სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
არ ვიცი რას,ვისთან ერთად გეგმავთ ბ-ნო ვილი!..მაგრამ თავად თქვენ რომ დიდი ვერაფერი პროფესიონალი მწვრთნელი ბრძანდებით უკვე გამოჩნდა!
Daviti
06 სექტემბერი 2021 04:34
20
კარგით ხალხო, როდემდე უნდა დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა! - რომელი მწვრთნელის ხელში გავედით ჯგუფიდან? რა შუაშია მწვრთნელი?? როგორ არცერთი არ ვარგოდა: ჩივაძე, ტოპმიულერი, ყიფიანი, ძოძუაშვილი, კუპერი, ის ფრანგი რო იყო, ცხადაძე, ქეცბაია....ფეხბურთელების კლასზეა აქ საუბარი. და მწვრთელზეც რა თქმა უნდა მაგრამ გარკვეულწილად. აცადეთ ჯერ 3-4 თამაში ჩაატარა, ჯერ გაიდლაინებით ადრეა ბოღმის მწვრთნელზე გადატანა და ლანძღვა, ეგ მე-7 ან მე-8 თამაშის მერე შეიძლება.
ლევანი
06 სექტემბერი 2021 10:51
6
არც პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს დავით
დათო
06 სექტემბერი 2021 09:50
1
ყველა გამოხმაურება
საქართველოს ნაკრები- ქართული ოცნება
გუჯი
06 სექტემბერი 2021 04:38
29
ფედერაცია - ხელისუფლება?
დაზუსტება
06 სექტემბერი 2021 09:02
2
ტიტუუ აგი ნაციონალი ყოფილა
:-)
06 სექტემბერი 2021 06:23
6
წიტაიშვილმზე ახალი სისხლი ვიღან უნდა გადავისხათ, დაგვცინის ეს კაცი და მიზეზსაც არ ასახელებს, რატომ არ ათამაშა... და გულშემატკივრების მეტი არც არავინ ეკითხება და არც პასუხს თხოვს... სულ არ გამიკვირდება, ხვალ რომ თქვან, წიტაიშვილს აწონვაზე დააგვიანდა და ტურნირიდან ჩაიხსნაო...
ვოოტ
06 სექტემბერი 2021 04:17
4
მართლაც ძალიან საინტერესოა რატომ არ ათამაშა წიტაიშვილი??!! როცა დამაშის ბოლოს მე-5 გოლი გაგვიტანეს გული ძალიან დამწყდა იმიტომ, რომ 4:0 წაგება მქონდა ნაწინასწარმეტყველევი. დღეს კი აღმოჩნდა რომ 4:0 დამტავრებულა!!! ვაა?!
aburjga
06 სექტემბერი 2021 10:15
2
საქართველოს ნაკრები: იმედების სასაფლაო!
ქობულეთიდან
06 სექტემბერი 2021 03:32
2
ეს ფედერაცია მაშინ იყო დასაშლელი როცა ერთალიგის ფინალი ასე სამარცხვინოთ წაგეს მერე სომხებთან წაგება მიაყოლეს და მერე ბავშვებს ურტყეს და აგინეს გასაპროტესტებლად რომ იყვნენ მისულები ფედერაციაში და მუჯირი რომ გამოვიდა და თქვენი გულშემატკივრების ბრალიაოო აი მაშინ მაგრამ ამათ იციან რომ 10 000 20 000 კაცი არ გამოვა მიტინგზე ამათი პარპაშის გასაპროტესტებლად იციან რომ ჟურნალისტური გამოძიებები და გადაცემები არ მიეძღვნება ამათ კორუფციას კობიაშვილმა ყველა უსაქმური და კარიერა დამთავრებული ფეხბურთელ 9 კლასის ატესტატებიც რო არ აქვს ბევრს და ბირჟაზე რო იდგნენ გუშინ ფედერაციაში მიყვანა და თანამდებობებზე დანიშნა და არის საძმო განცხრომაში პასუხს არავინ თხოვს ხალხი მარტო სოციალურ ქსელებში აკრიტიკებს გარეთ გამომსვლელი არავინ არ არის და გულაობენ ფულს შოულობენ და თრობაში არიან.
გელა
06 სექტემბერი 2021 13:35
1
ყველაზე ზუსტი კომენტარი რაც კი დაწერილა!!!!!
ირაკლი
07 სექტემბერი 2021 10:24
0
ფეხბურთის აზრზე არ ხარ ვილი ან შეგნებულად თავს იდებილებ. კოსოვოსთან ვინ კარგად ითამაშა და ვინ ცუდად ვერ გაიგე ეტყობა. ეს აბურჯანია და ჩაბრაძე რას ამოიჩემე დაასვენე მაინც. ერთადერთი ნათელი წერტილი წიტაიშვილი საერთოდ არ შეიყვანე. უკვე რო დაახვიო ნაკრებიდან ამ სულელური შემადგენლობისთვის დროა
ქართველი
06 სექტემბერი 2021 11:32
6

ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
ფედერაცია უნდა გადადგეს!!!!
06 სექტემბერი 2021 11:41
1
ესეც კობიაშვილის ფედერაცის 6 წლიანი მუშაობის შედეგი !! არველაძებს რომ აგინებდა ნახევარი საქართველო ქეცბაიას და სიჭინავას მაშინ არ ამბობდით კალა და კობი უშველიან ქართულ ფეხბურთსოო აჰაა ბატონო შედეგი 6 წელია ფედერაცის პრეზიდენტია და წინა მსოფლიოს ციკლი მოგების გარეშე დასრულა და ახლაც 1 ფრე და 3 წაგება და გამზადებულია ჩვენთვის ბოლო ადგილი ამ ჯგუფში რაც შეეხება ერთალიგას ეგ კობიაშვილის დამსახურებით არ გაკეთდა ეგ გააკეთა უეფამ და სუსტ ნაკრებებს მისცა შანსი და იქაც ვრაფერი ვქენით და იქაც ბევრი რამ იყო საეჭვოო ფინალური მათტჩის წინა პერიოდში რაც მატჩამდე მოხდა.
ქეცბას მე-4 ადგილზე რომ ნერვი მოეშალა მთელს ქართულ გულშემატკივრობას და ჟურნალისტებს არც ვაისზე არ იღებდა ბევრი ხმას ვინც მაშინ ქეცბას აგინებდა და ახლაც როცა ყველა ვხედავთ რომ ამ მიდგომით და ასეთი დამოკიდებულებით რაც ნაკრების ხელმძვანელობას აქვს ბოლო ადგილია ჩვენთვის გამზადებული აქაც ბევრი არ იღებს ხმას სამწუხაროდ ბევრი ვეტერანი ბევრი ჟურნალისტი და ექსპერტი კვალვ კოჭს უგორებს ფედერაციას ვაი და ვინმეს რამე არ ეწყინოს გატრუნულები არიან.
ზურა
06 სექტემბერი 2021 13:30
1
ახალი სისხლი მოგივიდა,წიტაიშვილი,მაგრამ დასვი და ვინც გითხრეს ის ათამაშე. მოიშორე ქართველები შტაბიდან და მიხედე საქმეს
გია
06 სექტემბერი 2021 13:15
0
ესპანეთში გულშემატკივრები ხომ ესწრებოდნენ, რატომ არ დაუშვით მენაგვეებო ბათუმში თუნდაც 100 კაცი, ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა ???????????????????/
???????????????
06 სექტემბერი 2021 15:55
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული