
ხელოვნული ინტელექტის მეშვეობით, კომპიუტერმა გამოთვალა, რომ ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი პორტუგალიას აქვს, ყველაზე ცუდი კი - საქართველოს.
სავარაუდო ჩემპიონთა შორის მეორეზე ინგლისია, მესამეზე საფრანგეთი, მეოთხეზე ესპანეთი, მეხუთეზე კი ბელგია.
აღსანიშნავია, რომ ალკოტმა ჯგუფური ეტაპის შედეგებიც გამოთვალა, სადაც ვილი სანიოლის გუნდი ასევე ბოლო ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ჯგუფში თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.