იძულებითი ცვლილება ნაკრებში - სანიოლმა "კიტე" ფორვარდით ჩაანაცვლა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილება განხორციელდა. უეფას ევროპა ლიგის მეორე ტურში გრაცის "შტურმსა" და "პსვ ეინდჰოვენს" შორის გამართულ მატჩში მიღებული ტრავმის გამო უახლოეს მატჩებში ეროვნულ გუნდს ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის, ვილის სანიოლის გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად გუნდს ნიქოზიის "აპოელის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შეუერთდება.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას ვილი სანიოლის გუნდი 4 ოქტომბერს თბილისში დაიწყებს. საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართი შეხვედრებისთვის 24 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.

წყარო: Nakrebi.ge

alt

- ცვლილება "ჯვაროსნების" რიგებში" style="height: 50px; width: 50px;" />ვილი სანიოლმა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

altსამწუხარო ინფორმაცია - "შტურმი" კიტეიშვილის ჯანმრთელობის შესახებ წერს



მკითხველის კომენტარები / 15 /
ხიზანიშვილი უკვე სამარცხვინო გახდა,რას გიხფის ასეთს ქვილითაია?
simartle
01 ოქტომბერი 2021 19:06
5
ან საკუთარი თავები არ გეცოდებათ ან გულშემატკივარი? არაფრის გამკეთებელი არ არის ქვილითაია და მერე დაიწყებთ ნეტავ სად არის პრობლემა რომ აღმოვფხვრათო.
David
01 ოქტომბერი 2021 18:54
4
კარგით რა რა ქვილითაია, არ დაიღალეთ ?
Gio
01 ოქტომბერი 2021 17:49
0
ღმერთო შენ გვიშველე, რა შეგცოდეთ ასეთი?
გულშემატკივარი
01 ოქტომბერი 2021 18:34
3
ბიჭო გამთამასებელი არა გყავთ და ქვილითაია არც ფორვარდია და არც ნახევარმცველი, ვაბსე ფეხბურთელიც არაა და რას გადაეკიდეთ, დვალიშვილის არ იყოს. ებრალიძე, ბერიძე, ხომ თამაშობენ? ქვილითაიას დაწოლილი სჯობნიან. რა გინდატ ბოლობოლო?
ლევან მაღლაკელიძე
01 ოქტომბერი 2021 23:37
1
მაინც გაიჩითა ეს ქვილითაია. ტიპს ბედი აქ.
გენა
01 ოქტომბერი 2021 18:27
3
"კიტეს" მიმართ საშინლად უხეშად ითამაშა მცველმა. მიკვირს, რატომ არ გააძევა მსაჯმა...
tngh
01 ოქტომბერი 2021 18:25
1
-2 გოლს გაიტანს
ლომი
01 ოქტომბერი 2021 18:20
0
კიდე ქვილითაიააა..... მისცენ შანსი კირკიტაძეს ერთხელ მაინც
სოსო
01 ოქტომბერი 2021 18:29
3
კაროჩე რა?!
01 ოქტომბერი 2021 17:15
2

სიახლეები პოპულარული