
ვილი სანიოლმა თქვა, რომ მომავალზე ფიქრი დაიწყო. რა დავინახეთ სამომავლო პერსპექტივაში?
საქართველოს ნაკრები უფრო თანამედროვე მოგვეჩვენა, აჩქარებული და პრესინგზე გაცილებით ეფექტური, ვიდრე ადრე. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ ამბავს? პირველ რიგში, გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ეს საქმე რამდენად გამოგვივა, საქმე ესაა. პატივისცემა ჩვენ ვეტერანებს,
გარდა ამისა, როცა მწვრთნელი ფიქრობს, რომ უკვე მზად ვართ, ოთხი მცველით ვითამაშოთ, ამ ტატქიკით ესპანეთთან დაპირისპირება გვახსენდება, სადაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაგვიჭირდა. ისევ პირდაპირ - ვეტერანი კაშიას მთავარი პლუსი სამმცველიანი დაცვის მართვა, ერთ მუშტად შეკვრა და დაბალანსებაა. როცა ორი ცენტრალური მცველით ვითამაშებთ, ამ დროს თანაგუნდელის დაზღვევას გაცილებით მეტი სისწრაფე სჭირდება და ან მხრივ პრობლემები სომხების მიერ გატანილი გოლის შემდეგაც კი გამოჩნდა.
ახალი ტატქიკის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფლანგელებს, რომლებიც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თავს კარგად წარმოაჩენენ. თუკი მარჯვნიც ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა, მარცხენა მცველის პრობლემები საკმაოდ დიდი ხანია, რაც არსებობს. ერევანში შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, ირაკლი აზაროვს მწვრთნელისგან დავალებული ჰქონდა, დაცვაში მაქსიმალურად ყურადღება გამოეჩინა და ბურთის დაკარგვას მორიდებოდა. ობიექტურად, აზაროვი აქ მთავარი არჩევანია.

ამ სქემაში სქემაში შეტევაში მარჯვნივ მოქმედება გიორგი ჩაკვეტაძეს უწევს. ეს მისი ოპტიმალური პოზიცია არაა, მაგრამ კვარაცხელია-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის შემტევ სამეულში პოზიციები ასე ნაწილდება. მარცხნივ და "კვარასკენ" ყურადღების გადატანა "ჩაკვემ" შესანიშნავად გამოიყენა და ეს მომავალშიც ასე იქნება. ამის მიუხედავად, სანიოლი აშკარად ცდილობს ნომინალური მარჯვენაფლანგელი გამოკვეთოს, რომელსაც საჭირო დროს დაეყრდნობა. ეს მაშინ, როცა ჩაკვეტაძეს შუაში ან მარცხნივ ვიხილავთ(ან შეიცვლება), შესაბამისი ალტერნატივა არსებობდეს. აქ ზურიკო დავითაშვილიც მოისინჯა და ლევან შენგელიაც, გუნდში ამ პოზიციაზე თამაშის მიხედვით კი შესაძლოა, ამ საქმისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი გიორგი წიტაიშვილი იყოს, ერევანში მარჯვნივ ცოტა ხნით რომ ვიხილეთ.
წინ ივნისის ამხანაგური მატჩები გველის, სადაც მეტოქეების დონე მნიშვნელოვანი იქნება. ამ დროს ალტერნატივების მოძიება დიდად ვერ მოხერხდება, რადგან ახალგაზრდებმა ევროპის U21 ჩემპიონატზე უნდა ითამაშონ. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა გუნდში ახლაც იყო, 21 წლის ლუკა ლაცაბიძე.
ამაზე ყურადღება ნაკლებად კი გამახვილდა, თუმცა სომხეთთან ორივე შეხვედრის დასკვნით ნაწილში საქართველოს ნაკრებმა კვლავ სამი მცველით ითამაშა, რაც მის საბოლოოდ გამორიცხვას არ უნდა ნიშნავდეს. ერევანში ასეთ დროს მთელი ფლანგის კონტროლი გიორგი გოჩოლეიშვილს დაევალა, თბილისურ შეხვედრაში კი შუაში ისევ კაკაბაძე შეიწია(ეს ერთგვარი ბონუსია), შენგელია მარცხნივ გადავიდა, მარჯვნივ კი გიორგი გულიაშვილი ვიხილეთ. ამ ტატქიკური სქემის მთავარი პლუსი მაინც მასში გურამ კაშიას ეფექტურად გამოყენებაა.
უკვე ვიცით, რომ ივნისში ნაკრებთან ერთად არ იქნება მეკარე მამარდაშვილი, ვისაც ამხანაგურებში დასვენების საშუალება მიეცემა. ვვარაუდობთ, რომ ევროტურნირებზე მაქსიმალურად შორს გასვლის შემთხვევაში, სანიოლი ამოსუნთქვის საშუალებას ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს მისცემს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე წესითა და რიგით აზაროვსა და მექვაბიშვილს ვიხილავთ. ყველაფერი ეს შემოდგომისთვის სათანადო მომზადებასა და ახალ ტაქტიკასთან მორგებას ხელს შეუშლის.
როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანი არა არსებულით ტკბობა, არამედ მომავლის განსაზღვრაა. ჯერ დაველოდოთ, ამხანაგურ შეხვედრებში მეტოქეები როგორ შეირჩევიან, საქართველოს ნაკრებზე მსჯელობა კი მანამდე მუდმივად შეგვიძლია.
სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია