"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
ყველამ უნდა შეიგნოს რომ ნაკრების მაისურს მოეკიდოს პატივისცწმით…
Aleksandre
12 სექტემბერი 2021 14:16
1
დათვლაც ცოდნია ! რას არ გაიგებს კაცი ! თურმე შერცხვა კიდეც, მაგრამ ჯერ ვერ გაწითლდა. ფედერაციის პირველ სამეულს გაწითლების უნარი არ გააჩნია. დანარჩენები წითლდებიან მათ მაგივრად ! ადამიანები კი, ცხოველებისგან მხოლოდ გაწითლების უნარით განსხვავდებიან .
დ.დ.
12 სექტემბერი 2021 15:02
7
ეს რომ სხვას უსაყვედურებს. ფულის მოტეხვის გარდა არაფერი იცო კობიაშვილო.
გიორგი
12 სექტემბერი 2021 15:01
9
ბათუმიდან შენი ნათლული რომ გამოაძახებინე ეს როგორ ჩაგითვალოთ?ან ხიზანიშვილმა თავისი ნათლული? გამოდიხარ და უკანასკნელივით ლანძღავ ფეხბურთელებს,შენ ის კობიაშვილი არ ხარ ვინც პარლამენტიდანაც და ფედერაციიდან ორივეგან ხელფას იღებ,საძმო სამეგობროთი გაავსე ფედერაცია თუ ასაკობრივი ნაკრებები,სალუქვაძე ასაკობრივის მენეჯერი რა დამსახურებუთ?ზამთარაძე ანალიტიკოსად ეროვნულში,რომელი ერთი ჩამოვთვალო და თანაც ჩვენ ვინც ფედერაციაში ვმუშაობთ გვთხოვ ჟურნალისტებს საერთოდ ზურგი ვაქციოთ, ასე არ შეიძლება მარტო კობიაშვილის და მისი მეგობრების არარის ნაკრები და ფედერაცია…
სიმართლე
12 სექტემბერი 2021 20:38
0
რომელიც მაგის ნათლული???? ძარია???
????
12 სექტემბერი 2021 22:19
0
გამოდის და ფეხბურთელებს ლანძღავს ეს რა უტიფრობაა,რატომ გამოაძახებინა თავის ნათლული ან თუნდაც ხიზანიშვილის ნათლული? ბათუმიდან საკმაოდ სოლუდურ თანხას რომ გირიცხავენ ეხლა მიუღებელია?
სამგურალი
12 სექტემბერი 2021 15:52
23
ვიზე საუბარი იქნებ ჩვენც გაგვაგებინო.მადლობა წინასწარ
Giusha3232
12 სექტემბერი 2021 16:09
0
როცა ნაკრები წარუმატებლად თამაშობს და ეს სამწუხაროდ ხშირად ხდება.წაგების მიზეზად ძირითადად სახელდება მწვრთნელი, ფეხბურთელების მოუნდომებლობა და სხვა...თითქმის არავინ ამბობს, რომ ჩვენთან პროფესიონალები არ იზრდება იშვიათი გამონაკლისის გარდა.ქვეყნის გარეთ ვინც მიდის,ფულს იშოვიან და მორჩა,ზრდა აღარავის აინტერესებს.აბა გადაახვიეთ და დააკვირდით რა დონეზეა ბოლო თამაშებში მონაწილე "ფეხბურთელების" მომზადება.რამდენი შეცდომა აქვთ ბურთის მიღების დროს, პასის მიცემის დროს, სამარცხვინოდ რამდენს გადაახტა ბურთი თავზე და ა.შ. როცა რამდენიმე ჩვენი ფეხბურთელი, ვინც მართლა თამაში იცის, ნაკრებში გამოჩნდება, მაშინ თუ ვაჩვენებთ რაღაცას. ესაა სულ...სამწუხაროდ...
merabi-1960
12 სექტემბერი 2021 14:49
1
კობი ალბათ ერთადერთი ქოცია, რომელიც არ იწვევს ჩემში ზიზღს! დავიწყოთ იქიდან რომ რაც კობის პრეზიდენტობისას სტადიონები გაკეთდა ჯამში უფრო მეტია ვიდრე ყველა სხვების პრეზიდენტობისას ერთად! დარწმუნებული ვარ რომ არც მწვრთნელის საქმეებში ერევა, იმიტომ რომ ვერც ერთ ქართველს ვერ ნახავთ რომ ჩარეულიყო და ის შემადგენლობა დაეყენებინა რაც ესპანეთთან იყო. ფეხბურთს კიდე ეხლა ნაკრების ფეხბურთელების ნაცვლად ვერ ითამაშებს, როცა შეეძლო არავისზე ნაკლებად და არავისზე ნაკლები თავდადებით არ თამაშობდა
სიმართლე
12 სექტემბერი 2021 15:54
42
პატიოსანი არის თუ არა თუ არ იცი ჰაერზე არ უნდა ილაპარაკო კაცმა. ყოველი შემთხვევისთვის როგორც ფეხბურთელი მშრომელი იყო. თავიდან გარკვეული დადებითი ნაბიჯები გადადგა, მაგრამ გუნდების დაფინანსებას დიდი არაფერი ეფექტი ექნება თუ ბიზნესმა არ ჩადო ფული. ამიტომ ის დაფინანსება ჯობდა ბავშთა ფეხბურთში ჩაედო სრულად. სამწუხაროდ დიდი დრო დაიკარგა. ჩვენ გვჭირდება 10 წლიანი გეგმა ბავშთა ფეხბურთში ფულის ჩადებით და უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, როგორც მწვრთნელების ისე ფიზმომზადების სპეციალისტების. ისე ვინც უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი შანსი არ აქვს ნაკლებ დროში ვერაფერს მიაღწევს.
mmm
12 სექტემბერი 2021 16:40
7
მაგით რის თქმა გინდა, რომ პატიოსანი კაცია?
Giusha3232
12 სექტემბერი 2021 16:08
8
ყველა გამოხმაურება
Amas tavis gadarchena unda, tavs ver artmevs saqmes da axla sxvas axocavs xels
Juve
12 სექტემბერი 2021 14:49
4
ტრაგედია ის არის, რომ საკუთარი თავის არ გრცხვენია!
ზურა
12 სექტემბერი 2021 18:38
1
რატომ არ თამაშობენ და უკვე პოლიტიკოსობაზე ფიქრობენ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
12 სექტემბერი 2021 15:15
3

სიახლეები პოპულარული