. მოდით ახლა.გადავხედოთ ამ კონკრეტული მატჩის გარშემო შექმნილ სიტუაციას და ნათლად დავინახავთ რომ მარცხისთვის (წარუმატებლობისთვის) გარწირული ვიყავით.

1. ხვიჩა კვარაცხელია. უდავოა რომ ამ ეტაპზე ხვიჩა საქართველოს ნაკრების საკვანძო ფეხბურთელია და გუნდი მასთან და მის გარეშე ორი სხვადასხვა კრებულია. რატომ არ იყო ხვიჩა შეკრებაზე? ყველაფერი სფფ-ს უთავმოყვარეობის და უუნარობის ბრალია! როგორ შეიძლებოდა იმის დაშვება რომ ქვეყნის უპირვრლესი გუნდი ვიღაც თაღლითი, “ფუტბოლნი აფერისტის” წმინდა ფინანსურ ინტრრესებს გადავაყოლეთ?! ის რომ ხვიჩსს ტრავმა არ აქვს ეს ჩლუნგის გარდა ყველასთვს ნათელია. აგერ, ალალმა სკუცკიმ პირდაპირ გვაჯახა - რა უნდა გითხრათ ხვიჩას ტრავმაზე, ხომ არ მოგატყუებთო?…. თაღლითი ჯუღელის კომენტარიც არ დაგავიწყდეთ - ხვიჩა 12 სექტემბერს რუბინის შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშებსო!… არც რუბინის პრეზიდენტის კომენტარი დაგავიწყდეთ რომელსაც გასაყიდად გსმზადებული, 20 მილიონიანი ფეხბურთელის ტრავმა “დაგავიწყდა” და ნაკრებში მიდისო! არც ის ფაქტი რომ რუბინის ადმინისტრაციას არაფერი უთქვამს რა გარემოებაში მიიღო ფეხბურთელმა ტრავმა ხოლო საექიმო შტაბი არაფერს ამბობს რა სახის ტრავმაა და როდის დაბრუნდება გუნდის ლიდერი! ტრავმის არსებობის დროს ამგვარი კაზუსები არ ხდება. თან ყველა ერთად!

რა მოხდა სინამდვილეში. მამუკა ჯუღელი ვინცაა ეს საქართველოში ყველამ იცის. ამ ნამუსგარეცხილ შულერს თავში მხოლოდ ის უტრიალებს თუ რამდენი მილიონი შეხვდება მისი ცხოვრების მთავარი ტრანსფერიდან. მან მშვენივრად იცის რომ ეს მისი ბოლო შანსია რადგან ხვიჩას სავარაუდო შემდგომი ტრანსფერი უკვე მის გარეშე ჩაივლის რადგან ეს ალბათ 3-4-5 წელიწადში მოხდება და ამდენ ხანს ხვიჩა 18-19 წლის ბავშვად არ დარჩება და ყველაზე კარგად ეცოდინება თუ ვინ არის მამუკა ჯუღელი! ხვიჩას ნაკრებში წამოსვლა მამუკა ჯუღელმა დაბლოკა იმ ბოლო იმედით რომ სწორად ამ პერიოდში, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში მაინც გაყიდიდა. ასეთ შემთხვევაში კი ის სრულიად მის განკარგულებაში უნდა იყოს. იმედია ეს მალე მოხდება, გაძღება და დაგვანებეს ეს უნსმუსო კაცი მთელ ქვეყანას თავს! ამ “საქმისთვის” სიამოვნებით გამოიკრავდა ჯიბეზე ხელს “რუსტიკა” რომელსაც ასევე კარგად ესმის რამხელა რისკია ნაკრებში ფეხბურთელის გაშცება რომელსაც 8 დღეში 3 თამაში უწევს. დასხდნენ ეს ორი “დიდი” მოხელე და გსდაწყვიტეს ისე როგორც მათ ჯიბეებს ურჩევნიათ! საქმე კი იმაშია რომ ეს “რუსტიკა” სინამდვილეში დაბალი დონის ქუჩის “კარტოჟნიკ” ჯუღელს ათი თავით აღდმატება ინტელექტით და მისი მიზანი მოვლენების იმგვარად წარმარათვაა რომ ტრანსფერი უბრალოდ ჩაიშალოს. არ დაგავიწყდეთ რომ გუნდის სპორტული დირექტორი იაროვსკი ჯერ კიდევ მაისში ადასტურებდა სულ მცირე ტოპ-5-ის ორ კლუბთან აქტიურ მოლაპარაკებებს, იმ დროს როდესაც საიმანოვი ჯიუტად ამტკიცებდა რომ რუბინისთვის წინადადებით არავის მოუმართავს! არც ის დეტალი გამოგრჩეთ რომ ბოლო ინფორმაციის თანახმად ერთერერთმა ევროპულმა გუნდმა ხვიჩას სატრანსფერო ფასის 20-დან 15 მილიონამდე შემცირება მოითხოვა. ალბათ მიხვდით რომ ლაპარაკია იმ ზედმეტი 5 მილიონის დაკლებაზე რომელიც მოლაპარაკებების შედეგად გამოიკვეთა. ვინ ითხოვს სათავისოდ დამატებით 5 მილიონს ტრანსფერიდან ალბათ მიხვდით…

ასეთ დროს სფფ-ს უნდა გამოეჩინა პრინციპულობა და მოეთხოვა ხვიჩას შეკრებაზე გამოცხადება. ამით თავად ხვიჩასაც მოეხსნებოდა უხერხულობა და ეს ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ახლა არ იქნებოდა სმხელა ზეწოლის ქვეშ. ყველაზე მეტად ხვიჩას ახლა ბიჭებთან ერთად უნდოდა ყოფნა და მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი ჯუღელი და არაფრისმაქნისი ფედერაციაა.

სახელმწიფოს როლი. არ შეიძლებოდა ტრუბუნებზე თუნდაც ვაქცინირებული გულშემატკივარი დაეშვათ?! ათას სხვაგვარ ვარიანტზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ.

მუტრუკ მაკედონიელებთან საკუთარი მოედნის უპირსტესობა რომ არ გამოვიყენეთ და ევროპირველობა გსმოვტოვეთ სრულიად ფედერაციის და სახელმწიფოს არაკომპეტეტენტურობის ბრალია!

მოლლედ როდესაც ყველა რგოლი დაწყებული ფედერაციიდან დამთავრებული სახელმწიფოთი უუნარო და უთავმოყვარეა შედეგი საიდან უნდა მოვიდეს?…

პ.ს. რთულია ფრანგ კაცს მოთხოვო ქართული ფეხბურთის ისტორია ზედმიწევნით იცოდეს მაგრამ როდესაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ხარ უნდა იცოდე! ხოდა ეს ქართვრლი ასისტენტები რას აკეთებენ? მუთუ ვერავინ მიიტანს უცხოელ მწვრთნელებს ეესგნებინო რომ ისტორიულად არასოდეს მიუღწევია ქართულ ფეხბურთი რამე წარმატებისთვის “აწოწილი” ფორვარდუთ, “ნავესებით” და “ზაბროსებით” საჯარიოში! არ არის ეს ქართული ფეხბურთი და ჩვენი თამაში! ჩვენი თამაშია ცრუ ფორვარდით (მაგალითად მიქაუტაძე) ბურთით თამაში და არა ჩაკიეებები მაღალ ფორვარდზე!
Zaza
03 სექტემბერი 2021 16:43
0
ზაურ კალოევს გაჰქონდა თავით ბევრი ბურთი,მაგრამ მას ფლანგზე მესხი ჰყავდა და გუნდში ყველაზე სწრაფად დარბოდა 100 მეტრს
სოსო
03 სექტემბერი 2021 17:28
0
კრიტიკული და უარყოფითი ფრაზები არ მოსწონს აქ ზოგიერთ მკითხველს, საინტერესოა ვინ ბრძანდებიან ისინი? ალბათ ამ ცოცხალ-მკვდრების ნათესავ -მეგობრები, რომ შეიძლებოდეს სტადიონებს სკვერებად და ბავშვთა ცენტრებად ვაქცევდი, დავუთმობდი პირველივე მსურველს, თუნდაც ჰოკეის, ან კერლინგის ან კრიკეტის ან ბეისბოლის ან,ან,ან..........მესვეურებს, ან საპარკინგედ, რათა შვილო რათა??? კაი, ვთქვათ ამათ არ ესმით და მიგიწვიეს, თვითონ ხომ იცით, რომ ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებთ და რატომ მიდიხართ? მერე გწყინთ,რომ გვაგინებენო, ამხელა "რეჩს" არც მე ვაპირებდი,მაგრამ ცენზურაა და გინებას, (რასაც დიდი % ნაკრებისა იმსახურებთ) თუნდაც მოკლე გინებას არ დამიბეჭდავდნენ, იქნებ ეს მაინც დამიბეჭდოთ ადმინ.????????
გელა67
03 სექტემბერი 2021 16:38
0
ასეთი უმოტივაციო ხოხიალით ვერავის მოუგებ! წინა სამ თამაშშიც არ გვყავდა იდეალური შემადგენლობა მაგრამ იბრძოლეს და ითამაშეს, გუშინდელი თამაში კი იყო ფეიკ მაკენდონიელებთან მეორე ტაიმის გამეორება და ზოგადად საზიზღრობა. სამი ფეხბურთელის (პლიუს ლორია) წვალება და სანიოლი ვაისივით გვიანი შეცვლებით! ვაისის დრო მობრუნდა და ზოგაგად არც არსად წასულა ეგ ,,დრო". მაგრად გავს ეს ორო თამში ერთმანეთს, ორივე ასეთ თამაშს ხვიჩამ თავი აარიდა! მასთან ერთად ნაკრებს უშუალოდ თამაშის წინ მაშინ შენგელიამ უგანა, ახლა კი ლობჟანიძემ და ორივე თამაშში კიტეიშვილმა პირველივე წუთებზე დატოვა მოედანი,
არადა ორივე თამაში პრინციპული იყო.
კოსოვოს და ,,მაკედონიას" ყველგან ტენიან და ჩვენ არავის ვჭირდებით და არც პატივისცემას ვიმსახურებთ (თუნდაც იმის გამო რომ ეს არ არსებული ერის წარმომადგენლები და სინამდვილეში სეპარატისტი ალბანელები ქვეყანაში შემოვუშვით).
შეთქმულების თეორიები სისულელე მგონია მაგრამ, აგერ ნახავთ რამდენად უკეთ ითამაშებს იგივე გუნდი შემდეგ ორ თამაშს.
bs
03 სექტემბერი 2021 14:26
0
ერთი ნუგეში არის ესპანეთმაც წააგო
ნუკა
03 სექტემბერი 2021 13:12
4
ყველა თავმოყვარე გუნდია ჰიბრალტარიდან მოყოლებული, ესენი დარჩნენ ბომჟებად და მოედანზე ფეხბურთის თამაშის გარდა ყველაფრის მკადრებლებად, ფუი, საზიზღრობა, ნაკრები კი არა სპორტული მეძავები არიან, მოგინდება პირშიც მისცემ...და მისცეს კიდეც...ბელორუსი მეცოდება, გაუგებარი პენალტი რომ დაუდეს და რომ წააგებინეს ამ ნეხვ გუნდთან...
svano magarski
03 სექტემბერი 2021 13:02
0
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრენია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
რა გვეშველება?
03 სექტემბერი 2021 13:00
1
ჩემი აზრით გაკეთებული თამაში იყო, კარგი ფეღბურთელები მოაცილეს გუნდს რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მომხდარიყო.
გია
03 სექტემბერი 2021 12:58
1
მოშორდნენ საერთოდ რა. ეს ნაკრები უნდა დაიშალოს და შევეშვათ იმას რაც არ შეგვიძლია.
ნინი
03 სექტემბერი 2021 12:53
2
არ მინდა საქართველოს ნაკრები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფინანსდებოდეს ჩემი ჯიბიდან. მოვითხოვ ნაკრების დაკომპლექტებას მოყვარული ფეხბურთელებისგან და არა ვითომ პროფესიონალებისგან. აღარ გვჭირდება სანიოლი- ქვილითაია რომ ეყოლება ნაკრებში მწვრთნელს ის აღარ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი. ადმინ იმედია არ დაბლოკავთ პოსტს....
GADASAXADIS GADAMXDELI
03 სექტემბერი 2021 12:34
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული