სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
ფედერაცია გადადგესო?დდ სანამ არ გამოყრიან მაგათ მაქედან რომელი წავა მაყუთს შოულობენ ტყუილუბრალოდ კიარარიან და კარმუშკას თავისი ნებით ვინ დათმობს.
źaza
06 სექტემბერი 2021 13:26
0
ახალი სისხლი მოგივიდა,წიტაიშვილი,მაგრამ დასვი და ვინც გითხრეს ის ათამაშე. მოიშორე ქართველები შტაბიდან და მიხედე საქმეს
გია
06 სექტემბერი 2021 13:15
0
გუშინ რაც ნაკრებმა ითამაშა იყო სამარცხვინო, რადგან მგონია რომ ოდნავ უკეთ თამაში შეგვიძლია. თუმცა მთლიანობაში მაინც გვყავს საშუალოზე დაბალი დონის ნაკრები, ყველა ფორმაში რომ არის მაშინაც. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელები სწორად განვითარდნენ 2026–27 წლისთვის საშუალო დონის ნაკრებად შეიძლება ჩამოვყალიბდეთ – ბოსნიის, სლოვაკეთის, სლოვენიის და ა.შ დონის ნაკრებად. ტოპ 20 ნაკრებში კიდევ მანამ ვერ შევალთ სანამ საქართველოს ორი გუნდი მაინც ევროპალიგის გაზაფხულის ეტაზე არ ითამაშებს სტაბილურად. გრანდი კიდე ვერასდროს ვერ გავხდებით, რადგან ადამიანური რესურსი არ გვეყოფა.
ვარაუდი
06 სექტემბერი 2021 13:09
1
სანამ თქვენნაირი პოლიტპრასტიტუტკები იქნებიან ჭურნალისტებად, მანამდე ესეთი თქვენნაირი უჯიშო გუნდი გვეყოლება მედია საქონლებო
kaxa
06 სექტემბერი 2021 13:01
0
ხიზანიშვილი რატომ შეტენეთ ფედერაციად წოდებულო ბირჟავიკებო და ფულის მონებო ????????????????? მაგას ნამუსი კი არა აქვს, სადაც მუქთა ფულია იქ არის..............
???????????????
06 სექტემბერი 2021 12:57
0
ჩვენმა სანაქებო უვარგისმა ფედერაციამ, საქართველოში მწვრთნელების სასაფლაო დააარსა
gori
06 სექტემბერი 2021 12:48
0
რედაქციას: აქ გულშემატკივრები ვსვამთ კითხვებს და თქვენი ვალია იგივე კითხვები დაუსვათ სანიოლს. უთხარით, გულშემატკივრებს სურთ პასუხების მოსმენა-თქო.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 12:25
0
იორიოდე გამონაკლისის გარდა, ფეხბურთელი არ გვყავს. იმას ვგულისხმობ, რომ ფეხბურთელი უპირველესად ათლეტი უნდა იყოს და ბრძოლის სურვილი და უნარი უნდა ჰქონდეს. მაგრამ არც ნორმალური მწვრთნელი გვეღირსა, რომ ამ უჯიგროებს ცოტა რაღაცა გაუღვიძოს. მწვრთნელმა სულ ცოტა ის მაინც უნდა ჰქნას, რომ საუკეთესონი გამოიყვანოს მოედანზე. ანდა, როცა აგებ, შეცვლა რომ უნდა გააკეთო ძნელი მისახვედრია? არაა აუცილებელი შეცვლამ გაამართლოს, მაგრამ ვინც მოედანზეა ის რომ ვერ ინძრევა ამას ვერ ხედავ? გამოცვალე მაინც, რომ დაგვანახო, რომ შენც ხედავ იმას რაც ცხადია. ეს სიჯიუტე გგონია მწვრთნელობა?
გიორგი
06 სექტემბერი 2021 12:08
1
იქნებ და კოჭი გაუგორა ესპანელებს, ვინძლო და ჩვენს ნაკრებში რომელიმე ნორმალურმა არ ითამაშოს და რამე სასწაული არ მოახდინოსო, თან რაღა ესპანეთთან მაინც და მაინცო:)
IRAKLI
06 სექტემბერი 2021 12:01
1
რა კოჭი? ფეხბურთელი ჩვენ არ გვყავს და არც მწვრთნელი უქნია ღმერთს. სინამდვილეში 6:0 წავაგეთ თამაშით, სომხებივით.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 12:14
0
მე ფედერაციის ადგილზე ან გადავდგებოდი ან დასაწერია დეტალური პროექტი საქართველოს ფეხბურთის განვითარების.ჩვენი ფეხბურთის სტილმა ამოწურა თავი. კობიაშვილო სტადიონების რომ აშენებ ,ბავშვთა მწვრთნელებსაც სჭირდებათ სწავლა და განვითარების ამაღლება.17 წელია წამოსული ვარ საქართველოდან უკრაინაში და ბავშვთა ფეხბურთი რა დონეზეც იყო იმ დონეზე დარჩა.როცა ადამიანს (კობიაშვილო) გინდა წარმატების მიღწევა ,კვდები და მაინც აღწევ,შენ კი არ ხარ მონდომებული!!!
დათო ემიგრანტი
06 სექტემბერი 2021 11:59
1
სტადიონებს იმიტომ აშენებს რომ მაქედან კარგი ფული რჩება მას და მის საახლობლოს )
dato
06 სექტემბერი 2021 12:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული