სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
პრესინგს ვერაფერს ვუპირისპირებთ, ამიტომ გვიჭირს დაცვიდან ბურთის ამატანა. იმ დონეზე ვერ შევასრულებთ,მაგრამ მაინც ბარსას, ესპანეთის ნაკრების სტილი უნდა ვითამაშოთ.ერთი შეხება ბურთთან და დაბალი პასი, პატარა სივრცეებში წინ წაწევა და ისევ პასი.თუ ეს ვერ ვისწავლეთ დაცვიდან ბურთს ვერ ამოვიტანთ და ჩვენს დაფეთებულ მეკარეს უფრო დავაფეთებთ,რომელმაც ფეხით თამაში არ იცის. ამ სქემით თამაშია საჭირო,რასაც ჩვენი ნაკრები არასოდეს თამაშობს.ვინც ამ სქემით თამაშს ისწავლის მან უნდა ითამაშოს ნაკრებში. დააკვირდით, როცა პრესინგს გვეთამაშებიან მცველებს ბურთი ყოველთვის ლორიამდე მიაქვთ,წინ ნაბიჯს ვერ დგამენ ან ბურთს კარგავენ.ერთი შეხებით პასების გაკეთებას მოძრაობა ჭირდება,ამიტომ ვინც არ იმოძრავებს უბურთოთ ასეთი ნაკრებს არ უნდა გავაკაროთ.
გიგა
17:55 05-09-2021
0
სიარული არ არის ფეხბურტი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული