"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
რომ გრცხვენოდეს გადადგებდი!
შენი კეთილის მსურველი
12 სექტემბერი 2021 22:47
3
ეს ისეთი წარმატებულია ფედერაციაშიც და პარლამენტშიც რომ ერთი-ორი სფერო უნდა ჩავაბაროთ კიდევ!!! ინფრასტრუქტურის მინისტრია თუ ფედერაციის პრეზიდენტი?! ნაკრები ხომ გლიჯავს ყველაფერს და პარლამენტში კიდევ ტრიბუნიდან ვერ ჩსმოყავთ კანონპროექტების განხილვის დროს თურმე!!!
!!!!!!!
13 სექტემბერი 2021 09:49
5
2 სკამზე რომ ზიხარ არ გრცხვენია?ფული ხომ არ გიჭირს,არ ჯობია ფეხბურთს მიხედო,სპორცმენს რა გინდა პარლამენტში,მიხედე ფეხბურთს თუ შეგიძლია თუ არადა საქმის გამკეთებლებს ჩააბარე ეს საქმე.ფეხბურთის ყურება აღარ მინდა ისე შემაზიზღეს ეს თამაში.
პაპა
12 სექტემბერი 2021 17:58
0
ან სპორტს მიხედე ან პოლიტიკას , ორივე არ გამოდის, კომ პარტია ხო არ არი შე კაი კაცო
lm
13 სექტემბერი 2021 11:47
2
ვკითხულობ კომენტარებს და რამდენი ცდილობს შავის გათეთრებას.წესიერება უწესობა ყოფილა და უწესობა თურმე წესიერებაა.რამდენი შეძლებია ბატონ ფულს და კარგ ცხოვრებას.
Giusha3232
13 სექტემბერი 2021 02:03
2
ამას ერთი რა აქვს მოგებული ან რომელი მებრძოლი ეს იყო? შენი პაკალენიიდან დაიწყო თავჩაღუნული სიარული. ხორვატებსაც ვერ უტანდი იმ ფურთს მცველს რო არ მოხვედრილიყო. წადი რამე სხვა შენ პონტში აკეთე საჯაროდ ნუ იფუნქციონირებ.
გიორგი
12 სექტემბერი 2021 23:09
4
სულ ეს მოიფიქრა?ვინ აგო ამ ქვეყნის შერცხვენისთვის პასუხი ამან რო აგოს.
Gia
12 სექტემბერი 2021 18:17
0
მერე პირადი ინტერესები ამპარტოვნობა გადადევი გვერდზე და ნეპოტიზმს ᲨეეᲨვი გაზარდეᲗ პერსპექტიული ბავᲨვები და აᲦარ Შეგრცხვება მერე...
Თუ ვერ ხვდები გეუბნები
სუს
12 სექტემბერი 2021 18:08
0
ეგ პიროვნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია,თუ რიგითი გულშემატკივარი?ამის შემდეგ ჩემთვის არანაირი კითხვები და იმედიც არ არის...
ოლეგი
13 სექტემბერი 2021 12:23
0
გადადექი რა
gia
13 სექტემბერი 2021 11:18
2

სიახლეები პოპულარული