მორიგი მარცხი და 1 ქულა 15 შესაძლებლიდან - ასეთი შედეგი საქართველოს ნაკრებს ვაისის ეპოქაშიც არ ჰქონდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:4 დამარცხდა.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია,
მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.

8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.

მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.

5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“

ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)

ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)

მკითხველის კომენტარები / 139 /
მსაჯს ერთი-ორი გოლი კიდე რო გაეუქმებინა და ის ძელს მოხვედრილი კარში გასულიყო ივარგებდა ვითომ? ეეხ, ვაისს გავრყარეთ და ვუისს შევეყარეთო ამაზეა ნათქვამი, დაცვაში თუ ჩაჯდები ჰა საშუალო გუნდთანაც გაგიძჭირდება არათუ ესპანეთთან, უფრო მწვრთნელის ბრალი მგონია, თუ ბურთი ჩვენებს ქონდათ ართმევაზე ერთზე სამი ოთხი კაცი მიდიოდა პრესინგზე იყვნენ ესპანელები, თუ მათ ქონდათ ერთი ერთზე , მეტსაც მოძრაობდნენ და სწრაფადაც, და კიდე პასს რო მიიღებ მალევე უნდა მიცე თავისუფალს რას დაათრევთ ამ ბურთს სანამ არ აგართმევენ ხამები ხო არ ხართ!!!
ფეოლა
06 სექტემბერი 2021 13:55
1
როგორ ფიქრობთ ეროვნული ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელებიდან დაკომპელქტებულ ნაკრებ გუნდ თუ მოუგებს ქართველი ლეგიონერებით დაკომპექტებული გუნდი. მე ეჭვი მეპარება.
ქომაგი
06 სექტემბერი 2021 11:46
1
ვერ გაიგეს ამათმა რომ ყაზაიშვილი ფეხბურთელი არ არის!!!მე არ ვიცი ვინ დააძალა მაგას ფეხბურთის თამაში ?!
თემო
06 სექტემბერი 2021 07:01
2
გამოჩნდა რომ საქართველოს ჩმპიონატიდან 2-3 კაცზე მეტის გამოძახება არ შეიძლება აგერ ფაქტი პირველი ტაიმი იყო კატასტროფა 5-6კაცი იყო საქართველოს ჩემპიონატიდან ძირითადში და კარში ვერ დავარტყით
გიო
06 სექტემბერი 2021 01:26
2
1. არ შეიძლება ასეთი ოტ ი დო არაპროფესიონალიზმი
2. ჩვენი (ვისაც საქართველოში ფეხბურთი გვიყვარს) ბრალი/ც არის
გიორგი
06 სექტემბერი 2021 01:22
0
4-0 - ეც რო პრესინგის თავი არა გავქვთ, კარგით რა, სირცხვილია ბიჭებო.
ლუი საზანგეთიდან
06 სექტემბერი 2021 01:30
0
კიდევ ერთი მარცხი უკვე მეცინებაა
ოღონდ მართლა, სასტავში ბურთის დამჭერი რო არ გეყოლება სამარცხვინა, აზაროვი დაცვიდან წინ აწია არ ჯობდა ყაზაიშვილი? ბურთს მაინცბდაიჭერდა.. ეხ ეხლა აზრი აღარ აქვს მსჯელობას გაუშვით სანიოლი სანამ მთლად შეძულდა ქართველ ხალხს, მოიყვანეთ ცხადაძე ან დააბრუნეთ ვაასი,
გიორგი
06 სექტემბერი 2021 00:50
29
რა სათაურია რა სტატიაა, ვაისს საუკეთესო შედეგი ქონდა რაც კი ნაკრები მწვრთნელებს გაუწვრთნიათ. რას ელოდებით ვილისგან არ ვიცი. ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული რომ შეაფასოთ მწვრთნელი.
Semi
06 სექტემბერი 2021 08:11
4
ხალხო რა გითხრათ აღარ ვიცი კიდევ თამაშებს არჩევთ? რაც არ არის ის როგორ უნდა გაარჩიოთ. ყველა შესარჩევ ჯგუფში ბოლო ადგილებზე ვართ და არანაირი გასვლის პერსპექტივა. შეცდომაში შეგვიყვანა იმან რომ უეფას ჭ კლასში დავანგრიეთ ყველა. როცა ცოტა ზევით ავინაცვლეთ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ჭ კლასის მოგებით შანსი მოგვეცა ევროპაზე გასვლის. თვით ღმერთმა მოგვცა მაკედონია სახლში. აბა თქვენ იცითო... მეტი რაღა გინდა. არ გაგვიმართლა. აი მაგალითად გიბრალტარი ან სან მარინო რო ყოფილიყო მაშინ ევროპაზე ვიყავით და იქ უკვე დავანგრევდით, მაგრამ ეს უძლეველი მაკედონია შეგვხვდა... რას უნდა ველოდოთ მითხარით, ამიხსენით ვინმემ. ყოფილი იუგოსლავიის ერთი პატარა რაიონის კოსოვოს გუნდი რომ მოგიგებს სახლში.
მამუკა
06 სექტემბერი 2021 01:22
0
ამ ყველაფერზე ძალიან მარტივი პასუხია:
ახლა აღარ მოგწონთ სანიოლი ხოოოო... ესპანეთის შემდეგ იბდღვნიდით სასწაული კაციაო, ეს არ არის გულშემატკივრობა,როცა იგებენ ბიჭები მაშინ რომ მაგრები არიან,წააგებენ და ლანძღავთ,ესეთები ხართ ჩვეულებრივი მედროვეები, ესეთებით არის სავსე პარლამენტიც და მაგიტომაც ვართ იქ სადაც ვართ,არანაერი გამხნევება და გვერდში დგომა,მე როცა რაღაც არ გამომდის როცა მიჭირს მაშინ მჭირდება გვერდში დგომა, აბა მე თვითონ რომ გამომდის ყველაფერი ბოდიში და რა ჩემს ... მჭირდება ვინმე. კაცი გაჭირვებაში იცნობა, სამწუხაროდ ჩვენთან ძალიან ცოტა კაცია
საქართველო
06 სექტემბერი 2021 16:22
16
რაის საქართველო ეხლა გაგახსენდათ ქართველობა და საქართველო ??? ნაგლად და უტიფრად კახა ცხადაძის მაგივრად რომ ჩამოათრიეს ეს მორიგი უცხოელი ტურისტი (უმუშევარი) სანიოლი გაგებაში რო არ არი რა და ისევ ის კარუსელი რომ დაატრიალეს 90იანების დროინდელი, ზარ ზეიმით რომ აპიარებდნენ და ისევ ისე რომ გოიმდებოდნენ როგორც ჟირესების და ტოპმიულერების დროს ადრე, ისევ ის დებილი ატმოსფერო რომ დააბრუნეს და ქართველებს ცხადაძეს და დევდარიანს რომ არ ახარებენ ეგ არის კარგი??? მაშინ სად იყავით ზარ-ზეიმით რომ მოათრევდნენ ამ დაუნს ქართველის ჯინაზე მაინც რომ ჩამოათრიეს უცხოელი, აი მაშინ იყო ფედერაცია დასახვრეტი
ქართველი
06 სექტემბერი 2021 17:52
5
როდის იგებენ? წელიწადში ერთხელ პოლისჯოხიც გაისვრის ხოლმე
გიორგი
06 სექტემბერი 2021 17:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული