სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ამათ ის უხარიათ სახლში რომ მოფრინავენ თორემ ფეხბურთი და ნაკრები ახატიათ. ხელფასს სიარულში და ოფლის არ გამოსვლაში იღებენ ????
????
03 სექტემბერი 2021 13:49
0
გაგიჭირდებოდათ
ფეოლა
03 სექტემბერი 2021 13:46
0
როცა ნაკრების ფორმით გამოდიხარ და თამაშობ, ისე უნდა ითამაშო, რომ თამაშის შემდეგ საუბრის თავიც არ გქონდეს! ეს წესი ყველა ფეხბურთელს აუხსენით! ბოლომდე უნდა დაიხარჯოოოოოოოთ! უნდა ირბინოოოოოოოთ! უნდა იბრძოლოოოოოოთ! თითოეული თამაში ისე უნდა ითამაშოთ თითქოს ბოლო და გადამწყვეტი თამაში იყოს. ნაკრები მხოლოდ თვქენ არ გეკუთვნით, ნაკრები ქვეყნის სახელს ატარებს და ეს კარგად გაიაზრეთ ფეხბურთელებო. ბრძოლაში წაგებაზე აუგს არავინ გეტყვით, მაგრამ ასე უბრძოლველად, რომ გადიხართ მოედნიდან, მაშინ გულშემატკივრის გულისწყრომას იმსახურებთ და წესით უნდა გრცხვენოდეთ! როცა თამაშობთ გაიხსენეთ, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ნაკრების თითოეული წარმატება ძალიან აბედნიერებს ჩვენს ხალხს და სულ ამაზე უნდა ფიქრობდეთ, სხვა დატვირთვა არ აქვს ქვეყნის ნაკრების თამაშს. თუკი თანხმდებით ნაკრებში თამაშს და კეთილი ინებეთ და ბოლომდე დაიხარჯეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!
ალექსანდრე
03 სექტემბერი 2021 13:31
1
ბრძოლაში წაგება არაა საკმარისი
თუ არ გიყვარს ის საქმე რისთვისაც იბრძვი
არც ბრძოლა გამოდის მაინც და მაინც საყუებელი
:)
03 სექტემბერი 2021 14:31
0
ესპანეთში თუ არ მოიგებენ, კობიაშვილი უნდა წავიდეს.
ქ. გ.
03 სექტემბერი 2021 13:28
0
რას იღიმება სანიოლი?
ქ. გ.
03 სექტემბერი 2021 13:25
0
უფრო მაღალ ტემპში კიარა შენი გუნდი დადიოდა რასაცქვია.სირცხვილია ბიჭოოო და რა მესამე ადგილი თამაშს ვეღარ მოიგებენ.იმდენს ნუ იზამთ რო ხალხს რამე არ გამოტყუოთ ქუჩაში სიაფანტობის და ტყვილების გამო.ამას ფეხბურთის უნახავები ინგლისთან წავაგეთ და ჩივაძე გადადგა და ესკიდე გვეკაიფება.ფუ
Zaza
03 სექტემბერი 2021 13:25
0
გუნდი-ნახირი. ამხელა გზაზე ჩამოდის ბევრი და იმიტომ რომ მოედანზე იარონ ?????????????????/
mmm
03 სექტემბერი 2021 13:14
0
სირბილი ეზარებათ და როგორ მოიგებენ ?????????????????//
???????????????
03 სექტემბერი 2021 13:12
0
კიტაიშვილი დარბოდა მარტო, დანარჩენრები არც გაოფლიანებულან
kaxa
03 სექტემბერი 2021 13:11
0
მე როგორც რიგითი გულშემატკივარი, გუშინდელი თამაშით და შემადგენლობით ვარ ძალიან უკმაყოფილო და გაღიზიანებული. გინდა ისე თქვით და გინდა ასე, ალბათ არსებული რესურსიდან მაინც ეს შემადგენლობა უფრო იმსახურებდა გუშინ მოედანზე ყოფნას და იმედია ესპანეთთან ეგრეც იქნება : მამარდაშვილი, გიორბელიძე, ხოჭოლავა, კაშია, კაკაბაძე, კანკავა, კიტეიშვილი, წიტაიშვილი (აქმდე არ ვიცოდი მისი თამაში, მაგრამ გაამართლა ასე თუ ისე), ყაზაიშვილი, აზაროვი (ავწევდი შემტევ ნახევარმცველად მაინც სულ იქ არის), მიქაუტაძე.
QT
03 სექტემბერი 2021 13:10
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული