ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

სანიოლი: ჩემი ფეხბურთელებისგან ესპანეთთან სხვა მენტალიტეტს მოველი

AutoSharing Option
ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ნებისმიერი ფეხბურთელი მუდამ მზადაა ისეთი მატჩისთვის, როგორიც ესპანეთთან თამაშია. ვიცით, მათ ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ პირველი შეხვედრა თანაბარი იყო და ფრეს ვიმსახურებდით.

შევეცდებით ჩვენი იარაღითა და თვითდაჯერებულობით ვიბრძოლოთ. ეს სრულიად სხვა მატჩია, სხვა გუნდთან. ბევრი ტრავმირებული გვყავს, თუმცა, ვინც მოედანზე გავა, შეეცდება ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს.

კოსოვოსთან ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ - არა მხოლოდ დაცვაში. ნამატჩევს ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაა გასაუმჯობესებელი და იმედი გვაქვს, რომ ასე
იქნება ყველა ასპექტში. თუმცა, ძირითად ყურადღებას ბევრ თვისებებზე ვამახვილებთ, რომლებიც გაგვაჩნია. პირველი, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან მოველი, სხვა მენტალიტეტია, ვიდრე გასულ მატჩში".

ასევე დაგაინტერესებთ