ლუის ენრიკეს დაძაბული პრესკონფერენცია - ის დიდი წნეხის ქვეშაა და საქართველოსთან რთულ მატჩს ელის

AutoSharing Option
შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე 1:2 დამარცხების შემდეგ ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის ენრიკე ჟურნალისტებმა მწვავედ გააკრიტიკეს. მან საქართველოს ეროვნულ გუნდთან შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში გაიმართა.

„სულელი არ ვარ, ვიცი, რას უნდა ველოდე თქვენგან და თქვენ ჩემგან. ამ 365 დღის განმავლობაში არც ერთ რეპორტიორს არ დაურეკავს. ნომერი არ გამომიცვლია, იგივე მაქვს, რომელიც ფეხბურთელობისას მქონდა. ხმაურობთ. რადგან ასე გინდათ, იხმაურეთ.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ჯგუფში პირველ ადგილს ვერ დავიკავებთ, პლეი-ოფს მოვიგებთ და მუნდიალზე გავალთ. ეს ნორმალურია,
რომ შვედეთთან ბოლოს დავიღალეთ, მაგრამ ყველაფერი გავაანალიზეთ, თუ სად ძევს საქართველოსთან გამარჯვების გასაღები. პროფესიონალები ვართ, მომავალს პოზიტიურად ვუყურებთ. ერთა ლიგის უკანასკნელი გათამაშების და ევროტურნირების მიხედვით ესპანეთი და იტალია საუკეთესო ოთხეულშია. თუ შედეგებს გადავხედავთ, უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ უკრაინასთან დავმარცხდით. როგორც პროფესიონალი, ნათელ მხარეს ვამჩნევ. ნაკრები საქართველოს დასამარცხებლად იბრძოლებს.

ამ გუნდთან ისევ შეიძლება სირთულეები შეგვექმნას. მსოფლიოს ფეხბურთში გუნდების ძალები გათანაბრდა. ჩვენი უპირატესობა საკუთარი მოედანია. გვინდა კარგი მატჩი ჩავატაროთ და მეტოქეზე უკეთ ვითამაშოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ წრეში მათი დამარცხება მხოლოდ ბოლო წუთზე შევძელით.

გვაქვს პოზიტიური მომენტები. მართალი არ ვიყავი, როდესაც შვედეთთან ნამატჩევს ვთქვი, რომ ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ. ბევრი არ წაგვიგია. გვქონდა პოზიციური შეცდომები, შეცდომები პასებში. კმაყოფილი ვარ და უკეთ მესმის, როგორ მოქმედებდა ზოგიერთი ფეხბურთელი. მაქვს მორალური სულისკვეთება, რათა მომავალი შეხვედრისთვის გუნდი სათანადოდ მოვამზადო".

მომზადებულია sport.es-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
დღეს მოხდება დიდი სენსაცია და საქართველოს ნაკრები ვერ მოიგებს
აბრეზა
12:50 05-09-2021
0
ხვალ ესპანეთი გაგვარღვევს. ეხ კოსოვო რო მოგიგებს რისი იმედი უნდა გქონდეს სხვისიიი
გიორგი
00:25 05-09-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული