"თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია ანგრევს და იტანს, თუ არ არის არცერთი..." - ლევან სალუქვაძე

AutoSharing Option
ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ტელეარხ "სილკ უნივერსალის" ეთერში საქართველოს ნაკრებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა:

"მოვა ახალი მწვრთნელი ახალი იდეებით, გავიფაფხურებთ, ღირსეული წაგებები, ღირსეული ფრეები, გაგვიჩნდება იმედები, დავთვლით ქულებს, რომ აუტსაიდერს უნდა მოვუგოთ, მერე წავალთ და იმასთან ვაგებთ. დავარქმევთ "დიდგორობას", ისტორიის, საუკუნის, ღირსების მატჩს, ყველაფერს დავარქმევთ, რაც არის და იმ თამაშს ვერ მოვიგებთ.

ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ სამწუხაროდ გამოჩნდა ისე, რომ არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი ვინ არის, ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე სიჯიუტე. აი, იცი რა? ეს
ესე უნდა იყოს, მორჩა და სხვა აზრი არ არსებობს, რაც მთავარია, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება - ვაისი, ქეცბაია, ცხადაძე თუ სანიოლი? თუ ჩაკვეტაძეა ფორმაში და გლეჯს ყველაფერს, იგებს გუნდი, თუა ფორმაში კვარაცხელია, ანგრევს და იტანს, თუ არ არის არც ერთი ფორმაში, გუნდი არ არის მოედანზე... ვერც მცველი თამაშობს, ვერც ნახევარცმცველი და თავდამსხმელი. ამის გამო ცოტა დავითრგუნე, კი ბატონო, საბა ლობჟანიძის ტრავმა ძალიან საწყენი იყო, "კიტე" გავიდა მე-10 წუთზე და დაგვშალა, მაგრამ თუ არ არის ის, ვინც შეგყავს მათ ნაცვლად მზად და ასეთნაირად უნდა ითამაშოს, მაშინ არ უნდა შეიყვანო ეგ ხალხი. ერთადერთი ნათელი წერტილი რაც შთაბეჭდილება დამრჩა, წიტაიშვილი იყო.

კიდევ ვიტყვი - ვინმეს არ ეგონოს, რომ ლორიას წინააღმდეგი ვარ, მაგრამ მაკარიძე არ გამოვიძახეთ გადამწყვეტი მატჩებისთვისო, იმიტომ, რომ "ალმერია" პლეი-ოფს თამაშობს და იქნებ პრიმერაში გადავიდეს და მეკარე გვყავდეს იქო, მერე დავაყენოთო... თურმე, ეს მოლაპარაკება ჩვენს მწვრთნელს უწარმოებია, იმიტომ, რომ დავით მუჯირმა ეს გვითხრა. ეს არ იყო ფედერაციის პოზიცია, ეს მწვრთნელმა გადაწყვიტა, სჯობს ვაცადოთ და იქ გადავიდესო, რა უნდა ექნა რომ გადასულიყო? მერე ძირითადში დამდგარიყო პრიმერაში და მერე გამოვუძახებდით და ვათამაშებდით! ამ კაცმა ყველანაირი "ალმერიას" გარეშე ჯერ ევროთასებზე საოცრად ითამაშა, მერე "ვალენსიაში" წავიდა და საქართველოს ნაკრების კი არა ნიდერლანდების მეკარე სკამზე დასვა, გოლს არ უშვებს, ტურის საუკეთესო მეკარე გახდა. გავიგე, ლორია ძალიან მიყვარს, ჩემს ხელშია მისი კარიერა განვითარებული, როგორ ვიტყვი, რომ ცუდია, მაგრამ სად "ანორთოსისის" მეკარე და იქამდე კიდევ რაღაც გუნდები და სად "ვალენსიასი", პრიმერა დივიზიონში 3 მატჩი ჩაატარა. ახლა ასეთ კითხვას ვსვავ, რა უნდა გააკეთოს ქართველმა მეკარემ (გავანებოთ მამარდაშვილს თავი, ვინმემ), რომ საქართველოს ნაკრების კარში დააყენონ? "რეალში" უნდა ჩადგეს და 34 ტური უნდა ითამაშოს? კი, ლორიამ კარგად ითამაშა, პირისპირ ბურთი აიღო, ამაზე არაა საუბარი, აქ საუბარი იმაზეა, რომ ახალგაზრდა პერსპექტიულ ფეხბურთელს ძირშივე სტიმული არ უნდა მოუკლა, რომ არ იფიქროს, რაღაცას მივაღწიე და მერე რამოხდა? "ლოკომოტივში" რომ დარჩენილიყო ან სადმე სხვაგან წასულიყო, ნაკრებში 3 კაცში ხომ მაინც გამოიძახებდნენ?

მერე გამოვა ვიღაც და იტყვის, მწვრთნელის ასარჩევიაო? ვიცი, მე ხომ არ მივდივარ და ვურჩევ, ხომ არ გადავუშალე გვარები და სხვები ხომ არ ჩავუწერე? შეფასება ხომ ჩვენი საქმეა? აბა, რა არის ჩვენი საქმე? მარტო ბურთი აქვს კიტეიშვილს, გადააწოდა ლობჟანიძეს, მერე უკან დაუბრუნა კაშიას და ხოჭოლავას? ესაა ჩვენი საქმე? ისევე როგორც გულშემატკივარს აქვს თავისი აზრი, ასევე გვაქვს ჩვენც. ვიღაც იტყვის, შენგელია რატომ არ გამოიძახაო, ვიღაც იტყვის ოქრიაშვილი სად არისო, ზოგი გაიხსენებს ყველას, ვიღაც იტყვის ჩაკვეტაძეს რატომ მისცა 10 წუთიო, მიეცა 30-იო. ვერ მოასწრო იმან, მე მაგალითად, ვერ გავიგე ფორმაში არაა თუ დრო არ ეყო? იმ 10 წუთში შეიძლება ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, რანაირად გინდა მოესწრო ამდენი ხნის უთამაშებელია.

დაცვამ ვერ ითამაშა, 20-მეტრიანი ფორებით ასეთი პირისპირ გასვლები არ ხდება, აიღო იქ ლორიამ, მადლობა, კიდევ ერთხელ ვამბობ ლორიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. უბრალოდ მაინტერესებს ვიღაც, რომ გადავიდეს სადმე, პრიმერაში არა, მაგალითად, "იუვენტუსის" კარში დადგა, რა უნდა ვუთხრათ, მერე რა იცი, აქ ლორია არის? ეგრე ყველა ნაკრებში ვიღაც მეკარე დგას, სანამ სხვას არ დააყენებ, ვერ ხვდები რომ უკეთესია. თან ახლა ესპანეთთან გვაქვს თამაში, როგორ გითხრათ, "კოჭი რომ გაუგოროთ", პრიმერაში კიდევ რომ აუწიო ავტორიტეტი, უნდა დააყენო, იქნებ მაგრად ითამაშოს, იტყვიან, რა სილესენი, მოაშორეთ საერთოდ აქედანო.

კვიპროსის ჩემპიონატის ფეხბურთელები ესე იგი უალტერნატივოები არიან? ახლა კანკავა და კაშია ქართული ფეხბურთის ეპოქაა, კანკავას საერთოდ 17 წლიდან ვიცნობ, ჯერ თბილისის "დინამომ" არ იცოდა, მე რომ ვიცოდი. ტრაბახია? რატომ არ უნდა ვიტრაბახო? სხვა არ იტრაბახებდა? მე მივიყვანე "დინამოში", გასინჯეთ კარგი ბიჭია-თქო, ახლანდელმა სპორტული ჟურნალისტიკის პრეზიდენტმა, მიხეილ აბაიშვილმა მითხრა, რომ ჩემი მეზობელია და არანორმალურად კარგი ბიჭიაო, გეთქმის იქ სიტყვაო? მივიყვანე, თემურ უგრეხელიძეს ვუთხარი, მახსოვს, გასინჯეს და გეგუჩაძე იყო მაშინ მეორე გუნდის მწვრთნელი, მოეწონა და დატოვა. კი არ ვუკარგავ იმ კაცს, მოეწონა და დატოვა, ეგრევე 18 წლის რომ გახდა, ძირითადში ჩასვა და იმ წელს შევედით ჯგუფშიც... მე ვიცი რა იყო მისი პრობლემები, "ალანიაში" წასვლა უნდოდა, ახლობლური ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ხომ სლოვაკეთის ჩემპიონატში თამაშობენ არა, ხომ არ თამაშობენ სადმე სხვაგან? რადგან თამაშობენ, ესეც ეძახის, ეგრე რამდენი გვყავს, გამოვუძახოთ ვიღაცა სხვებსაც...

ნაკრები არ არის კლუბი, კლუბში შეიძლება იდგეს მეკარე ან მცველი, კარგად თამაშობდეს, სტაბილური იყოს, ვიღაც შეიძლება ვარჯიშზე უკეთესი იყოს, ეგ სხვა მიდგომაა, მაგრამ ნაკრები ისაა, რომ კონკრეტულად იმ დღისთვის ვინაა მზად, იქ არ აქვს მნიშვნელობა 40 წლისაა, 15-ის თუ 100 გოლი აქვს ნაკრებში გატანილი. დღეს ფორმაში არაა კვარაცხელია? მაშინ ლობჟანიძე უნდა დააყენო. ოქრიაშვილს ახლა არ გამოუძახე და გაიხედე და ხვალ მაგარ ფორმაშია? გამოიძახე და დააყენე ძირითადში. იმ მატჩზე, იმ 3 დღისთვის ვინცაა უკეთესი - ეგაა ნაკრების პრინციპი, ჩვენ ასე ვიცით. შემდეგ შეკრებაზე შეიძლება ის არ იყოს ფორმაში და საერთოდ არ გამოუძახო, არც პასპორტი მაინტერესებს და არც 3 დღის ამბავი, შენ არ ყიდულობ ფეხბურთელს, რომ თქვა 40 წლის ფეხბურთელს არ გამოვიძახებო, პირიქით, კაშია უთამაშებელი ჩავიდა "ლოკომოტივში", მაგრამ წინა თამაშები რა კარგი ჰქონდა?! იმიტომ, რომ ითამაშა, შეხედეს, მოეწონათ.

ახლა ჩაბრაძეს და სხვა ახალგაზრდა ბიჭებს, მაგალითად, აზაროვს ვერ მოვთხოვთ, რომ ყველა თამაშში 19 წლის ბიჭმა სასწაული მოახდინოს, არ არის მასე მარტივი, ამიტომ კონკრეტულად ზოგ ფეხბურთელთან პრეტენზიები არ არის, ვისაც მეტი არ შეუძლია. რას ვიზამთ, დანარჩენები როტაციით შეიძლება ვიღაცების შემოყვანა და სხვანაირი თამაშიც. ვერ შევუტიეთ კოსოვოს, ვერა... იმათ ერთი კასტრატი ჰყავდათ, მხოლოდ ერთი... სპორტული თვალსაზრისით ის გვაკლია, რასაც "კასტრაციის" დროს აჭრიან... კუპერიც ამას ამბობდა, რომ რაგბისტებს აქვთო და ჩვენ არაო... სპორტული თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სამედიცინო თვალსაზრისით არ ვამბობ.

მოკლედ, გული კიდევ ერთხელ გვეტკინა, ამ წაგებით ყველაფერი წყალში ჩაიყარა, მოგებით კიდევ რაღაცას ვანგარიშობდით, შვედეთს სახლში მოვუგებთ, ბერძნებსაც და გავალთ, ახლა მორჩა... შემდეგი ეტაპისთვის მზადებას დავიწყებთ, ისა, ესა... იმ წრეზე წავედით, რაზედაც მუდამ... ჩემს თავზე ვბრაზდები, რადგან ეს იმედი მაქვს, აბა რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო თუ ამის იმედი არ მექნება... საქმე ვის უნდა გავუფუჭოთ? ყველა დამწყები ქვეყნის სპორტულ ისტორიაში ვართ შესული, ყველა დიდი გამარჯვება, პირველი მოგება, პირველი სტუმრად გამარჯვება და ა.შ. ჩვენი ისტორია ვერ დავწერეთ, თორემ სხვებისას წარამარა ვწერთ...".





მკითხველის კომენტარები / 62 /
რაღაცა მოიადებს ნუ ყვებით და ნუ ჩამოგსტირით მუდამ ცხვირ პირი ,საშინელი დანაკლისები აქვს გუნდს და მეტი რა უნდა ეთამაშა,0-1 წაგება არაა 0-5 ი,კოსოვო რო იმიტომ მაგარ ჯანზე არიან ვერ ატყობთ ?! ჩაბრაძე და აზაროვის ნაირი რახიტები კი არ იყვნენ ,როგორც სპორცმენი არ ვარ ისე გავლახავ ნაკრების სამ-ოთხ ფეხბურთელს ,მინიში წაიყვანეთ და სპორტსმენები მოიყვანეთ,ვინც სწრაფად დარბის ,ძლიერია გრამატიკა იცის ფეხბურთის ,არ მჭირდება ეს ტრამვირებული ჩაკვეტაძე და მატრაკვეცა დავითაშვილი , ქვილითაიად ვინმემ მოსთხოვოს ვარჯიში და უძლიერესი იქნება ,კვარა და კიტე ძალიან მაგრები არიან ,ხოჭო და კაშიაც ,კანკავა ლომია საერთოდ,წიტაიშვილმა იცის ტაქტიკურად სწორად როგორ ითამაშოს მაგრამ ძალიან სუსტია ფიზიკურად,ნაშებს ყველას მოგწონს მაგრამ დღეში ხუთჯერ არ შეიძლება ძმებო ,მე საიდან მოვა ტესტესტერონი და კუნთების ზრდა ,არ გამოვა ეგრე არაფერი .ფიზიკა არაფრად არ ვარგა .
დევკალიონი
04 სექტემბერი 2021 19:56
5
სიმართლე მწარეა….
ბევრის სათქმელი თქვა,ჩემი ყოველშემთხვევაში….
Aleksandre
04 სექტემბერი 2021 19:25
2
მოდით სალუქვაძეზედ ვთქვათ,ჯერ ქეცბაიას კრიტიკას მიუძღვნა თავი და მერე გამოჩნდა რო ქეცბაია არაფერ შუაში იყო. იყო დრო როცა კობიაშვილს პირდაპირ ეთერში კინაღამ კასტრაციას რო უტარებენ ხოლმე იმ ადგილას დაუწყო კოცვნა. სამედიცინო ენაზე არ ვამბობ,მლიქვნელობის აღნიშვნა მინდოდა. ამ კაცმა ჟურნალისტობაც არ იცის,თორე ფეხბურთი რო არ იცოდეს არცაა გასაკვირი. მიყავს რეპორტაჟი და მემამტიანე ქართლისა არის ჩვეულებრივი.1/8 ფინალი მიყავდა ლიგის და 81 წლის დინამოზე საუბრობდა.

ეხლა ჟურნალისტები სანიოლის და ფეხბურთელების კრიტიკას რო მიჰყვეს ხელი,თავის ჯამში ჩავარდნილ დიდ თმას ვერ ამჩნევენ. წაყვანილი რეპორტაჟი პირველ არხზე.ჯერ ჰიმნი გაუშვეს პირდაპირ ეთერში და მერე კოსოვოდ მოიხსენებდნენ. ჩვენ,ქართველები კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ვაღიარებთ და ის არის სერბეთის ნაწილი,მათი დიდი ასოთი ჩაწერე(ინგლისურში ქვეყნები ასე აღინიშნება) არ შეიძლება და არც მათი ჰიმნის ქვეყნის მაშტაბით გაჟღერება. ადგება და სერბეთიც ითამაშებს აფხაზეთთან,ჰიმნსაც მოუსმენს და მერე მიხვდებით რას ვაშავებთ. უთავმოყვარეობა არის და ქვეყნის ინტერესის დაკიდება.

კონკრეტულად თამაშზე,ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და იქ შეტევაც გუნდური უნდა იყო,დაცვაც და გამარჯვებისკენ სწრაფვა. გუნდში მოვიწვიეთ სანიოლი და ფულს ვუხდით,ხოლო შემადგენლობას სალუქვაძე აყენებს. მწვრთნელს მიაჩნია რო პირველი მეკარე არის ლორია და მორჩა. არ მოგწონთ მისი მიდგომა,მაშინ გაუწყვიტეთ კონტრაქტი და გაუშვით. წავაგეთ და მერე რა მოხდა მაგით,ვინც უკეთესად იყო მომზადებული იმან მოიგო,შეიძლება იმათმა მწვრთნელმაც აჯობა სანიოლის. არიქა ახალ სტადიონზე ვითამაშებთო და რო გაუშვით ბათუმში,რა ეს ფაქტორი არ გგონიათ? პირველად ითამაშეს იმ სტადიონზე ბიჭების უმეტესობამ,როგორც სერბეთის გუბერნიამ. რაში გამოიხატება მასპინძლის უპირატესობა,ნაცნობი სტადიონი,გულშემატკივარი და რომელი ქონდა ჩვენს ნაკრებს? ფაქტიურად გასვლაზე ვათამაშეთ ნაკრები და ისევ სხვა რამეზე აპელირებთ. გულშემატკივარი არ დავუშვით და ფეხბურთელს კითხეთ რამე? მაკედონიასთან სტუმრად ვათამაშეთ გუნდი. ორი აცრა მოვასწარი სექტემბრამდე და მინდოდა წასვლა თამაშზე,ჯერ ბათუმში გადაიტანეს და მერე იქაც არ დაგვიშვეს.

მე ვამაყობ ჩვენი ფეხბურთელებით,მთლიანი გუნდით და სანიოლისაც მხარდაჭერას ვუცხადებ როგორც რიგითი გულშემატკივარი.
ცოტა ფეხბურთის არსსაც ჩავწვდეთ
04 სექტემბერი 2021 19:10
9
აფხაზეთთან ვერასოდეს ითამაშებს სერბეთი, რადგან აფხაზეთს აღიარებს მხოლოდ 3 ქვეყანა (რუსეთი და მისი მაძუნგალი მოკავშირეები). კოსოვოს აღიარებს ნახევარი მსოფლიო და შესაბამისად ფიფაც. ნუ ათანაბრებთ ერთმანეთს აფხაზეთ-სამაჩაბლოს და კოსოვოს. და კიდევ - არანაირი სოლიდარობა რუსეთუმე სერბებს. მათგან მე ჯერ სოლიდარობა არ გამიგია აფხაზეთზე ან სამაჩაბლოზე, ხოდა კისერიც უტეხიათ!
rasa
05 სექტემბერი 2021 21:29
2
გამოხედვა აქვს ძალიან ფლიდი, ჟჟურრრნალისტია ძალიან "დიდი"!!!
სოსო
05 სექტემბერი 2021 10:41
1
ყველა გამოხმაურება
ესპანეთთან კვლავ და კვლავ ქვილითაია და მისნაირი დოდნლოები კვლავაც იქნებიან.კარგად მფარველობს მფარველი.სანიოლსაც კი აბეზალოვკა გაუხადა მისი თამაში.წადი ბიძია დაანებე ამ ნაკრებს თავი და აგორავე ბურთი კვლავ კვიპროსში.რას აგინებინებ ხალხს თავს?არ ვარ სანაკრებო კაცი თქო უთხარი მაგ შენ მფარველს,ნამუსი იქონიე.
პატრიოტი
04 სექტემბერი 2021 18:57
4
რატო გგონია რო ქვილითაია შენზე ნაკლები პატრიოტია? ქვილითაიაზე მეტი გაქვს გატანილი თუ უფრო მეტი გაქვს გაკეთებული შენი ნაკრებისთვის და ფეხბურთისთვის? კაცი ვარჯიშობს შრომობს და რაც შეუძლია აკეთებს... დაირქმევთ ამ პატრიოტებს და წერთ ბრტყელბრტყელებს. ამის წერას გევარჯიშა შენ და გაგეტანა
გიორგი
05 სექტემბერი 2021 03:18
3
დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ამ კომენტარების წერა არ გეზარებათ? ამას ხომ საქმისთვის აბსოლუტურად არანაირი აზრი არ აქვს.
ირაკლი
04 სექტემბერი 2021 18:48
1
გაუმარჯოს ტოტალიზატორს!
გრიგოლი1408
04 სექტემბერი 2021 18:24
3
ცუდი სიტუაციაა ძალიან, ისეთი ცუდი რომ უკვე მეეჭვება რომ თვითონ ლიდერ ფეხბურთელებს ნაკრებში თამაში მაინდამაინც არ უნდათ(თავის თავზე და მომავალ საკლუბო კარიერაზე ფიქრობენ). ასეა ყოვეთვის. მნიშვნელოვანი თამაშების წინ: ხან ტრავმაო, ხან კლუბი არ უშვებსო,ხამ რა და ხან რაო(მერე ჰოპ და სანაკრებო თამაშების მერე კლუბებში მშვენიივრად ირჯებიან). სამაგიეროდ მერე წაგების მიზეზი იქნება: ესენი არ გვყავდაო და ასეა სულ. არადა თითზე ჩამოსათვლელი კარგი ფეხბურთელები გვყავს და ისინიც ფუჭდებიან: პატრიოტულადაც და საერთოდ კარიერულადაც. თქვე კაი ადამიანებო, ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში ლიდერების გარეშეც ასე რომ ეგ არგუმენტი აღარ ჭრის. რიგით გულშემატკივრებს დაგვაწყდა ნერვები ამდენი წელია. სულ იმედები და ასეა უაზროდ სულ. აი ასეა საქმე. ჩვენი საშველი არ სჩანს!!!
dato
04 სექტემბერი 2021 17:38
1
ვეთანხმები ლევანს. ისე არ შეიძლება მიიწვიონ რომელიმე გადაცემაში და დაუსვან შეკითხვები. საინტერესოა რა კრიტერიუმით არჩევს ნაკრების ფეხბურთელებს (თუ თვითონ არჩევს საერთოდ). სხვებზე რომ არ ვილაპარაკოთ, ქვილითაია რა კომპონენტში მოწონს ნაკრებში რომ იძახებს და თან ძირითადში აყენებს.
gio
04 სექტემბერი 2021 17:37
3
Bევრი პრობლემაა ნაკრებშI და საერთოდ ფეხბურთში. რედაქცია არ მიქვეყნებს ჩემს დაწერილს ხშირად და ალბათ არც ამას გამოაქვეყნებს, რადგან ყველაფრის სატავე არის ის არშემდგარი ტავისუფლება და არეულობა, პოლიტიკური მაიმუნობა რაც საქართველოს მთავრობაში ხდება ბოლო 30 წელი და ეს სპორტზეც გამოიხატება. ასევე ვაი რელიგიური ცრურწმენა და თვალთმაქცობა რომელიც ამ ფეხბურთელებს თავისი თავის, შესაძლებლობების იმედს უკარგავს და ჰგონიათ რომ პირჯვრის წერით და ცაშI ყურებით მოიგებენ თამაშს. ფედერაციაც ასევე მთავრობასავით იცვლება მოვა ერთი მთავრობა დანიშნავენ თავის ხალხს მოვა მეორე და ა.შ. ეს ტენდენცია ხელშეუხებელ რაგბსაც შეეხო და აურზაური გამოიწვია ასეთ ძმურ ოჰახში. ორივე სპორტი მაქვს ნათამაშები(ფეხბურთიდან დავიწყე და რაგბზე გადავედი შემდგომ რომ მივხვდი ფეხბურთელები არაფრისგან როგორი ამპარტავნები იყვნენ და ბევრადდ უფრო გაუნათლებლები და ნაკლები ინტელექტით, და დინამოშიც ყიფიანის გარდა ლაპარაკის უნ არი არ ჰქონდა არც ერთს)და არ ველოდი მორაგბეების ასე დანაწევრებას რაც 70-იანი და ოთხმოცია წლებიდან ესე რუდუნებით მოიტანა ჩემმა თაობამ. გარდა ამისა ფეხბურთზე სიარულის დროს როგორც კი გამოვიდოდით ვარჯიშიდა უმეტესობა ბოლდებიდა და სიგარეტს ეწეოდა. დაბოლილებისგან, სიგარეტის მწევლებისგან და ჭამა სმის მოყვარუებისგან სპორტსმენი არ გამოდის. სამწუხაროდ ბოლო ჩვენი დიდი პრობლემა ჭამა სმა. ხინკალ, ღორის მწვადებით და ხაჭაპურებით ფორმაში ვერ იქ ნება ვერავინ. ნახეთ აგერ კვარაცხელია ინტერვიუ რომ გააკეთეს ასე ნახევარი წლი წინ მაგიდასთან ხინკლებით სატრაბახოდ კვარაცხელიას ხინჯკალი უყვარსო. ყველას გვიყვარს გასაგებია მაგრამ 20 ხინკალს რომ კაცი შეჭამს იმას რასპორტი უნდა მოსთხოვო ან ფორმაში ყოფნა. ევროპაში მოწინავე სპორტსმენები დიეტას იცავენ. იქ არ არის აკრძალული მძემე თმაშის მერე ერთი ორი ჭიქა ღვინის დალევა სადილთან ან 2 ბოთლი ლუდის მაგრამ ჩასასკდომათ როგორც ჩვენი ადათ წესებია არავინ მსოფლიოში არ სვამს ლოთების გარდა. თან ეს საწყალი ბიჭის ბედი იმ სსრკ-ს გადმონაშთ ჯუღელს რანაერად უნდა ჩააბარონ. ეჭვიც მეპარება რაღაც ქურდულ სამყაროსან იყოს აქ კავშირები და ეს ერთ უჯრედიანი აგენტი რომელიც რუსეთში ამდენი წლის ცხოვრების მერე კიდევ ტვაია მაიათი ბაზრობს. ჯერ ერთი ვინც ბაზრობს ეგეთები საერთოდ სპორტს უნდა მოაშორონ და არ გააკარონ. ნაკრებზე კიდევ. მწვრთნელმა რა ჰქნას როდესაც ასეთი სიტუაციაა. ყველაფერს ვეთანხმები ლევან სალუქვაძეს რაც ბრძანა მაგრამ ეს მე რაც დავწერე ზუსტად ის უკან დამალული პრობემებია რომ ჩვანს ფეხბურთს და ფეხბურთელებს უკან ხევს. ერთ ახალგაზრდა ნიჭიერ სპორტსმენს რომ ჰკითხეს შვილო რომ გაიზრდები რა უნდა გამოხვიდეო - მე ქურდი მინდა გავხდეო. ხო და აი ეგ არის ჩვენი მთლი პრობლება, ქურდი რომ იქნება ვინმესთვის სწრაფვა და ცხოვრების მიზანი. კანაკვაზე, კიდევ ყვალანაერზდ მომწონს ეს ადამიანი მაგრამ აასევე ძალიან მიყვარდა მანუჩარ მაჩაიძე. Aხალკაცი როგორც მოვიდა შეხედა მანუჩარს, კაპიტასნი კაცი იყო და უძლიერესი შუა ხაზში ჩამშლელად თუ საეთოდ შუა ხაზი გამაკონტროლებლად მაგრამ, მისი გაკეთებული წინ პასი არც მე მახსოვს და არა მგონია ვინმე სხას და ეს როცა ხანში შედიოდა. Kარებში საჯარიმოებს შორიდან სულ ტყვიასავით აჭედებდა ამავე დროს. ახალკაცმა გამოიყენა ის სანამ შემცვლელი მოძებნა და იმავე წამს მოიშორა როგორც შეატყო დარასელია მზად იყო შუა ხაზის ტვირთის აღებისთვის. კანკავაც ასევეა მისი წინ პასი მე არ მახსოვს უკვე 5-6 წელია და თამაშს ძალიან ანელებს. როგორ ჩამშლელადაც მუშაობს დაცვის დასახმარებლად ისევე ჩამშლელია ჩვენი შეტევის დროს. ქეცბაია ახსენა - ეხლა ხვდება ბევრი რატომ ყრიდა ცოფებს დადედის გინებიმდე მიდიოდა ეს "კაი კაცი" არ აგახსწოვთ? შე კაი კაცო... და რა ყო მის პრობლემა? ძუსტად ის რაც კოსოვოსთან თამაშში გამოჩნდა და ასევე მაკედონიასთან - კომენტატორებმაც აღნიშნეს - დაცვა ბურთს უკან აგორავებს და წინ არავინ არ მოძრაობს რომ გაიხსნას დგანან ერთი და იმავე ადგილას და ბურთს ელოდებიანო. დღევანდელი ფეხბრთი არის სულ სივრცეების გახსნაზე და მის გამოყეებაზე აგებული მაგაზე იყო გაცოფებული ყველაზე მეტად ქეცბაია. არ უნდათ სირბილი დგანანო და მე მაგათ მაგივრად ვერ გავიქცევია და აღარც შემიძლიაო. როგორც კი მივხვდი სირბილი აღარ შემეძლო იმ წამსვე დავანებე თავიო. კოსოვომაც, მაკედონიამაც და სასომხეთმაც მოგვიგეს ფიზიკური მომზადებით და სივრცეების შექმნით. ხაჩაპურიდ ა ხინკჯალი მაგიტომ ვახსენე და ცაში ყურება და ბუზებბის თვლა სანამ ბურთი მიუვატ. მერე მოდის ფაფხური... რასაც მატაობა აღარ ჰქვია. რატომ აქვს კვარაცხელიას ამდნი ინტერსი იმიტომ რომ დიდ სისწრაფეზე აკეთებს ყველაფერს, რას ხეცდავენ მასI ნაკლოვანბებას? ბევრჯერ ბურთის დაკარგვისას უკან აღარ ჩადის შუა ხაზს დაეხმაროს. ხან იზამს და ბევრჯერ არ. განსაკუთრებით მოდენის ცენტრთან ახლოს რომ ურთს კარგავ. კიტეიშვილი როორც გავიდა მივხვდი თამაში წაგებული იყო იმ წამსვე. ცენტრალური თავდამსხმეალი სამწუხაროდ დიდი პრობლემაა - ქვილითაია- ის ვერც თავით იგებს ბურთს რომ გააჩერო და ვერცდროულად ფეხით ამუშავებს რომ დაიჭიროს ბურთი. სასტარტო სიწრაფე აქვს სადღაც 50-წელ გადაცილებული ფეხბურთელის. მისი მარტო წინ ყოფნა არ შეიძლება. მაშინ სისტემა უნდა შეიცვალსო და 3 თავდამსხმელით ვითამაშორ ორი ფლანგებზე და ეს შუაში რომ ბურთი იაწოდო იქნებ თავზე მოხვდეს და ფოლი გავიდეს. კაჭარავას, ფეხითაც ბევრი შეუძლია და თავიდაც ვიდრფე ქვილითაიას. ეს ბუდუ კიდევ ჭ ლიგაში გოლის გამტანია, მაგრამ სანაკრებიდ 0. ამითომ აკბებდა მოძრავი ცენტრ ფორვარდით ეთამაშათ როგორიც არის მიქაუტაძე , თან ბიჭს გოლის ალრო და ყნოსვა აქვს, დარტყმის არ ეშინია. Kოსოვოსთან თუ შევხედავთ თამაშს კიდევ ერთი პრდიდი პრობლემა რომელსაც საერთოდ არ ექცევა ყურადღება... წვიმს შე კაი ადამიანო დაარტყით კარებში საჯარიმოს გარედან და ბევრჯე რ უნდა დაარტყან ასეთი ამიინდის დროს, ბურთი სველია შეიძლება მეარე გაუვარდე და თუ მოძრავი ცენტრ ფორვარდი გყავს შეიძლება მეკარეს ბურთი გაუსხლტეს და დამატებაზე გოლი გაიტანოს. საერთოდ საჯარიმოს გარედან დარტყმა რა განხორციიელაბილა არ მახსოვრ რამდენი თმამაშია. რა ხდება ფეხში ალა არ ქვთ თუ მიზანი? ეს ისევ ფიზიკური კონდიციებიდან მოდის რადგან ზემოთ ასულებს შეტევაში ფეხში ძალა აღარ რჩებათ რომ წესიერი დარტყმა განახორციელონ კარის მიმართულებით მერე კიდევ თუ სცადა ვინმემ არ არსებობს რომ დამცველას არ გაარტყან. ბურთის მიღების და დამუშავების კულტურა, დროული პასის კულტურა მოკვდა საერთოდ და არც არიან პასისი მიმცემები. აბურჯანიას 10 პასის მცდელობიდან 9 მოწინაარმდეგეს მიაბარა და ერთზი პასიც გვერდზე გამოუვიდა...ბევრი რამ არის შესაცვლელი და ასე იქნება მუდმივად სანამ ერი არ მიხვდება რომ გაერთიანებაა საჭირო და არა ერთმანეთის შური, ღთალატი გაყიდვა, რისეთზე დამოკიდებულება და ამერიკის იმედად ცხოვრება როდესაც თბილისის და ბათუმის გარდა მთელი ქვეყანა იგნორირებულის, მაგიტომ არის რომ თურქეთს, სასომხეთს და აზერბაიჯანს ჩვენს მიწებზე აქვთ თვალი და ალესილი კბილებIთ გველოდებიან რომ დაგვგლიჯონ. იგივე ჩვენბი გამყდველი მთავრობის ბრალი და ქართული ამპარტავნბობის ბრალია რომ აფხაზეთიც და სამაჩაბლოც რუსეთს ჩააბარეს... მათი ბრალია რომ ყველას ქვეყბიდან გაქცევაზე აქვს თვალი და მოყთმენლად ელიან შანსს რომ თურქეთში მაინცე გაიქცენ ჩაის საკრეფად სულეიმანასთან როცა სახლში თავისი ჩაი მოუკრეფელი აქვთ... აი მაქედან უნდა დიწყოს ყველაფერ და მერე ფეხბურთიც იქნება , რაგბიც, და ძიუდოც(მეორე ადგილოსნების სინდრომი და ბოლო წამებზე წაგებიული გაიხსენეთ რამდენია საეფრთოდ ჭიდაობაში). ცუდად რატომ გესმით აი ეგ მაკვირვებს. საკუთარი შეცდომები თუ არ ვაღიარეთ, სწორი დასკვები გამოვიტანეთ და აქედან ვისწავლეთ, წინსვლა როგორ გინდათ როგორც ერს? დღევანდელი საქართველიო დაღუპვის წინაშეა რაც გაცარიელებული სოფებიდან და რაიონ ებიდა იწყება, თავის და ლუკმა პურის საშოვნელად უცხოეთში გაქცეული 2.5 მილიონი ქართველი რომელთა უმეტესობას ამ მარაზმში დაბრიუნება სადაც გაუნათლებელი ფეხბურთელი ენერგეტიკის მინისტრად დანიშნეს და მერე თბილისის მერობა დააბრალეს ,და თუ საქართველოი არ იქნება არც ფეხბურთი იქნება. როგორი უსუსური ქვეყანაც ვართ ასევე უსუსრ ფეხბურთს ვთამაშობთ. მაგინეთ ახლა და ნუ გამოქვეყნებთ კიდევ მაგრამ გაიხსენეთ - მოყვარეს პირში უძახეო და მტერს პირს უკანაო...
niko
04 სექტემბერი 2021 17:35
7
რა არის ასეთი "მწირი" კომენტარი? გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო, დაიღლება ადამიანი სანამ ბოლომდე ჩავა, ცოდოა მკითხველი ბოლო-ბოლო
სოსო
05 სექტემბერი 2021 10:56
0
მე კვარაცხელია იმიტომ მომყავს ხინკალთან რომ ყველამ ეგრე დაიწყო და ჯუღელის ნერი აგენტები რომ ჰყავს გარშემო ეგენი დაღუპავენ და იმ ხინკალსაც კარგად მიაჩვევენ ძალიან რომ უყვარს. გადახედე ისტორიას. ძალიან კარგია კვარა მაგრამ ხარი ხარი რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო და ეგ არის ჩვენი უდიდესი პრობლემა. იმედია არ აჰყვება იმ ღიპიანს ერთი და იმავე სპორტულებში შეხვედრებზე რომ დადის და მამამისიც დროზე მიხვდება რომ მოიშოროს თავიდა. მინო რალიოლას ღორია როგორც ადამიანი მაგრამ ეს მინო რალიოლას ფრჩხილის ჭუჭყადაც არ ღირს და რუსეთის ბაზრის ქართველი მანდარინის გამყიდველია კლიცკიდ " რა იოლა". მოინდომა მილონონების ჩაჯიბვა სიბერეში ახალგაზრდა ტალანტის ხარჯზე. სლუცკიმ კარგად იცისი რაც ხდება და ამიტომ ვერ იყო ხასიათზე რომ იცის კვარას გარემოცვამ შეიძლება დაღუპოს უდიდესი ტალანტი. ბელგიელებმაც ექ მაგდაგვარითქვეს ჩაკვეტაძეზე. სანამ მის გარშემო ვინც ტრიალებს და სამეგობროს არ მოიშორებს მისგან ფეხბურთელი არ დადგებაო... გაიგეთ ხალხნო ეგოისტურად განდეგილივით უნდა იყო და მთელი კნოცენტრეაცია, ჯანმრთელობაზე, ფგორმაში ყოფნაზე და წინსცვლაზე უნდ აიყოს მიმართული როგორც ეხლა ეგ ბიჭი იყო მაგრამ ზამხულის ბოლოს აურიეს ტვინ ი და სლიცკიმაც გამოხატა ირიბად...
For Thomas
04 სექტემბერი 2021 20:07
1
ყველა გამოხმაურება
კრიტიკა ადვილია, საქმის კეთება რთული
შოთა
04 სექტემბერი 2021 17:34
4

სიახლეები პოპულარული