"სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!" - კობიაშვილი

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაცემას - "სპორტი იმედზე" სტუმრობდა და სექტემბრის სანაკრებო მატჩების შემდეგ, ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულად ისაუბრა:

"წარმოუდგენელია, რაც მოხდა. დღეები გადის და ამ კატასტროფას ვერ ვხსნი. სამარცხვინოა, გამართლებას ვერ ვპოულობ...

უამრავი კრიტიკოსი საუბრობს და მიზეზად მაგალითად, შემადგენლობის არასწორად შერჩევას ასახელებს. თუმცა, გუნდმა ასე არ უნდა ითამაშოს!

როცა მოთამაშეებმა იციან რომ ამდენი წელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არ გაგვიმარჯვია, ხომ გინდა რაღაც შეცვალო? თანაც, შენ მიერ არაღიარებულ ქვეყანას ეთამაშები.

ფეხბურთელების მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ! არ შეიძლება, ყველაფერი
სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას დაბრალდეს. კოსოვოს ფორვარდსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ეს არსად დაეტყო.

დედას ვფიცავარ, ორჯერ დავითვალე თანაბარი შემადგენლობით თუ ვთამაშობდით...

ხომ ნახეს, ტრავმირებულმა ბექაურმა ოლიმპიადაზე როგორ გაიმარჯვა. ხომ უნდათ, აეროპორტში ტაშით ფეხბურთელებსაც დახვდნენ?! სულ თავდახრილებმა ხომ არ უნდა იარონ?!

გერმანიაში ლეროი ზანეს მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ჰქონდათ, უსტვენდნენ და ამან მასზე დადებითად იმოქმედა...

ნაკრებში კომუნიკაციის პრობლემა მარტში არ ყოფილა, როცა სანიოლს მოთამაშეების უმრავლესობა სახეზე არ იცნობდა და ახლა რატომ უნდა დამდგარიყო?!

ესპანეთის წინააღმდეგ დასახელებული შემადგენლობა რომ გავიგე, კარგი განწყობა არც მე მქონდა, მაგრამ რატომ უნდა შეცვალო შემადგენლობა, თუკი ამის საბაბი არ გაქვს? ფეხბურთელებმა კოსოვოსთან თამაში ჩააგდეს - მეტოქეს ჩვენზე ბევრად მეტი არ უნდა ერბინა და მეტ ორთაბრძოლაში არ გაემარჯვა.

როცა ზოგიერთი ექსპერტობს და წაგების სხვადასხვა მიზეზს ასახელებს, ამ ადგილას იყვნენ და ერთი მოედანი არ გაუკეთებიათ...

კვეკვესკირი ძალიან მიყვარს, მაგრამ სანიოლი მისი წინა სანაკრებო მატჩებით უკმაყოფილო დარჩა და ამის შესახებ ნიკამაც იცის.

ქვილითაიამ როცა მატჩები ჩააგდო, ივნისის შეკრებაზე არ გამოიძახეს, ახლა მწვრთნელმა მას შანსი ისევ მისცა, მაგრამ რამე შეიცვალა?

ჩვენ ვცდილობთ, მოთამაშეებს კომფორტული გარემო შევუქმნათ.

ჩემთვის ისიც მიუღებელია, შეკრების პირველ დღეს მოთამაშე კლუბში ადრე წასვლაზე რომ ფიქრობს, რადგან მნიშვნელოვანი თამაში აქვს.

წიტაიშვილს ეტყობოდა რომ მონდომებული იყო, მეტოქის მოტყუებასა და თამაშის გამწვავებას ცდილობდა, თავის გამოჩენა ჯარიმიდანაც სცადა.

ზოგიერთი მოთამაშე, მათ შორის გიორგი მამარდაშვილი, მომხდარს განიცდიდა, ბევრს კი პასუხისმგებლობის გრძნობაც არ აქვს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მის უკან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა და ისინი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების თამაშს აკვირდებიან. თითოეული წარმატება ხვალინდელ დღეზე გადის."

altალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ



მკითხველის კომენტარები / 94 /
სახელმწიფო მოხელე (ეს იქნება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პარლამენტის წევრი თუ ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურაში მომუშავე თანამდებობის პირი), რომელიც დაკისრებულ საქმეს ვერ უძღვება უნდა გადადგეს (თუ სინდისი აქვს) ან უნდა გადავაყენოთ (გავიწვიოთ) , სხვანაირად სახელმწიფო არ შენდება. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა შემუშავდეს სპეციალური საკანონმდებლო ბაზა და მის შესრულებაზე უმკაცრესი კონტროლი საზოგადოებამ უნდა განახორციელოს.
როკო
13 სექტემბერი 2021 09:08
0
საბურთალომ არ წააგო ბათუმთან იქნებ შემდეგ თამაშზე შვედეთთან დავაყენოთ 6 საბურთალოელი. რა სერიოზული გადაწყვეტილებებიც იყო სამწვრთნელო შტაბისგან ის მიდგომა იყო ფეხბურთელებისაგანაც.საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც რო არ გამოირჩევიან არაფრით პირდაპირ ესპანეთზე რო მიუშვით საღად მოაზროვნე არავინ იყო ?
გიჩა
13 სექტემბერი 2021 07:49
0
ეროვნული ლიგა კატასტროფა, ყველა ასაკობრივი ნაკრებები ნული, ეროვნული ნაკრები ნულს ქვემოთ, გამოდიხარ და იმის ნაცვლად, რო დაგვაიმედო რებს ლაპარაკობ? ფეხბურთელობისას ყველას გვიყვარდი და ჯობია კაცურად გაეცალო აქაურობას, სანამ ხალხს თავს არ შეაზიზღებ
გოგა
13 სექტემბერი 2021 11:23
1
ისე კარგად მსჯელობს და ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს, რომ არა მარტო ფეხბურთის ფედერაციის, არამედ ქვეყნის პრეზიდენტიც ეგ უნდა იყოს, უბრალოდ ამ ეტაპზე დაკავებულია ის პოზიცია მზე ქალბატონით
მერე?
13 სექტემბერი 2021 12:32
4
ყველანაირ პატივისცემას კარგავ უკვე კობიაშვილო და ან აიღე პასუხისმგებლობა შენს ჩასვრილ საქმეზე, ეროვნული ლიგა იქნება, ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებები თუ ბავშვთა ფეხბურთი ყველაფერი, რომ აგიქოთდა წადი ბიძიკო თანამდებობიდან ან ნამუსი გეყოს და ფეხბურთელებს მაინც ნუ აწმენდ ხელს
სოსო
13 სექტემბერი 2021 12:15
0
კიტეიშვილი მაგალითად, ჩამოვიდა, მერე ტრამვა აღმოაჩინეს ,ახლა გავა და მონაკოსთან ითამაშებს ,ასეა სხვებიც ,მიდი კობი შენს გვერდით ვართ ,გაწმინდეთ ნაკრები უგულო მანთურქებისაგან , მაგათთვის ფულია სამშობლო და უფალიც .
დევკალიონი
12 სექტემბერი 2021 14:55
34
პირველუ გასაწმენდი კობიაშვილია.თევზი თავიდან ყარს ატივცემულო!
Giusha3232
12 სექტემბერი 2021 16:11
7
ფეხფურთელს თუ გული არ უძგერს თავისი დროშის ქვეშ რომ თამშობს, ეგეც ფედერაციას დავაბრალოთ? 3-4 მოთამაშე გვყავს მხოლოდ ვინც თავს დებს ბოლომდე და მადლობა მათ ამისთვის!
???
12 სექტემბერი 2021 23:20
13
სასწაული პირდაპირ, ან ძალიან პატარა ასაკის ბავშვები შემოდიან ამ საიტზე და ვერ ხვდებიან და აზრი ვერ გამოაქვთ შეკითხვაში ან კიდე რა ხდება ვერ გავიგე…/ ვიკითხე ვინ შეიძლება ის პიროვნება ვინც შეუძლება აიღოს ეს პასუხისმგებლობა თავის თავზე თქო ??? და ტიპებმა დისლაიკები დამიწერეს? //// ვაააა ძააან ცუდათააა ერი
Vasili
12 სექტემბერი 2021 22:45
12
სულელურ კითხვას თუ არ დასვავ პასუხსაც გაგცემენ და დისლაიქებსაც არ დაგიწერენ.

მე მაინც გაგცემ მაგ სულელურ კითხვაზე პასუხს: ხვალ დილით ქუჩაში რო გახვალ სახლიდან, პირველი ვინც შეგხვდება სადარბაზოში ის უკეთესი პრეზიდენტი იქნება ვიდრე კობიაშვილი და მისი ბანდაა
Giga
13 სექტემბერი 2021 02:32
2
ვთქვათ გავუშვით კობიაშვილი და გადავაგდეთ, აი მერე ვინ გესახებათ მომავალ პრეზიდენტად??? მართლა მაინტერესებს, აი რომელი გუნდი მოგყავთ?? (ჟორდანია, ახალკაცი, სიჭინავეა&არველაძე ამათზე მეტი მაინც გააკეთა, სიმართლე რომ ვთქვათ კერძოდ ინფრასტრუქტურა, ამათზე მეტი არ გაუფუჭებია საქმე და აი ვინ შეიძლება რომ იყოს მომავალი პრეზიდენტი და ვინ იქნება ის სამუშაო გუნდი?? დაწერეთ გთხოვთ ვისაც გინდათ რომ ეხლავე გადადგეს./ და კიდევ ნათლულებიო რომ იძახით , მაგათ გვარებს რამტომ არ წერთ? რახან არ წერათ ესეიგი ტყულია!
Vasili
12 სექტემბერი 2021 21:08
35
მეზობელი მყავს თამაზ შალამბერიძე, თავისი საქმის პროფესიონალი და უწესიერესი კაცი.დარწმუნებული ვარ ამ კაცის მსგავსი პატიოსანი და თავისი საქმის პროფესიონალი ბევრი მოიძებნება საქართველოში.დარწმუნებული ვარ სხვის ფულს რომ არ შეჭამენ .რა კობიაშვილით იწყება და არველაძე კალაძით მთავრდება საქართველო?
Giusha3232
12 სექტემბერი 2021 22:05
1
თემურ ქეცბაია!! მასზე მართალი კაცი ქართული ფეხბურთში არ მინახავს..
კახა
13 სექტემბერი 2021 00:12
1
ყველა გამოხმაურება
Gidastureb mteli werilis shinaarss.zusti aslia chemi nafiqris.
Diax batono!!!
17 სექტემბერი 2021 07:37
1

სიახლეები პოპულარული