სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
ჩვენი ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად ამ საფეხბურთო სექტემბერმაც ჩაიარა. გვათრია ყველამ, ვისაც არ შეეზარა. მოდი ვთქვათ: ჩვენ ფეხბურთი არ გვითამაშია... ქაოტური გადაწყვეტილებების კასკადი. ყველაზე ცუდად გამოჩნდა ის, რომ დიდი რეგრესი განიცადეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც წინა თამაშებში იმედს იძლეოდნენ: ჩაბრაძე, აზაროვი, გიორბელიძე, მიქაუტაძე. სამწვრთნელო შტაბზე კომენტარი საერთოდ არ ღირს. რის იმედი შეიძლება გვქონდეს? ამ სიტუაციაში პერსპექტივის ნასახი არ სჩანს, თავს ნუ მოვიტყუებთ. ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ჩასვრილ საქმეზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს! ამას თუ ვერ ვაღწევთ, დროდადრო გამოგვკვებავენ ბუტაფორიული ვითომ წარმატებებით ეს ნამუსგარეცხილი ვაი მენეჯერები ნაპატიები სიფათებით!
ამატაკი
09 სექტემბერი 2021 21:58
0
ბევრი რამ უსწავლია ქართველი პოლიტიკოსებისგან.DDD მთავარია დაპირდი ქართველი ყველაფერს იჯერებს.
jjj
09 სექტემბერი 2021 16:37
1
"aburjga"-ს მეტი წილი მეც ვეთანხმები. ფიზიკური და ტექნიკური მომზადება აკლით ჩვენ ფეხბურთელებს საშინლად. იქ სადაც ერთმა კაცმა უნდა ჩაშალოს შეტევა იქ ხშირად 3 უწევს მისვლა. მაინც და მაინც ტექნიკურები არ იყვნენ გუშინ ბულგარელები. 4-ვე ბურთში, რომელიც გაგვიტანეს, დიდი შემოქმედება მე ვერ დავინახე. 4-ვე გოლი გავიდა ჯიკაობით. შეშინებულები ნუ იგერიებთ ბურთს, ამდენი ხანია ვაგებთ თამაშებს კი უნდა მიჩვეოდით წაგებას:). წაგების ნუ გეშინიათ, თქვენ არ ხართ ის გუნდი რო გაგიტყდეთ ბულგარეთთან როგორ წავაგეთო. ეცადეთ ყოველ თამაშზე ტექნიკური მხარე დახვეწოთ და ერთმანეთი გაიცნოთ. და უბურთოთ სირბილი ნუ გიტყდებათ
:)
09 სექტემბერი 2021 11:57
0
ფეხბურთელების ხარისხი ნულს ქვემოთაა, ფედერაციის ხარისხი კიდევ უფრო ქვემოთ. რა შედეგს უნდა ველოდოთ. ხიზანა აგენტად შეუგზავნეს ვილის ეგებ რაიმე ისე არ გააკეთოს ჩვენ რომ არ გვაწყობსო, აბა საიდან იქნება შედეგი
kaxa
09 სექტემბერი 2021 11:51
0
ნუ გვპირდები ვილი,მაგ ფეხბურთელებით უკეთესი ხარისხი შეუძლებელია.
Beqa
09 სექტემბერი 2021 11:44
0
ისეთი ფეხბურთელები გვყავს , რომ თავიანთი გუნდები არ უნდა ათამაშებდნენ და ნაკრებზე ხომ ზედმეტია საუბარი. არაფერი აქვთ საერთო ფეხბურთთან. ამას ემატება ფედერაცია და იქ თავმოყრილი ფულის მონათა ბანდა. ესაა სიმართლე. პატრონი არა ჰყავს ქვეყანას, ეს ბანდა ვინ უნდა გააკონტროლოს, საკუთარი დუქანივით აქვთ ამხელა დაფინანსება და ფედერაცია. რა თქმა უნდა კიდევ უფრო ბევრს ითხოვენ თანხებს ამბობენ ცოტააო. ვინ უნდა მოსთხოვოს პასუხი უპატრონო ქვეყანაში??????????
?????
09 სექტემბერი 2021 11:42
0
ხო კიდე ხიზანა დამავიწყდა
wbc
09 სექტემბერი 2021 11:24
0
ფეხბურთელების სწორი შერჩევაა საჭირო. ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს უნდა დაესწროს მწვრთნელი. დევდარიანი ან ჭიაბრიშვილი უნდა დაენიშნათ მწვრთნელად. უცხოელს აზრი არ აქვს, ამ ექსპერიმენტების ტარებაში წავაგებთ ყველა თამაშს და რა იქნება მერე. ყველაფერი შესაცვლელია
gio
09 სექტემბერი 2021 09:01
1
შევარდნაძემ ერთხელ სიტყვით გამოსვლისას,შეგვპირდა,რომ მალე საქართველო აყვავებულ ქვეყნად გადაიქცევაო და როგორ ვყვავით,ახლაც ვხედავთ.ჰოდა მასაც ხშირად აძლევდნენ,ამ "ჩამჭრელ"კითხვას,როდის აყვავდებაო,საქართველო.ერთხელაც,გაბეზრებულმა შევარდნაძემ,კიდევ ერთხელ გამეორებულ შეკითხვაზე,უპასუხა;-გაზაფხულზე აყვავდებაო,საქართველო.არ მოუტყუვებივართ.სანიოლმაც რა ქნას?ხედავს რა ჭაობში ჩაიფლო და კაცი იმედით ცოცხლობს,იქნებ გამოჯანმრთელდნენ ყველანი და ამაზე უარესს,რაღას ვითამაშებთო.ცდილობს ახალი სათამაშო სქემა ასწავლოს,ნაკრებს.ღმერთმა ქნას,შეაძლებინოს,მაგრამ არ გვაქვს ის უნარები,რომ 3 მცველით ვითამაშოთ და 4.ან 5 მცველიანი ტაქტიკით რომ არაფერი გამოგვდის,უკვე დარწმუნდა.სცადოს,ცდა ბედის მონახევრეა და იქნებ რამე გამოგვივიდეს...აგერ ზურიკო დავითაშვილმა სცადა,დაკარგულ ბურთზე ბრძოლა გააგრძელა და ჯილდოდ,გატანილი გოლიც დაიმსახურა."ვინც მიდიოდა ფქვავდა,ვინც არა,რიგსა კითხულობდაო",ნათქვამია.ჩვენც ვცადოთ,მივიდეთ.ჩვენ ფეხბურთელებს,ნიდერლანდები თურქეთის მატჩის ჩანაწერები ვაჩვენოთ,იქნებ მიხვდნენ,როგორ უნდა შეტევაში თამაში.
სოსო
09 სექტემბერი 2021 11:14
0
ჩვენი დროების ანდერსონი
ისიდორე
09 სექტემბერი 2021 10:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული