"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
ეს ისე ლაპარაკობს ფედერაციის პრეზიდენტობა და პარლამენტარობა არ ყოფნის ყველაფერს გაართვა თავი და ახლა სპორტის მინისტრობაც უნდა რომ შეითავსოს
ანტა
12 სექტემბერი 2021 15:34
12
მოვითხოვ ფეხბურთის ფედერაციას ჩაუტარდესდამოუკიდებელი ფინანსური აუდიტი აუცილებლად საერთაშორისო კომპანიის მიერ!!!
Lasha
13 სექტემბერი 2021 02:04
2
ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით... ამ თქვენს ნათქვამ ფრაზაში არის გასაღები. საქმეც ის არის რომ არ ვთამაშობდით თანაბარი შემადგრნლობით მინდვრის გადამწყვეტ ზონაში - ნახევარდაცვის საყრდენ ზონასი, ვინაიდან როგორც კოსოვოს, ისე ესპანეთს, ისე ბულგარეთ, ხოლო მანამდე ნიდერლანდებს, კიდევ უფრო ადრე კი ჩრდილო მაკედონიასა და სომხეთს ამ ზონაში მივლინებული ჰყავდათ დამატებით ორ-ორი ფეხბურთელი ხოლო ჩვენ ამის წინააღმდეგ რატომღაც კონტრპრესინგი არ ვითამაშეთ.
ნიკა
12 სექტემბერი 2021 15:15
1
ეს ისეთი გულიანი კაცი ყოფილა მესამე თანამდებობაც უნდა გამოვუძებნოთ.
Giga
13 სექტემბერი 2021 02:36
4
კითხვა მაქვს... რა უნდა კიდევ მოხდეს რომ ეს კალაძის საძმო გადაგეს?
როკო
12 სექტემბერი 2021 20:54
1
სანამ ქოცი მეფობს არ წავლენ, რომ გადავარდება ქოცი თავისით გაყვებიან!
სიმართლე
12 სექტემბერი 2021 22:21
1
თამაშების დასრულებისთანავე რომ გამოექვეყნებინა ეს წერილი კობიაშვილს დავიჯერებდი რომ ანალიზი გააკეთათქო, მაგრამ არა მეგიბრებო!
დაელოდა რეაქციებს და მერე იძულებული გახდა.
კი მაგრამ რაში გამოიხატება სირცხვილი და პასუხისმგებლობა? მხოლოდ სიტყვებში? გადადექი და გაიყოლე შენი გუნდი. ეს არ არის სირცხვილი.
ირაკლი
12 სექტემბერი 2021 20:49
0
მაპატიეთ, მაგრამ მაინტერესებს, რამდენად შესაძლებელია ერთდროულად უძღვებოდე ფედერაციას და პარლამენტის მანდატს, გულწრფელად მინდა პასუხი.
ალექსანდრე ფერაძე
12 სექტემბერი 2021 20:15
1
უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგას იგებს ტორპედო , მეზღაპრე კახაიე კუჭავამ ეგრე სთქვა და რა უფლება გვაქვს არ დაუჯეროთ !!! ნეტარ არიან მორწმუუნენი :-) კობიზე კიდე რა ვთვა მიუხედავად იმისა რო ქოცმატყუარების გუნდიდანაა მაინც მჯეროდა რო ფეხბურთს მიხედავდა, პარლამენტარობა რო მოინდომა მაშინ მივხვდი რო ფულის საკეთებლად და მარტო ქოც პარტიის ინტერესების გამტარებელი იყო და არა საქმის საკეთებლად მოსული, ეხლა გინდა ფეხბურთელებს დააბრალოს გინდაც მწვრთნელებს, მაგ ყველაფერის დალაგება და დისციპლინა ნაკრებში ფედერაციის პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა ... სამწუხაროდ ესეც მატყუარა აღმოჩნდა
დათო-რუსთავი
12 სექტემბერი 2021 18:50
1
ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს. რაიოოოოო????????
ატლანტამ მხრები გაშალა
12 სექტემბერი 2021 16:58
0
პირადი ინტერესების პრივილეგირება ჩვეულებრივი ამბავია ადამიანის ცხოვრებაში და ლეგიტიმური. აკეთონ ჩვენ ფეხბურთელებმაც თავისი პირადი საქმე. უბრალოდ ნაკრებზე ოფიციალური უარი თქვან. ჩვენ იმედი აღარ გვექნება მათი და აღარც იმედგაცრუებული დარჩება ვინმე.
გგგ
12 სექტემბერი 2021 14:47
2

სიახლეები პოპულარული